ოქსივინი / OXYVIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ვინკამინი/vincamine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ვინკამინის 30 მგ-ს, გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მიკროგრანულების სახით.

მოქმედების მექანიზმი
ოქსივინს ახასიათებს თავის ტვინის სისხლძარღვებისადმი სელექციური ვაზორეგულაციური მოქმედება, რაც ხელს უწყობს ტვინის სისხლის მიმოქცევის ადაპტაციას მისი მეტაბოლური მოთხოვნების შესაბამისად.
ოქსივინი აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს, რაც გლუკოზის დაჟანგვის გაძლიერებით და შესაბამისად, ენერგიის გამომუშავების გაძლიერებით მიიღწევა, და მთლიანობაში, ტვინის საერთო აქტივობის გაზრდით ვლინდება.
ოქსივინი აძლიერებს ჰიპოქსიიის მდგომარეობაში არსებული ნეირონების ჟანგბადით მომარაგებას.
ოქსივინი ამცირებს და არეგულირებს ტვინის სისხლის მიმოქცევის პერიფერიულ წინააღმდეგობას.
ოქსივინი არეგულირებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ნეირონების ჟანგბადით მომარაგებას.
ოქსივინი (ვინკამინი), მცენარეული წარმოშობიდან გამომდინარე, უსაფრთხოა ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში.
ოქსივინი, მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, ზრდის თავის ტვინის ფუნქციურ აქტივობას და ეფექტურად გამოიყენება, როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობების მასტიმულირებელი საშუალება.

ფარმაკოკინეტიკა   
შიგნით მიღების შემდეგ, პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, ნახევარგამოყოფის პერიოდი 60-90 წუთია, პლაზმის ცილებს უკავშირდება 64%. მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში, მხოლოდ 4-6% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი სახით.

ჩვენება
ოქსივინი ნაჩვენებია, თავის ტვინის მეტაბოლური მოთხოვნების შესაბამისად, ცერებრული სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებისა და ადაპტაციისათვის; ასევე – თავის ტვინის ფუნქციების გაუმჯობესების, რეგულაციისა და შენარჩუნებისათვის.
ოქსივინი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:
• ცერებრული დარღვევები:
– მეხსიერების გაუარესება
– ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა
– დიაბეტური ანგიოპათია
– ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება
– ქალა-ტვინის ტრავმა
– ინსულტის შემდგომი დარღვევები
– ჰიპერტონული ენცეფალოპათია
• თავბრუსხვევა, სისხლძარღვოვანი გენეზის თავის ტკივილი, შაკიკი;
• სმენის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები;
• მხედველობის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები;
• ფსიქიკური დარღვევები:
– დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა
– ემოციური სფეროს დარღვევები
– ცერებრალური სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის თავის ტვინის იშემია
• ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება.

უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა ვინკამინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი
– თავის ტვინის სიმსივნე
– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

უსაფრთხოების ზომები
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და გულის ფუნქციათა დარღვევით. პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ჰიპოკალიემიისა და QT ინტერვალის გახანგრძლივების დროს.
ბავშვებში ოქსივინის კაფსულების გამოყენება არარეკომენდებულია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები ცნობილი არ არის. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის შესაძლებლობაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვინკამინი აძლიერებს ჰიპოტენზიური პრეპარატებისა და ანტიაგრეგანტების ეფექტებს.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად,  კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით ვინკამინის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის. ერთეულ შემთხვევაში შეიძლება ალერგიული რეაქციების გამოვლენა ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციების, ქავილის, პაპულოზური გამონაყარის, ასევე – თავის ტკივილის და თავბრუსხვევის სახით.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება 15-30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: 30მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კაფსულა №20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian