ოტინუმი – OTINUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური ჯგუფიანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:
პრეპარატის 10 გრ შეიცავს   2,0 გ ქოლინის სალიცილატს.
დამხმარე ნივთიერება:
გლიცერინი   …………                1,30 გ
ეთანოლი 96%  ………                1.00 გ
ქლორბუთანოლი …..                 0,05 გ
გასუფთავებული წყალი          10,00 გ

აღწერილობა:
გამჭვირვალე ხსნარი მოყვითალო ფერის დამახასიათებელი სუნით

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის აქტიური ნივთიერება ქოლინის სალიცილატი წარმოადგენს სალიცილის მჟავას წარმოებულს, რომელიც ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, ამის   შედეგად აჩერებს ტკივილს და ანთებას შუა ყურში, დაფის აპკის დაზიანებისას და გარეთა ყურის ანთების დროს. პრეპარატში შემავალი გლიცერინი ხსნის გოგირდის საცობებს და აადვილებს მათ მოცილებას. ადგილობრივი მოქმედებისას პრეპარატი არ ავლენს სისტემურ მოქმედებას.

ჩვენებები:
მწვავე შუა ოტიტი, დაფის აპკისა და გარეთა ყურის ანთება,
აგრეთვე გამოიყენება გოგირდის საცობების გასახსნელად მათი მოცილების წინ.

უკუჩვენება:
* სალიცილატის ან სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნოებლობა.
* დაფის აპკის პერფორაცია.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში:
მწვავე შუა ოტიტის, დაფის აპკისა და გარეთა ყურის ანთებების დროს ჩვეულებრივ 3-4 წვეთი 3-4 ჯერ დღეში.
გოგირდის საცობების გასახსნელად ჩვეულებრივ 3-4 წვეთი 2- ჯერ დღეში. 4 დღის მანძილზე
ჩაწვეთებისას საჭიროა პაციენტი იყოს მწოლიარე მდგომარეობაში, ისე რომ ყური იყოს   ზემოთ. ჩაწვეთების შემდეგ პაციენტი უნდა დარჩეს იგივე მდგომარეობაში რამოდენიმე წუთით.
ბავშვებში:
არ საჭიროებს დოზირების შეცვლას.
პაციენტები
ღვიძლის
და თირკმლის
დისფუნქციით:
არ საჭიროებს დოზირების შეცვლას

გვერდითი მოვლენები:
როგორც ნებისმიერ წამალს, ასევე ოტინუმსა აქვს გვერდითი მოვლენები (თუმცა ჩვეულებრივ იოლი ასატანია) მათ ეკუთვნის: კანის ჰიპერემია და ქავილი ყურის არეში, (ვითარდება ჩვეულებრივ მომატებული მგრძნობელობის გამო). დაზიანებული დაფის აპკის მქონე პირებში მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დარღვევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დღემდე არ არის დადგენილი რამდენად ახდენს ოტინუმი ზემოქმედებას სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე ან სხვა მედიკამენტები მის მოქმედებაზე.

განსაკუთრებული მითითებები:
ბავშვებში 1 წლამდე მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობით.

გაფრთხილება:
1 წლამდე ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
ეს წამალი შეიძლება გამოყენებული იყოს ორსულობის დროს როდესაც ექიმის აზრით   სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარსა და ფსიქომოტორულ
აქტიურობაზე ზემოქმედება:

პრეპარატი სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარსა და ფსიქომოტორულ აქტიურობაზე ზემოქმედებას არ ახდენს.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადამეტება არ აღინიშნება. პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს 2 გ ქოლინის სალიცილატს და მისი შეცდომით მიღება შესაძლებელია საშიში იყოს მხოლოდ ძუძუმწოვარ ბავშვებში. სიმპტომები რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამ დროს არის: დეზორიენტაცია, თავბრუსხვევა, გულისრევა, ხმაური ყურებში, სუნთქვის გაძნელება. დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემას დაზიანება და შედეგად სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რომელიც ჩაატარებს შესაბამის მკურნალობას (რაც სხვასთან ერთად მოიცავს კუჭის გამორეცხვას და გააქტივებული ნახშირის მიცემას).

გამოშვების ფორმა:
ხსნარი ჩასხმულია 10 გ პოლიეთილენის ფლაკონში, რომელსაც აქვს დოზატორი და ხუფი, ყოველ ფლაკონს აქვს ეტიკეტი. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.
პრეპარატი შენახულ უნდა იქნეს ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 250C    ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის პირობებიპრეპარატი იყიდება ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა:
აი – სი – ენ პოლფა რჟეშუვი, პოლონეთი.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook