ორნიქსილი / ORNICSIL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.
ჰეპატოპროტექტორული, დეზინტოქსიკაციური, ჰიპოაზოტემიური, ჰიპოამონიემიური, ნაღვლმდენი, შარდმდენი საშუალება.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
ორნითინი   200 მგ
სილიმარინი   140 მგ
არტიშოკი   200 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ორნითინს აღენიშნება დეზინტოქსიკაციური, ჰიპოაზოტემიური,
ჰეპატოპროტექტორული და  ჰიპოამონიემიური მოქმედება. ახდენს შარდოვანას
სინთეზის პროცესში ამონიუმის ჯგუფების უტილიზაციას (ორნითინის ციკლი).
სისხლის პლაზმაში აქვეითებს ამიაკის კონცენტრაციას, ხელს უწყობს სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ნორმალიზებას, ამასთან აუმჯობესებს მარილების
ხსნადობას და აჩქარებს მათ გამოყოფას შარდთან ერთად.ორნითინი აძლიერებს რა
ორნითინის ციკლს, აჩქარებს აზოტორგანული კომპლექსების უტილიზაციას შარდოვანამდე
და ამცირებს შარდმჟავას სინთეზს. ამცირებს რა შარდმჟავას სინთეზს, ორნითინი ხელს
უშლის თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარებას. ორნითინი აგრეთვე ასტიმულირებს
ინსულინის და სტჰ-ს (სომატოტროპული ჰორმონის) გამომუშავებას. შინაგანად
მიღებისას ორნითინ ასპარტატი დისოცირდება მის შემადგენელ კომპონენტებად
(ორნითინი და ასპარტატი), რომელთა შეწოვაც ხდება წვრილ ნაწლავში ნაწლავის ეპითელიუმით აქტიური ტრანსპორტის გზით. გამოიყოფა შარდთან ერთად შარდოვანას
წარმოქმნის ციკლით.

სილიმარინი შეიცავს ფლავანოიდური ნაერთების კომპლექსს, მიღებულს ბაყაყურას
ნაყოფიდან. სილიმარინს გააჩნია დეზინტოქსიკაციური, რეგენერაციული,
ჰეპატოპროტექტორული და ანთების  საწინააღმდეგო ეფექტი.
მოქმედების მექანიზმი – სილიმარინი ასტიმულირებს რნმ-პოლიმერაზას, რასაც
თან სდევს ჰეპატოციტებში სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილების და
ფოსფოლიპიდების სინთეზის გააქტიურება. სილიმარინს გააჩნია გამოხატული
ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების და ზეჟანგური
ნაერთების მავნე ზემოქმედებისგან. პრეპარატის ანტიოქსიდანტურ თვისებებს განაპირობებს მის მოლეკულაში ფენოლური სტრუქტურის მქონე ფლავანოიდების არსებობა, რომლებიც
მონაწილეობას ღებულობს თავისუფალი რადიკალების შებოჭვაში. ამგვარად
ჰეპატოციტებში ხდება ლიპიდების ზეჟანგვითი ჟანგვის პროცესებისინჰიბირება, რაც ხელს
უწყობს უჯრედული სტრუქტურების შენარჩუნებას და მათ სწრაფ რეგენერაციას.პრეპარატი
არა მხოლოდ აქვეითებს მალონალდეჰიდის წარმოქმნის ინტენსივობას, აგრეთვე
არეგულირებს უჯრედების მიერ ჟანგბადის შთანთქმას. პრეპარატი აძლიერებს ღვიძლის
დეზინტოქსიკაციურ ფუნქციას გლუტათიონის დაგროვების მომატების შედეგად.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს პრეპარატი ამცირებს აცეტალდეჰიდის წარმოქმნას.
სილიმარინს გააჩნია გამოხატული მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება,უჯრედულ
მემბრანებთან ბიოქიმიური ურთიერთქმედების შედეგად პრეპარატი ხელს უშლის უჯრედში არსებული ნივთიერებების დაკარგვას და აუმჯობესებს ცვლის პროცესებს.

არტიშოკს გააჩნია ნაღვლმდენი, ჰეპატოპროტექტორული და შარდმდენი მოქმედება. ასევე
ხელს უწყობს სისხლის შრატში შარდოვანას კონცენტრაციის შემცირებას. პრეპარატი
აუმჯობესებს ჰეპატოციტების მიერკოენზიმების გამომუშავების უნარს, შედეგად
უმჯობესდება ქოლესტერინის და ლიპიდების ცვლა დაკეტოსხეულების მეტაბოლიზმი.
ანტიბიოტიკოთერაპიის დროს  ღვიძლისა და თირკმლის პარენქიმაზე მოქმედებსროგორც
სადეზინტოქსიკაციო საშუალება. არტიშოკის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად
აქტიური ნივთიერებები ინულინი და B ჯგუფის ვიტამინები (B2, B1) ახდენს ორგანიზმში
ნივთიერებათა ცვლის პროცესები სრეგულირებას. პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმის
გაწმენდას ტოქსინებისგან, ნიტრონაერთების, მძიმემეტალების მარილების და
ალკალოიდების ჩათვლით.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და
თირკმელების დაავადებებისკომპლექსურ მკურნალობაში. მათ შორის:
• ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი. ვირუსული ჰეპატიტის ქვემწვავე,     პერსისტირებადი
და აქტიურიქრონიკული ფორმა;
• მწვავე ვირუსული ჰეპატიტის გადატანის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდი;
• ღვიძლის დაზიანებები, დაკავშირებული ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან, მათ შორის
სტეატოზი (ცხიმოვანიჰეპატოზი) და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი;
• პრეპარატი ასევე გამოიყენება ლიპიდურ-ქოლესტერინული ცვლის დარღვევის მქონე
პაციენტებში კომპლექსურ თერაპიაში;
• ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;
• მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზიის
ჰიპოკინეტიკური ფორმა;
• ასევე გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე
პაციენტებში;
• ორსულთა ტოქსიკოზი.
პრეპარატს კომბინირებული ან მონოთერაპიის სახით იყენებენ ღვიძლის სხვადასხვა სახის
ტოქსიური დაზიანებისშემთხვევაში, მათ შორის:
• ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება და ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების პერიოდი;
• მძიმე მეტალებით და ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით მოწამვლა;
• ორგანული წარმოშობის გამხსნელებით ინტოქსიკაცია;
• ღვიძლის დაზიანება, დაკავშირებული ალკოჰოლის გამოყენებასთან, მათ შორის
პაციენტებში ქრონიკულიალკოჰოლიზმით და ასევე ეთილის სპირტით მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში.

გამოყენების წესი და დოზირება:
ორნიქსილი მიიღება პერორალურად,  ჭამის შემდეგ,  1 ტაბლეტი 1-3ჯერ დღეში.

გვერდითი მოქმედება:  იშვიათად კანის რეაქციები, ერთეულ შემთხვევაში
შესაძლებელია გულისრევა, ღებინება.

უკუჩვენება:  გამოხატული თირკმლის უკმარისობა (პლაზმაში კრეატინინის დონე
3მგ/100მლ-ზე მეტი), ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების
მიმართ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პერიოდში, ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება:  გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.

გამოშვების ფორმა: ორნიქსილი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელ ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25˚c ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: PRIMEA Limited, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook