ოტიზოლი – OTIZOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება)ბენზოკაინი+ფენილეფრინი+ანტიპირინი/BENZOCAINE; ANTIPIRIN; PHENYLEPHRINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები: ფლაკონში 15 მლ
1 მლ
ბენზოკაინი…………………………………     50 მგ
ანტიპირინი …………………………………….50 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი……… 1.25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის მეტაბისულფატი, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიპირინი ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო, ბენზოკაინი – ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ხოლო ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები:
მწვავე შუა ყურის ანთება (ოტიტი); ბაროტრავმით გამოწვეული ოტიტი; პოსტტრავმული ოტიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვილ ბავშვებში თვის ასაკიდან – 1-2 წვეთი;
ბავშვებში წლიდან 2-3 წვეთი;
მოზრდილებში – 3-4 წვეთი 3-ჯერ დღეში.
პრეპარატს აწვეთებენ გარეთა სასმენ მილში, წვეთობით, პიპეტის მეშვეობით. მკურნალობის ხანგრძლივობაა 3-10 დღე.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია მომატებული მგრძნობელობით პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (წვის შეგრძნება, ჰიპერემია, გამონაყარი კანზე).

უკუჩვენებები:
* დაფის აპკის პერფორაცია გამოწვეული ინფექციით ან ტრავმით;
* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* საბავშვო ასაკი 6 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ პრეპარატის გამოყენების შემდეგ მჭიდრო დაახურეთ სახურავი ფლაკონს და მოათავსეთ მუყაოს კოლოფში (სინათლისაგან დაცვის მიზნით).
♦ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის სარგებელი დედისათვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
♦ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ოტიზოლის ადგილობრივი გამოყენებისას არ არის გამოვლენილი პრეპარატის ურთიერთქმედება ერთდროულად დანიშნულ ანალგეზიურ და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან, ადგილობრივად სისტემური გამოყენების ანტისეპტიკებთან.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook