ოვესტინი – OVESTIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ესტრიოლი/ESTRIOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ესტროგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ვაგინალური კრემი:
ტუბში 15გ.
1გ
ესტრიოლი…………   1მგ
ვაგინალური სანთლები:
შეფუთვაში 15ც.
1 სანთელი
ესტრიოლი………….  500მკგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ადამიანის ორგანიზმში სინთეზირებული  ესტროგენი; ხვდება სისხლის ნაკადში წარმოქმნის კომპლექსს სპეციფიურ რეცეპტორებთან (საშვილოსნოში, საშოში, შარდგამომყოფ არხში, გულმკერდის ჯირკვალში, ღვიძლში, ჰიპოთალამუსში, ჰიპოფიზში), ახდენს დნმ–ის და პროტეინების სინთეზს. ხასიათდება სელექტიური მოქმედებით, უპირატესად საშოს ყელზე, საშოზე, ვულვაზე, იწვევს საშოსა და საშვილოსნოს ყელის ეპითელის პროლიფერაციას, ასტიმულირებს მის სისხლით მომარაგებას, პრემენოპაუზისა და მენოპაუზის დროს უზრუნველყოფს ეპითელის აღდგენას მისი ატროფიული ცვლილებისას, ნორმაში მოჰყავს საშოს Ph, საშოს მიკროფლორა, ამაღლებს მისი ეპითელის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური და ანთებითი პროცესებისადმი, ახდენს გავლენას ცერვიკალური ლორწოს რაოდენობაზე და ხარისხზე.
ენდომეტრიუმზე გავლენა უმნიშვნელოა (უმნიშვნელოა საშოსმიერი სისხლდენის რისკი). ახდენს ჰიპოლიპიდემიურ მოქმედებას, უმნიშვნელოდ ზრდის სისხლში ბეტა ლიპოპროტეინების კონცენტრაციას, ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას, ასტიმულირებს ღვიძლის მიერ გლობულინების გამომუშავებას, ბოჭავს სასქესო ჰორმონებს, რენინს, მაღალის სიმკვრივის ლიპოპროტეინებს და სისხლის შემდედებელ ფაქტორებს. იმის გამო, რომ მონაწილეობას ღებულობს დადებითი და უარყოფითი უკუკავშირის რეალიზებაში, ჰიპოთალამო–ჰიპოფიზალურ–ოვარიულ სისტემაში, ესტრადიოლს უნარი აქვს გამოიწვიოს ზომიერად გამოხატული ცენტრალური ეფექტი; ასტიმულირებს პარასიმპატომიმეტიკურ რეაქციებს.

ჩვენებები:
ჩანაცვლებითი თერაპია, საკვერცხეების ჰიპოფუნქცია (პირვალადი და მეორეული ამენორეა, ჰიპომენორეა, დისმენორეა), უნაყოფობა, დაკავშირებული ცერვიკალურ ფაქტორებთან, ვაგინიტი (გოგონებში და ხანდაზმულებში), ჰიპოგენიტალიზმი, სასქესო ინფანტილიზმი, ხანდაზმულებში კოლპიტი, კლიმაქტერული სინდრომი („ალები“ სხეულის ზედა ნაწილში, მომატებული ოფლიანობა, ძილის დარღვევა, გაღიზიანებულობა, დეპრესია, გულმავიწყობა, კანისა და ლორწოვანი გარსისი დეგენერაციული ცვლილება – ფრჩხილების მტვრევადობა, კანის განლევა, ნაოჭების წარმოქმნა, შარდსასქესო გზების ლორწოვანის სიმშრალე, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი, ატროფიული ცისტიტი, ვულვის ქავილი, საშოსმიერი წყლულები, საშოსმიერი ნაწოლები, ვულვის კრაუროზი; ენურეზი (დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით), წინა– და ოპერაციის შემდგომი თერაპია პოსტმენოპაუზურ პერიოდში საშოს მხრივი მიდგომისას ოპერაციული ჩარევის დროს; საშოსა და საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა, ესტროგენდამოკიდებული ავთვისებიანი წარმონაქმნი ან ეჭვი მასზე, უჩვეულო ან არადიაგნოსტირებული გენიტალური ან საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, თრომბოფლებიტი ან თრომბოემბოლიური დაავადება აქტიურ ფაზაში.
სიფრთხილით: თრომბოფლებიტი, თრომბოზი ან თრომბოემბოლია (ანამნეზში ესტროგენის მიღების ფონზე); ოჯახური ჰიპერლიპოპროტეინემია, პანკრეატიტი, ენდომეტრიოზი, ანამნეზში ნაღვლის ბუშტის დაავადება (განსაკუთრებით ქოლელითიაზი), ღვიძლის მძიმე უკმარისობა, სიყვითლე (მათ შორის ანამნეზში ორსულობის დროს განვითარებული), ღვიძლის პორფირია, ლეიომიომა, ჰიპერკალციემია, ასოცირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს განვითარებულ ძვლოვან მეტასტაზებთან.

გვერდითი მოქმედება:
სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, მგრძნობელობის მომატება და ზომაში გაზრდა, ამენორეა, ძლიერი სისხლდენა, მენორაგია, მენსტრუაციათაშორისი ლორწოვანი გამონადენი საშოდან, სარძევე ჯირკვლების სიმსივნე, ლიბიდოს მომატება. პერიფერიული შეშუპება, ნაღვლის ბუშტის ობსტრუქცია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი. ნაწლავური ან ნაღვლის ბუშტის ჭვალი, მეტეორიზმი, ანორექსია, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (მათ შორის შაკიკი), კონტაქტური ლინზების აუტანლობა, ღებინება (ძირითდად ცენტრალური წარმოშობის, უფრო ხშირად დიდი დოზების მიღებისას).
სარძევე ჯირკვლისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისას (დამატებით): თრომბოემბოლია, თრომბოზი.

მიღების წესი და დოზირება:
შინაგანად. დღეღამური დოზა პერორალური მიღებისას არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ. პათოლოგიური სიმპტომებისას, დაკავშირებული ესტროგენულ უკმარისობასთან, პრემენოპაუზის
პერიოდში – 1.5–2მგ/დღ, 10 დღის მანძილზე, შემდგომი 20 დღიანი შესვენებებით; სიმპტომების შესუსტებისას რეკომენდებულია მიღების ხანგრძლიობა შემცირდეს თვეში 7 დღემდე.
პათოლოგიური სიმპტომებისას, დაკავშირებული ესტროგენულ უკმარისობასთან, მენოპაუზისპერიოდში – 0.5–1 მგ/დღ, 20 დღის მანძილზე, შემდგომი 7 დღიანი შესვენებით; სიმპტომების შესუსტებისას – თვეში 7 დღე. მკურნალობის გაგრძელება საჭიროა 6 თვის მანძილზე. აუცილებლობისას კუნთში 1მგ/დღ.
დეგენერაციული სიმპტომებისას, დაკავშირებული ესტროგენულ უკმარისობასთან, 1–2მლ/დღ; მდგომარეობის გაუმჯობესებისას რეკომენდებულია დღეღამური დოზის შემცირება 0.5მგ–მდე. ვულვის კრაუროზის დროს, ვულვის ქავილისას – 0.5–1მგ/დღ ესტრიოლის მაზთან ერთად. ხანდაზმულთა კოლპიტისას დღეღამური დოზა – 1მგ; მდგომარეობის გაუმჯობესებისას დოზა მცირდება 0.5 მგ – მდე/დღ. საშოს ნაწოლის დროს დღეღამური დოზა შეადგენს – 0.5 მგ. განსაკუთრებულ გაჭიანურებულ შემთხვევაში – კუნთში 1მგ დოზით. შარდის შეუკავებლობისას – 1მგ/დღ, 20დღის მანძილზე.
საშოს სუპოზიტორია – 0.5მგ/დღ 2–ჯერ ყოველდღიურად პირველ 2–3 კვირას, შემდეგ ნელ–ნელა ამცირებენ დოზას 0.5მგ– მდე/დღ, კვირაში 2–ჯერ.
კრემი – ინტრავაგინალურად, 0.5მგ/დღ, ყოველდღიურად მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, თანდათანობით შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლით (0.5 მგ/დღ 2–ჯერ კვირაში).

განსაკუთრებული მითითებები:
ესტროგენებით ხანგრძლივი მკურნალობისას ნაჩვენებია სისტემატური სამედიცინო გამოკვლევა. მიღების წინ და ყოველ 6 თვეში მკურნალობა ტარდება საფუძვლიანი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკველევის შემდეგ, სარძევე ჯირკვლების ჩათვლით.

ურთიერთქმედება:
აძლიერებს ჰიპოლიპიდემიური საშუალებების მოქმედებას. ასუსტებს მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ანტიკოაგულანტების, ანტიდეპრესანტების, დიურეტიკების, ჰიპოტენზიური, ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების ეფექტს. ბარბიტურატები, ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებები (კარბამაზეპინი, ფენიტოინი) აძლიერებენ სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმს. ანტიბიოტიკები (ამპიცილინი, რიფამპიცინი), ზოგადი ანესთეზიის სამკურნალო საშუალებები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ანქსიოლიტიკები, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ზოგიერთი ჰიპოტენზიურები, ეთანოლი აქვეითებს ეფექტურობას. ფოლიუმის მჟავა და ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატები აძლიერებენ ესტრიოლის მოქმედებას.

მწარმოებელი: ORGANON

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook