ოფტან კატაქრომი (თვალის წვეთები) – OFTAN CATACHROM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ციტოქრომი C, ადენოზინი, ნიკოტინამიდი

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გამჭვირვალე, მოწითალო, მომჟავო ხსნარი სუნის გარეშე.
აქტიური ნივთიერება:
ციტოქრომი C…………………. 0,675 მგ/მლ,
ადენოზინი……………………. 2 მგ/მლ,
ნიკოტინამიდი……………….. 20 მგ/მლ.
სხვა ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 40 მგ/მლ, ნატრიუმის სუქცინატი, სორბიტი, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 2-წყლის, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2-წყლის, საინიექციო წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კატარაქტის სამკურნალო პრეპარატი

გამოყენების ჩვენებები:
თვალის წვეთები ოფტან კატაქრომი გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, წვეთები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენება:
* თვალის წვეთები ოფტან კატაქრომი წინააღმდეგნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

გაფრთხილება:
კონტაქტური ლინზები:
თვალის წვეთები ოფტან კატაქრომი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და მათი გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას რეკომენდებული არ არის. პრეპარატის გამოყენებისას, კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს საჭიროა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

გამოყენება ბავშვებში:
თვალის წვეთების ოფტან კატაქრომის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო.

გაფრთხილება მძღოლებისათვის და გავლენა პროფესიონალურ საქმიანობაზე:
თვალის წვეთები ოფტან კატაქრომი გავლენას არ ახდენს ავტომობილით მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არავითარი არსებითი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:
არავითარი არსებითი გვერდითი ეფექტები ადგილობრივი გამოყენებისას გამოვლენილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებული დოზირება: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში სამჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
თვალის წვეთები ოფტან კატაქრომი ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩაწვეთების შემდეგ იშვიათად აღინიშნება თვალის ხანმოკლე წვა და გაწითლება. ძალიან იშვიათად აღინიშნება გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, სიცხის შეგძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე და პულსაცია თავში.
თუ პრეპარატის აღნიშნული მოქმედება არ წყდება, ან ჩნდება სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებიც აქ არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 10 მლ-იან პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონებში.

შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ფლაკონის გახსნის შემდეგ ხსნარი შეიძლება გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში. ფლაკონის გახსნიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, გამოუყენებელი ხსნარი გადააგდეთ.

აფთიაქიდან გაცემის პირობაგაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი: Santen Oy / სს „სანტენ“, ფინეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook