ალფლუტოპი-გელი – ALFLUTOP-GEL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

მოქმედი ნივთიერება: ზღვის ორგანიზმებისაგან მიღებული ექსტრაქტი

ალფლუტოპი-გელი – ALFLUTOP-GEL-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალება; ქონდროპროტექტორი


ალფლუტოპი-გელი – ALFLUTOP-GEL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი: ტუბში 30 გ
100 გ
ზღვის ორგანიზმების კონცენტრატი……..      1 გ
როზმარინის ზეთი……………………………… 0.75 გ

ჩვენებები:
პრეპარატი დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
დეგენერაციული ხასიათის რევმატიული დაავადებები (გონართროზი, კოკსართროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, სახსრებისა და ზედა კიდურების ართროზი); რევმატიზმის ანთებითი ფორმები; პოსტტრავმული ტკივილით მიმდინარე დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, კანის დაუზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში მსუბუქი მასაჟის მეშვეობით

უკუჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატს არ გააჩნია ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული თვისებები.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება კანის დაზიანებულ უბანზე დაუშვებელია!
პრეპარატის გამოყენება ლორწოვან გარსზე დაუშვებელია!

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება: ა არ აღინიშნება

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.

მწარმოებელი: BIOTECHNOS, რუმინეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook