ორლეპტი – ORLEPT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება)ნატრიუმის ვალპროატი/VALPROATE SODIUM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 10 ბლისტერი.
1 ტაბ.
ნატრიუმის ვალპროატი………      200 მგ
1 ტაბ.
ნატრიუმის ვალპროატი………….  500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილირებული კოლოიდური უწყლო სილიკა, ჟელატინი, კალციუმის ბეჰენატი, ტალკი, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, მეტილაკრილმჟავას კოპოლიმერი.
სიროფი:
ბოთლში 300 მლ (SF)
5 მლ
ნატრიუმის ვალპროატი………….. 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მალტიტოლის სიროფი (სორბიტოლით), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ალუბლის არომატიზატორი, ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, განზავებული მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორლეპტი წარმოადგენს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებას მოქმედების ფართო სპექტრით.

პრეპარატი მოქმედებს ცსნ-ზე და იჩენს აქტივობას ეპილეფსიის გენერალიზებული და ფოკალური ფორმების დროს. ახდენს ცენტრალური ნეირონების Na+-ის არხების ბლოკირებას, გამა-ამინოერბომჟავათი (აგემ) გამოწვეული შეკავების პროცესების გაძლიერებას ცნს-ში, გლუტამატდეკარბოქსილაზას აქტივობის მომატებას და გაემ-ტრანსამინაზას ინჰიბირებას.

ფარმაკოკინეტიკა:
შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 2 სთ-ში, წონასწორული კონცენტრაცია აღინიშნება მკურნალობის მე-3-4 დღეს. თერაპიული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 40-100 მგ/ლ, თუ კონცენტრაცია აღემატება 200 მგ/ლ, აუცილებელია დოზის შემცირება. პლაზმის ცილებთან შეკავშირება 90%. თავისუფლად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
მეტაბოლიზდება ღვიძლში.
გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 15-17 სთ.

ჩვენებები:

  • გენერალიზებული კრუნჩხვები;
  • შეტევები მცირე ეპილეფსიის დროს;
  • მიოკლონუს ეპილეფსია;
  • კეროვანი (პარციული) კრუნჩხვები (მარტივი და რთული სიმპტომატიკით);
  • კრუნჩხვები თავის ტვინის ორგანული დაავადებების დროს;
  • ქცევის დარღვევა გამოწვეული ეპილეფსიის;
  • ფებრილური კრუნჩხვები ბავშვებში;
  • ტიკი ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:
საწყისი დღიური დოზა 10-15 მგ/კგზე, შემდგომში დოზები თანდათანობით იზრდება ოპტიმალურ დოზამდე – 20-30 მგ/კგ-ზე. თუ კრუნჩხვები არ წყდება, დოზა იზრდება ადექვატურად.

მოზრდილებისათვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ-ზე დღეში.

ხანდაზმულებსა და ავადმყოფებში თირკმლის დაავადებით გამოიყენება პრეპარატის უფრო დაბალი დოზები.

ბავშვებში
-20-40 მგ/კგ დღეში.
▪პრეპარატი ინიშნება 2-ჯერ დღეში. დოზირების რეჟიმის განსაზღვრავს ექიმი. მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დადგენილი ვადით.
▪დოზის გამორჩენის შემთხვევაში წამლის გაცდენილი დოზა მიიღება გახსენებისთანავე.
▪თუ მორიგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 2 სთ, გაცდენილი დოზა აღარ მიიღება.
▪არ არის რეკომენდებული დოზის გაორმაგება გაცდენილი დროის ხარჯზე. დაუშვებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
▪ორლეპტით მკურნალობის შეწყვეტა ან მკურნალობის გაგრძელება სხვა ანტიკონვულსანტით ხდება თანდათანობით ანტიკონვულსური ეფექტის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
ცნსის მხრივ: სტუპოროზული მდგომარეობა, ატაქსია, ტრემორი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.
სხვადასხვა: ალოპეცია, სხეულის მასის მომატება, სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა წამლის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
* ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
* პორფირია (იშვიათი დაავადება, როდესაც ჩართეულია სისხლი და ღვიძლი).
* ჰემორაგიული დიათეზი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო კონტროლი.
მშობიარობის შემდეგ აუცილებელია სპეციალური მონიტორინგი. ლაქტაციის პერიოდში უნდა განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებლიანობა პოტენციურ რისკთან მიმართებაში.
რეპროდუქციის ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატით მკურნალობა რეკომენდებულია საიმედო კონტრაცეპციის გამოყენების ფონზე.

განსაკუთრებული მითითებები:
◄3 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას არსებობს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკი. მკურნალობის პირველი 6 თვის მანძილზე აუცილებელია ღვიძლის სინჯის და პროთრომბინის დონის რეგულარული კონტროლი.
◄ორლეპტის ხსნარი შეიცავს სორბიტოლს, როგორც მალტიტოლის სიროფის კომპონენტს. სორბიტოლის დღიური დოზა შეადგენს 2.18 გ. იმ პაციენტებში, რომლებიც ტოლერანტულნი არიან ფრუქტოზას ან სხვა რომელიმე შაქრის მიმართ, ასევე შესაძლებელია განვითარდეს სორბიტოლის მიმართ შეუთავსებლობა.
◄ორლეპტის მიღების დროს ყურადღება უნდა მიექცეს წონაში მატებას. საჭიროა რეგულარულად წონის კონტროლი.

ტრანსპორტის მართვა და სამუშაოს შესრულებარომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას: აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება შესაძლო ძილიანობის შესახებ, განსაკუთრებით ანტიკონვულსიური თერაპიის დროს ან მისი კომბინირებისას ბენზოდიაზეპინებთან.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: კომატოზური მდგომარეობა, ჰიპორეფლექსია, მიოზი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, თუ პრეპარატის მიღებიდან არ არის გასული 10-12 სთ. ოსმოსური დიურეზის უზრუნველყოფა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის მონიტორინგი და კორექცია. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დიალიზის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ერთდროული დანიშვნისას პრეპარატი აძლიერებს ნეიროლეფსიური საშუალებების და ანტიდეპრესანტების მოქმედებას. ასევე ზრდის ბარბიტურატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
– პრეპარატი ამცირებს ფენიტოინის საერთო კონცენტრაციას, ამავე დროს იზრდება მისი თავისუფალი ფრაქციის კონცენტრაცია.
– კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი), რომლებსაც გააჩნიათ ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქციის უნარი, ამცირებენ პრეპარატის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. მათთან კომბინაციისას აუცილებელია დოზირების კორეგირება სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის შესაბამისად.

შენახვის პირობები:
პრეპარტი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: CP PHARMACEUTICALSდიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook