ოქსიკორტი / OXYCORT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ოქსიტეტრაციკლინი, ჰიდროკორტიზონი / oxytetracycline, hydrocortisone

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანტიბაქტერიული მოქმედების ანთების საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა
1 გ
ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი…. 30 მგ
ჰიდროკორტიზონის აცეტატი……… 10 მგ
დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიკორტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს გარეგანი გამოყენებისათვის ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციური და ანტიბაქტერიული ეფექტით, რაც განპირობებულია ჰიდროკორტიზონისა და ოქსიტეტრაციკლინის ერთობლივი მოქმედებით.

ჩვენებები
კანის ჩირქოვანი დაავადებები (გამოწვეული სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური ან შერეული ინფექციებით), ჩვეულებრივი იმპეტიგო, ბულოზური იმპეტიგო, ახალშობილთა ბულოზური ან ექსფოლიაციური დერმატიტი, ბაქტერიული გამოყელვა, ბაქტერიული ფოლიკულიტი, ფურუნკული, ფურუნკულოზი, კარბუნკული, ახალშობილთა კარბუნკული, წითელი ქარი. კანის ალერგიული დაავადებების ჩირქოვანი გართულებები, ეგზემა, ბავშვთა ეგზემა, ალერგიული დერმატიტი, პრურიგო.
კონტაქტური დერმატოზები, პროფესიული დერმატოზები, დამწვრობები, მწერების ნაკბენები. მრავალფორმიანი ერითემა.

მიღების წესები და დოზები
მალამოს თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებში ან სტერილურ საფენზე, 2-3-ჯერ დღეში, რომელსაც ადებენ კანზე და ახვევენ დოლბანდით.

გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ შესაძლებელია სოკოებით ან დაავადების გამომწვევი რეზისტენტული მიკროორგანიზმებით კანის მეორადი დაინფიცირება.

უკუჩვენება
კანის ვირუსული ინფექციები, როგორიცაა: მაგ, ჰერპესი, ჩუტყვავილა.
კანის ტუბერკულოზი.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირზე.

გამოშვების ფორმა: მალამო 10გ ტუბში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook