ამინოფილინი – AMINOPHYLLINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ჩვენებები
ბრონქული ასთმის, ბრონქიტის, ასთმური სტატუსის, ფილტვის ემფიზემის დროს განვითარებული ბრონქოობსტრუქციული სინდრომის კუპირება;
ფილტვისმიერი გულის, სუნთქვის ცენტრის ფუნქციის და თავის ტვინის სისხლმომარაგების (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში) და სისხლმიმოქცევის დარღვევის, კარდიული ან რენული გენეზის შეშუპების დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

დოზირების რეჟიმი
– მოზრდილებში ამინონოფილინი შიგნით მისაღებად ინიშნება 150 მგ 1-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
– ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 7-10 მგ/კგ სხეულის წონაზე, განაწილებული 4 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების მიმდინარეობისა და პრეპარატისადმი მგრძნობელობის გათვალისწინებით და შეადგენს რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე.
– მოზრდილებში ამინოფილინის მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 0.5 გ, სადღეღამისო – 1.5 გ.
– ბავშვებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 7 მგ/კგ, სადღეღამისო – 15 მგ/კგ.

გვერდითი მოვლენები
ამინოფილინის შიგნით მიღებისას (განსაკუთრებით უზმოზე) შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური მოვლენები. ეთილენდიამინისადმი მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში მოსალოდნელია ექსფოლაციური დერმატიტისა და ცხელების განვითარება.

უკუჩვენებები
* გულის მწვავე უკმარისობა, სტენოკარდია, გულის რითმის დარღვევა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევები, ეპილეფსია, პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან, თეოფილინთან და პურინის წარმოებულებთან კომბინაციაში. მკურნალობის პერიოდში აკრძალულია ქსანტინის შემცველი ნივთიერებების (ჩაი, ყავა) მიღება.

გაფრთხილება