კალციუმი +ვიტამინი D3 ვიტრუმი / CALCIUM + VITAMIN D3 VITRUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძვლის ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალება.

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატს (ხამანწკის ნიჟარის) – 1250 მგ (შეესაბამება 500 მგ ელემენტარულ კალციუმს)
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 200 სე1
1 – ექვივალენტურია 5მკგ ქოლეკალციფეროლის
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი, რიბოფლავინი, საღებავი მბრწყინავი ლურჯი FFCF (E133).
აღწერილობა:
ღია-მწვანე ფერის შემოგარსული ოვალური ფორმის ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი D3 ზრდის კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მის შეკავშირებას ძვლის ქსოვილში.
კალციუმის და ვიტამინი D3-ის გამოყენება ეწინააღმდეგება პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების ზრდას, რომელიც არის მომატებული ძვლის რეზორბციის (კალციუმის გამორეცხვა ძვლებიდან) სტიმულატორი.

ფარმაკოკინეტიკა
ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში. აქტიური, D-ვიტამინზე დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის დახმარებით, კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება:
– კალციუმისა და/ან ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად მოზარდებსა და ბავშვებში ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდში (ძვლოვანი მასის მაქსიმალური პიკის მისაღწევად), ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
– ოსტეოპოროზისა (მენოპაუზის, სენილური, სტეროიდული, იდიოპათური და სხვა) და მისი გართულებების (ძვლის მოტეხილობები) პროფილაქტიკისა და საბაზისო თერაპიისათვის;
– ხანდაზმულებში კალციუმისა და ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შიგნით მისაღებად. პრეპარატი როგორც პროფილაქტიკური საშუალება მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში მიიღება პერორალურად დღეში 1-2 ტაბლეტი. კალციუმის შეწოვის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ტაბლეტის მიღება მჟავე სითხის მიყოლებით (ფორთოხლის ან ლიმონის წვენი).
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის პრეპარატი მიიღება დღეში 2 ტაბლეტი, ერთი დილით და ერთი საღამოს, მიზანშეწონილია კვების დროს.
ოსტეოპოროზის თერაპიისას კურსი და დოზა შეირჩევა ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი). პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლსა და შარდში კალციუმის შემცველობის მომატება.

უკუჩვენება
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტების მიმართ;
– D ჰიპერვიტამინოზი;
– თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
– ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის შემადგენლობის მომატება – პარაფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის მქონე პაციენტებში);
– ჰიპერკალციურია (კალციუმის მომატებული გამოყოფა შარდით);
– შარდ-კენჭოვანი დაავადება (კალციუმის მარილების განვითარება);
– დეკალცინირებული სიმსივნეები (მიელომა, ძვლოვანი მეტასტაზები, სარკოიდოზი);
– იმობილიზაციით განპირობებული ოსტეოპოროზი;
– ფილტვების ტუბერკულოზი (აქტიური ფორმა);
– 12 წლამდე ბავშვთა ასაკი;

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება კალციუმზე და D ვიტამინზე იზრდება. პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სხვა წყაროებიდან კალციუმისა და D ვიტამინის ორგანიზმში დამატებითი მიწოდების გათვალისწინება და მუდმივი სამედიცინო კონტროლის განხორციელება.
ნაყოფზე ტოქსიკური ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდებული 1500 მგ-ზე მეტი კალციუმისა და 600 სე-ზე მეტი ვიტამინი D3-ის გამოყენება. კალციუმი და D ვიტამინი აღწევს დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები
– სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში;

– მკურნალობის პერიოდში საჭიროა შარდით კალციუმის გამოყოფის და პლაზმაში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი (კალციურიის განვითარების შემთხვევაში, 7.5მმოლ/დღ (300მგ/დღ)-ზე მეტი), საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა;
– 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;
– ჭარბი დოზის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სხვა წყაროებიდან ვიტამინი D3-ის დამატებითი მიწოდების გათვალისწინება. არ გამოიყენება კალციუმისა და ვიტამინი D3-ის შემცველ სხვა ვიტამინურ კომპლექსებთან ერთად;
– ხანდაზმულებში კალციუმის მოთხოვნილება შეადგენს 1,5გ/დღ., ვიტამინი D3-ის კი 500-1000 სე/დღ.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მწვავე ან ქრონიკული სიმპტომი არის ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერკალციურია, რაც ვლინდება ანორექსიის, ღებინების, გულისრევის, თავბრუსხვევის, სისუსტის, თავის ტკივილის სახით. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. საჭიროა ორგანიზმში ჭარბი რაოდენობის სითხის შეყვანა და კალციუმის შეზღუდული რაოდენობით მიღების დიეტის დაცვა. ჭარბი დოზის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– ვიტამინი D3-ის აქტიურობა შეიძლება შემცირდეს ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან ერთდროული გამოყენებისას;
– გულის გლიკოზიდებთან ერთდროული მკურნალობისას საჭიროა ეკგ და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, ვინაიდან კალციუმი აძლიერებს გულის გლიკოზიდების მოქმედებას;
– პრეპარატი ანელებს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა სალიცილატების, სულფანილამიდების, ბეტა-ადრენობლოკატორების და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების შეწოვას. ამის გამო, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ ან 2 საათით ადრე;
– თიაზიდების ჯგუფის დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების საშიშროება;
– ქოლესტირამინი, საფაღარათო საშუალებები (პარაფინის ზეთი) ამცირებენ D ვიტამინის აბსორბციას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10-30 oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: უნიფარმი, აშშ

გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტი №30; #60; #100

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook