ომეპრაზოლი EM / OMEPRAZOLE EM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ომეპრაზოლი/omeprazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
ომეპრაზოლი – 20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ომეპრაზოლი – პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, წყლულის საწინააღმდეგო საშუალება. ომეპრაზოლი აინჰიბირებს ფერმენტს H+ – K+ – ატფ-აზას (“პროტონული ტუმბო”) კუჭის პარიეტალურ უჯრედებში და ახდენს მარილმჟავას სინთეზის საბოლოო სტადიის ბლოკირებას. იწვევს ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დონის შემცირებას, გამაღიზიანებლის მიუხედავად. პრეპარატის პერორალურად ერთჯერადად მიღების შემდეგ ომეპრაზოლის მოქმედება ვლინდება პირველი საათის განმავლობაში და გრძელდება 24 საათი, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 2 საათის შემდეგ. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში 20 მგ ომეპრაზოლის მიღება უზრუნველყოფს კუჭის შიგთავსის pH=3 შენარჩუნებას 17 საათის განმავლობაში. პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან კუჭის სეკრეტორული აქტივობის სრულად აღდგენა ხდება 3-5 დღის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა
ომეპრაზოლი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, Cmax პლაზმაში მიიღწევა 0.5-1 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა – 30-40%. პლაზმის ცილებთან კავშირი – დაახლოებით 90%. ომეპრაზოლი პრაქტიკულად სრულად მეტაბოლიზდება ღვიძლში. T1/2 – 0.5-1 საათი. გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით მეტაბოლიტების სახით. თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას გამოყოფა მცირდება კრეატინინის შემცირების პროპორციულად. ხანდაზმულ პაციენტებში გამოყოფა მცირდება, ბიოშეღწევადობა – მატულობს. ღვიძლის უკმარისობისას ბიოშეღწევადობა – 100%, T1/2 – 3 საათი.

ჩვენებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; რეფლუქს-ეზოფაგიტი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, დაკავშირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან; სტრესული წყლულები; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, დაკავშირებული Helicobacter pylori-სთან (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); ზოლინგერ ედისონის სინდრომი.

მიღების წესები და დოზები
ომეპრაზოლი-EM მიიღება პერორალურად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით (დაუშვებელია კაფსულის დაღეჭვა). თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში – 1 კაფსულა (20მგ) დღე-ღამეში 2-4 კვირა (რეზისტენტულ შემთხვევებში – 2 კაფსულამდე დღე-ღამეში). წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი – 1-2 კაფსულა დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, გამოწვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით – 1 კაფსულა დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში. Helicobacter pylori-ს ერადიკაცია – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ანტირეციდივული მკურნალობა – 1 კაფსულა დღე-ღამეში. რეფლუქს-ეზოფაგიტის ანტირეციდივული მკურნალობა – 1 კაფსულა დღე-ღამეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვემდე). ზოლინგერ-ედისონის სინდრომი – დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად კუჭის სეკრეციის საწყისი დონის მიუხედავად, ჩვეულებრივ დაწყებული 60მგ-დან დღე-ღამეში. აუცილებლობისას დოზა იზრდება 80-120 მგ-მდე დღე-ღამეში, ასეთ შემთხვევაში დოზა იყოფა ორ მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება აღინიშნოს ქვემოთ ჩამოთვლილი, ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათის, გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
დიარეა ან ყაბზობა, გულისრევა, პირღებინება, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, გემოს დარღვევა, სტომატიტი, პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების დონის ტრანზიტორული მომატება; გადატანილი ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში – ჰეპატიტი (მათ შორის სიყვითლით), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ნერვული სისტემის მხრივ:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნება, ძილიანობა, უძილობა, პარესთეზიები, დეპრესია, ჰალუცინაციები; მძიმე თანმხლები სომატური დაავადებების მქონე პაციენტებში, ადრე ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში – ენცეფალოპათია.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კუნთების სისუსტე, მიალგია, ართრალგია.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; ცალკეულ შემთხვევებში – აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.
კანის საფარის მხრივ: ქავილი

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი; ბავშვთა ასაკი; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილის ზომები:
თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესის არსებობა (განსაკუთრებით კუჭის წყლულისას), ვინაიდან მკურნალობამ, სიმპტომატიკის შენიღბვის გამო, შეიძლება დააყოვნოს სწორი დიაგნოზის დასმა. საკვებთან ერთად მიღება გავლენას არ ახდენს ეფექტურობაზე. მთლიანი კაფსულის გადაყლაპვის გართულების შემთხვევაში შეიძლება კაფსულის გახსნა და მისი შემცველობის მიღება, აგრეთვე შეიძლება კაფსულის შემცველობის შერევა ოდნავ გამჟავიანებულ სითხეში (წვენში, იოგურტში) და მიღებული სუსპენზიის გამოყენება 30 წუთის განმავლობაში. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები – მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, აგზნება, ცნობიერების არევა, თავის ტკივილი, მომატებული ოფლიანობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, არითმია. მკურნალობა – სიმპტომატური. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი – არასაკმარისად ეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ომეპრაზოლი-EM -ის ხანგრძლივმა გამოყენებამ დოზით 20 მგ დღეში 1-ჯერ კოფეინთან, თეოფილინთან, პიროქსიკამთან, დიკლოფენაკთან, ნაპროქსენთან, მეტოპროლოლთან, პროპრანოლოლთან, ეთანოლთან, ციკლოსპორინთან, ლიდოკაინთან, ქინიდინთან და ესტრადიოლთან კომბინაციაში არ გამოიწვია პლაზმაში მათი კონცენტრაციების ცვლილებები.
ურთიერთქმდება იმავდროულად გამოყენებულ ანტაციდებთან ერთად არ გამოვლენილა. ცვლის ნებისმიერი პრეპარატის ბიოშეღწევადობას, რომელთა შეწოვაც დამოკიდებულია pH-ის მნიშვნელობაზე (მაგალითად, რკინის მარილები).

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 10მგ კაფსულა №30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: ევრომედიკალი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook