ოტიპაქსი / OTIPAX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფენაზონი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი/phenazone, lidocaine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება

შემადგენლობა
16 გ ხსნარისა შეიცავს 0.64 გ ფენაზონს და 0.16 გ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის თიოსულფატი, ეთანოლი, გლიცეროლი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
აქვს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ტკივილისა და დაფის აპკისანთების შემცირება იწყება ჩაწვეთებიდან 5 წუთში. ტკივილის პრაქტიკულად სრული კუპირება ხდება 15-30 წთ-ისგანმავლობაში.

ჩვენება
ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობა და გაუტკივარება:
• შუა ყურის ანთების (ოტიტის) მწვავე პერიოდში;
• ოტიტის, როგორც გრიპის გართულების დროს;
• ბაროტრავმული ოტიტის დროს.

უკუჩვენება
დაფის აპკის ინფექციური ან ტრავმული დაზიანება. პრეპარატის კომპონენტებზე მომატებული მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები
თუ თქვენ ორსულად ხართ ან კვებავთ ძუძუთი, შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე. დღეისათვის არარსებობს მონაცემები ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენების უკუჩვენების შესახებ.
პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა უნდა შეამოწმოს დაფის აპკის მთლიანობა. თუ მთლიანობა დარღვეულია,პრეპარატის კონტაქტმა შუა ყურის სტრუქტურებთან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
პრეპარატი არ მოქმედებს ტრანსპორტისა და განსაკუთრებით საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
თუ თქვენ გქონიათ ალერგიული რეაქციები, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. პრეპარატის ადგილობრივიგამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

გამოყენების წესი და დოზირება
გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში სიცოცხლის პირველი დღიდანვე. ინიშნება 4 წვეთი 2-3-ჯერ დღეშიგარეთა სასმენ მილში ჩასაწვეთებლად. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
გამოყენების წინ ფლაკონს უნდა მოეხსნას თეთრი თავსახური და მიეხრახნოს საწვეთური. შემდეგ საწვეთურისცენტრალურ ნაწილზე მსუბუქი ზეწოლით პრეპარატი ჩაწვეთებულ იქნას გარეთა სასმენ მილში. გამოყენებისშემდეგ თავსახური უნდა მიეხრახნოს საწვეთურს და ფლაკონი ჩაიდოს კოლოფში.
დოზის გადაჭარბება. გამოყენების წესის დაცვის შემთხვევაში დოზის გადაჭარბება შეუძლებელია.

გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად – ადგილობრივი რეაქციები: გაღიზიანება, გაწითლება, ქავილი.
ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25ºC

ვარგისიანობის ვადა 3 წელი. პრეპარატი ვარგისია გახსნიდან 1 თვის განმავლობაში. კოლოფზე მითითებულივარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული.
შეფუთვა.
15 მლ მოცულობის ხრახნიანი თავსახურით დახურული მუქი შუშის ფლაკონი, რომელიც შეიცავს 16გ პრეპარატს,თან ახლავს რბილი საწვეთური. მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გამოშვების ფორმა: ყურის წვეთები 16მლ ფლაკონი # 1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ბიოკოდექსი, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook