ოუბაინი – OUABAIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ჩვენებები
III-IV ხარისხის გულის ქრონიკული უკმარისობა;
პაროქსიზმული წინაგულოვანი მოციმციმე არითმია და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 0.250 მგ-ს 1 ამპულას. მაქსიმალური ინდივიდუალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0.250 მგ. დოზის მომატებისას 0.5 მგ-მდე საჭიროა 0.250 მგ პრეპარატის ორი ინექცია ე.ი. თითო ამპულა 12 სთ-იანი ინტერვალით. რადგან ერთი დღეღამის განმავლობაში ორგანიზმიდან გამოიყოფა აქტიური ნივთიერებების 50%, ამიტომ აუცილებელია ყოველ მეორე დღეს პრეპარატის ინექციის განმეორება.
ჰიპოთირეოზის, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის, აგრეთვე კაროტიდული სინუსის ჰიპერტენზიული სინდრომის დროს შესაძლებელია გლუკოზაზე მოთხოვნილების შემცირება და პირიქით გაზრდა ტაქიარითმიის და ჰიპერთირეოზის დროს.

შენიშვნა:
ოუბაინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება საგულე გლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს:
– პაციენტებში მჟავა-ტუტოვანი და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის დროს;
– თირკმელების უკმარისობით გამოწვეული საგულე გლიკოზიდების ორგანიზმიდან გამოყოფის პროცესის დარღვევის დროს;
– მიოკარდიტის დროს;
– ჟანგბადის უკმარისობით და ატფ-ის დეფიციტით გამოწვეული გულის კორონალური დაავადებების დროს;
– ჰიპოთირეოზის დროს;
– ჭარბი წონის შემთხვევაში;
– აგრეთვე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. პრეპარატი ვენაში შეჰყავთ ძალიან ნელა. პრეპარატის მოქმედება იწყება ინექციიდან 3-10 წთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მთლიანი მოქმედება გულის კუნთზე აღინიშნება 0.5-2 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 1-3 დღის განმავლობაში.
აღნიშნული საინექციო ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს, გასათვალისწინებელია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. პრეპარატის ვენაში ინექცია წარმოებს სწრაფად ხსნარის ამოღებისთანავე. გამოუყენებელი ხსნარი საჭიროა განადგურდეს.
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, იგი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პაციენტის მდგომარეობაზე.

გვერდითი მოვლენები
ოუბაინი ხასიათდება მცირე თერაპიული დიაპაზონის მქონე მოქმედებით. სრული თერაპიული ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაშიდაც კი, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, იშვიათად – დიარეა, ცალკეულ შემთხვევებში – ჯორჯლის ინფარქტი.
ცნსის მხრივ: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უძილობა, დეპრესიები, ფსიქოზი, ჰალუცინაციები, იშვიათად – მხედველობის დარღვევა.
ხანდაზმულ მამაკაცებში იშვიათად ადგილი აქვს სარძევე ჯირკვლების გადიდებას.
იშვიათად – ალერგიული რეაქციები.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის რითმის დარღვევა, ვენტრიკულური ტაქიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭების ციმციმი და გულის გაჩერება.
გვერდითი მოვლენების სიხშირე შეადგენს დაახლოებით 20%-ს.

უკუჩვენებები
* გლიკოზიდური ინტოქსიკაცია;
* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
* ვენტრიკულური ტაქიკარდია;
* ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის;
* ჰიპერკალციემია, ჰიპერკალიემია, ჰიპოკალიემია;
* ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიები და კონსტრუქციული პერიკარდიტი;
* კაროტიდული სინუსის სინდრომი;
* აორტის თორაკალური ანევრიზმა;
* ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი;
* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება – ბრადიკარდიით გამოწვეული არითმიის, გულის სხვადასხვა სახის ბლოკადების, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევების, ჰიპომაგნიემიის დროს;
* ჰიპოთირეოზით შეპყრობილ ხანდაზმულ პაციენტებში და საგულე გლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში (ჰიპოქსია).

ორსულობა და ლაქტაცია
ოუბაინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– ოუბაინის კომბინაციით სიმპათომიმეტურ საშუალებებთან, მეთილქსანტინებთან, რეზერპინთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ფოსფოდიესთერაზას ბლოკატორებთან (მაგ. თეოფილინთან) იზრდება გულის რითმის დარღვევის საშიშროება.
– ოუბაინის კომბინაციით ქინიდინთან, ამიოდარონთან, კაპტოპრილთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, ერითრომიცინთან და ტეტრაციკლინებთან იზრდება ოუბაინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
– პრეპარატის კომბინაცია მარყუჟოვან დიურეზულ, საფაღარათო საშუალებებთან, ინსულინთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, კარბენოქსოლონთან, ამფოტერიცინთან, ბენზილპენიცილინთან, სალიცილატებთან, ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან იწვევს ოუბაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობას.
– ბეტა-ბლოკატორებთან და ანტიარითმიულ პრეპარატებთან სტროფანტინ-გ-ს კომბინაციით ძლიერდება უარყოფითი ქრონოტროპული და დრომოტროპული მოქმედება.
– ოუბაინის კომბინაციით ფენიტოინთან, რიფამპიცინთან, ფენობარბიტალთან, ფენილბუტაზონთან, სპირონოლაქტონთან, აგრეთვე ნეომიცინთან და ციტოსტატიკებთან მცირდება ოუბაინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
– პრეპარატის კალციუმთან კომბინაცია იწვევს გლუკოზის მიმართ მომატებულ მგრძნობელობას.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook