ომეპარი (ომეპრაზოლი) OMEPAR (OMEPRAZOLE)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება):  ომეპრაზოლი/omeprazeole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი

შემადგენლობა:
თითო  კაფსულა  შეიცავს  ომეპრაზოლს  20  მგ
გრანულების  სახით  ენტეროგარსში.

აღწერა:
ომეპრაზოლი  (ომეპარი)  მიეკუთვნება   კუჭის  სეკრეციის  ინჰიბიტორების  ახალ  ჯგუფს.

ფარმაკოდინამიკა:
ომეპრაზოლი აინჰიბირებს  კუჭის  წვენის  სეკრეციას. იგი  შეუქცევად მაბლოკირებელ  მოქმედებას ახდენს პარიეტალური ჯირკვლების  ფერმენტული  სისტემის H+,K+,  ატფ-აზაზე  კუჭის  სეკრეციის  ბოლო  სტადიაზე. ომეპრაზოლი აინჰიბირებს კუჭის როგორც ბაზალურ, ასევე  სტიმულირებულ  სეკრეციას.

ფარმაკოკინეტიკა: ომეპრაზოლის აბსორციას  დამოკიდებულია   პრეპარატის  მიღების  მომენტში  კუჭის  სავსეობის  ხარისხზე.  პირდაპირი დამოკიდებულება  პლაზმაში  პრეპარატის  კონცენტრაციასა  და მის  მოქმედებას  შორის  არ  არსებობს.
პრეპარატის  უზმოზე  მიღება  მოქმედებს  მის  პიკურ  კონცენტრაციაზე   თუმცა  გავლენას  არ  ახდენს  კუჭის  პარიეტალურ  უჯრედებზე  ომეპრაზოლის  მოქმედებაზე.
ომეპრაზოლი  სწრად  და  თითქმის  მთლიანად  მეტაბოლიზდება.
მეტაბოლიტები  გამოიყოფა  შარდთან  ერთად.

ჩვენება:
კუჭის  წყლული
თორმეტგოჯა  ნაწლავის  წყლული
ზოლინგერ-ელისონის  სინდრომი
რეფლექს-ეზოფაგიტი  და წყლულოვანი  პროცესი
რეზიდენტული  წყლულის  მკურნალობა

უკუჩვენება:
პრეპარატი  უკუნაჩვენებია  ორსულობისა და  ლააქტაციის  დროს,  პრეპარატის  მიმართ მომატებული  მგრძნობელობის  შემთხვევაში.

გაფრთხილებები:
ომეპრაზოლით  მკურნალობის კურსის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს წყლულის ავთვისებიანობა,  რადგან  ავთვისებიანი  წყლულის  შემთხვევაში ომეპრაზოლის მიღება
მხოლოდ  შენიღბავს  სიმპტომებს  და შეაფერხებს  სწორი  დიაგნოზის  დასმას.

გვერდითი  მოვლენები:
პრეპარატს  ახასიათებს  კარგი  ამტანობა,  თუმცა  შესაძლებელია:  დიარეა, კანზე გამონაყარი,  თავის ტკივილი, გულისრევა,  ყაბზობა, მეტეორიზმი.
მოცემული  გვერდითი  მოვლენები  უმნიშვნელოა, დროებითია  და მკურნალობასთან
პირდაპირი  ურთიერთ  კავშირი  არ   გააჩნია.

დოზები  და  მიღების  წესი:
კუჭის  წყლული: 20-40 მგ  დღეში  8  კვირის  განბავლობაში
თორმეტგოჯა  ნაწლავის  წყლული: 20-40  მგ  დღეში  4  კვირის  განმავლობაში ზოლინგერ- ელისონის სინდრომი: 60  მგ დღეში  ერთხელ.
რეფლუქს- ეზოფაგიტი:  20-40 მგ  დღეში 4-8  კვირის  განმავლობაში

შენახვის  პირობები:
გრილ, მშრალ  ადგილას,  +8,  +15°C ტემპერატურაზე.

შენახვის  ვადა: 3 წელი

გაცემის  წესი: ურეცეპტოდ.

შეფუთვა: ომეპარის  კაფსულები, სტრიპში 10  კაფსულა, 3 სტრიპი კოლოფში
მწარმოებელი: ნაბროს  ფარმა  პვტ.ლტდ,  ნაშნელ ჰაივეი  N8,  ქჰედა  387411  ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook