ოლიგოვიტი ® – OLIGOVIT®

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

მოქმედი ნივთიერება: კომბინირებული/ comb. drug

ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინების კომპლექსი.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებების შემცველობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი A (რეტინოლ აცეტატის სახით 500 000 სე / გრ) …………   5000 სე
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) ………………………………… 500 სე
ვიტამინი E (α – ტოკოფეროლ აცეტატის 50% DC სახით)………….    12,5000 მგ
ვიტამინი B1 (თიამინ ჰიდროქლორიდი)…………………………. 5,0000 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ………………………………….            5,0000 მგ
ვიტამინი ჩ (ასკორბინის მჟავა)………………………………….          100,000 მგ
კალციუმის ჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი………………………..    200,000 მგ
რკინა (გამომშრალი რკინ (II)- სულფატის სახით)………………..         10,000 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის მძიმე ოქსიდის სახით)………………………         3,0000 მგ
კალიუმი (კალიუმის სულფატის სახით) …………………………..            2,5000 მგ
თუთია (თუთიის სულფატის ჰეპტაჰიდრატის სახით)……………… 0,7500 მგ
სპილენძი (სპილენძი (II)- სულფატის პენტაჰიდრატის სახით)……          0,5000 მგ
მანგანუმი (მანგანუმ (II)- სულფატის მონოჰიდრატის სახით)…..  0,5000 მგ
ფტორი (ნატრიუმის ფტორიდის სახით)………………………      0,5000 მგ
მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატ დიჰიდრატის სახით)…..     0,1000 მგ
კობალტი (კობალტ (II)- სულფატის სახით)…………………       0,0500 მგ
ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი…………………………………. 50,0000 მგ
კალციუმის პანთოტენატი……………………………………….            10,000 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) …………….     2,5000 მგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)……………………………  0,0025 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მონოჰიდრატ ლაქტოზა; ჟელატინი; მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 128); სტეარინის მჟავა; ტალკი; ევდრაჟიტი L 12,5; ევდრაჟიტი შ 12,5; სიმინდის სახამებელი; შელაკი ყვითელი; საქაროზა; აკცია; კარმოიზინის საღებავი (E 122); საღებავი “ყვითელი დაისი”(E 110); კარნაუბის ცვილი; თეთრი ცვილი.

აღწერამრგვალი ორმხრივ ამოზნექილი წითელი ფერის შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოლიგოვიტის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ზრდის პროცესისათვის, ორგანიზმის განვითარებისა და ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან ისინი უშუალოდ მონაწილეობას ღებულობენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესში.

ჩვენებები:
ორგანიზმის მიერ ვიტამინებისა და მინერალების არასაკმარისი რაოდენობით მიღების დროს, ორგანული ხასიათის დაავადების დროს (კიბო, იმუნოდეფიციტის სინდრომი);
ვიტამინებისა და მინერალების არასათანადო რეზორბცია (დაქვეითებული აბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ფისტულის არსებობა, კრონის დაავადება; ერთდროული მიღება პრეპარატებისა, რომლებიც ამცირებენ ვიტამინებისა და მინერალების რესორბციას).
-გამოჯანმრთელების პერიოდში – გადატანილი დაავადების შემდეგ (როდესაც მაგალითად აღინიშნება ანორექსიისა და კახექსიის სიმპტომები), ქიმიო – და რადიოთერაპიის შემდეგ;
ქირურგიული ჩარევების შემდეგ, როდესაც კვება არაადექვატურია:
დიეტის ცალკეული სახეობების დროს (დიეტა პაციენტებისათვის თირკმლების დაავადებებით, დიეტა გასახდომად, როდესაც შეზღუდულია კვების გარკვეული პროდუქტების მიღება);
ვიტამინებისა და მინერალების მიმართ ორგანიზმის პათოლოგიური (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მომატებული შემცველობა, სტრესი) და ფიზიოლოგიური (ზრდის პროცესი, ორსულობა, ლაქტაცია) ხასიათის მომატებული მოთხოვნილების შემთხვევაში.

უკუჩვენებები:
კალციუმის მომატებული შემცველობა (ჰიპერკალციემია);
დარღვევები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმში რკინის დაგროვების პროცესს (მაგ. ჰემოქრომატოზი);
მომატებული მგრძნობელობა საქაროზისა და ლაქტოზის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
ოლიგოვიტ – თან ერთად არ შეიძლება სხვა მულტივიტამინური პრეპარატების მიღება.
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს რკინას, ბავშვებში მისი დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილე, ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით.
შაქრიანი დიაბეტის   შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან მის შემადგენლობაში შედის საქაროზა და სორბიტოლი.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება:
ექიმის რეკომენდაციით პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ოლიგოვიტის შემაგენლობაში შემავალი რკინა და თუთია, ამცირებენ ტეტრაციკლინების ჯგუფში შემავალი ანტიბიოტიკების რეზორბციას.

დოზირება და მიღების წესი:
ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობა სითხის მიყოლებით. ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება შეიძლებ 30 დღის განმავლობაში, მკურნალობის გაგრძელების საკითხებთან დაკავშირებით აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ოლიგოვიტი არ ენიშნებათ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
პრეპარატი   მიიღება პერორალურად.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის   ჭარბი დოზირების შემთხვევები არ აღინიშნება. პრეპარატის დიდი რაოდენობის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი მუცელში, ამოღებინებულ მასაში სისხლის არსებობა, სისხლდენები მსხვილი ნაწლავის ბოლოში. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას, რომლებიც ოლიგოვიტის შემადგენლობაში შემავალი რკინის ჭარბ დოზირებაზე მიუთითებს, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის დოზირების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

შეფუთვა30 შემოგარსული ტაბლეტი (3 ბლისტერი).

შენახვა: ინახება 250C- მდე ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობა: 3 წელი.

გაცემის რეჟიმი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: გალენიკა ა. დ., ბატაინიჩკი დრუმ ბ. ბ., 11080 ბელგრადი – ზემუნი, სერბეთი.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook