ალფუზოსინი – ALFUZOSIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალფუზოსინი – ALFUZOSIN-ის ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ალფა-ადრენობლოკატორს, რომელიც უშუალოდ მოქმედებს პოსტსინაფსურ ალფა-ადრენორეცეპტორებზე. აბლოკირებს რა შარდის ბუშტის სამკუთხედსა და სფინქტერში, აგრეთვე შარდსადენში ლოკალიზებული ალფა1-ადრენორეცეპტორებს, პრეპარატი თრგუნავს აღნიშნული სისტემის ამ კუნთების შეკუმშვას, რაც იწვევს შარდის ნაკადისადმი წინააღმდეგობის შემცირებას. იგი აქვეითებს არტერიებისა და ვენების გლუვი კუნთების ტონუსს, ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას და აქვეითებს სისტემურ არტერიულ წნევას.


ალფუზოსინი – ALFUZOSIN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ, როდესაც შეუძლებელია ქირურგიული ჩარევა, ადენომის პროგრესირებადი კლინიკური სიმპტომატიკით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი გამოიყენება შიგნით მისაღებად 2.5 მგ-ის ოდენობით 3-ჯერ დღეში. 65 წლის ასაკის ზევით პაციენტებში საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს). შემდგომში დოზა შესაძლებელია გავზარდოთ (მაგრამ არა უმეტეს 10 მგ/დღეში).

გვერდითი მოვლენები
ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გადაღლილობა. იშვიათად – პირის სიმშრალე, ძილიანობა, ტაქიკარდია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, შეშუპებები, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კანზე გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენებები
* ანამნეზში ორთოსტატული ჰიპოტენზია;
* სხვა ალფა-ადრენობლოკატორებთან ერთდროული გამოყენება;
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, აგრეთვე სტენოკარდიის დროს. იმ შემთხვევაში, თუკი აღინიშნება სტენოკარდიის მიმდინარეობის გაუარესება, უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
♦ ალფუზოსინისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, კოლაფსის განვითარებამდე.
♦ ზოგადი ნარკოზის ჩატარების დროს პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ალფუზოსინს, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არტერიული წნევის ლაბილობას.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook