კამელინფლუ / CAMELYNFLU

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კამელინ-M ლიოფილიზატი

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო.

წამლის ფორმა: სპრეი, ადგილობრივი მოქმედების.
10 მლ. ფლაკონში. შესხურების 120 დოზა.
1 დოზა შეიცავს  85 მკგ ხსნარს.

შემადგენლობა:
კამელინი-М“-1,5 მლ.
დამხმარე ნივთიერებები – 8,5 მლ.
(პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 400, საინექციო წყალი).

აღწერა: გამჭვირვალე, ქარვისფერი სითხე, დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები: „კამელინფლუ” – ს  გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:
პირის ღრუსა და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, კატარალური ანგინა, სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი.
როგორც დამხმარე საშუალება – ქრონიკული ტონზილიტის დროს.

მიღების წესი:
ფლაკონს იკავებენ ვერტიკალურ მდგომარეობაში და აფრქვევენ პირის ღრუში/ყელში.
მოზრდილებში, 4 გაფრქვევა, 3-6 ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში, 2-3 გაფრქვევა 3-6 ჯერ 24 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5 – 7 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება.

გვერდითი მოვლენები:
თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კამელინფლუ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

ორსულობა და ლაქტაცია:
უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

ზეგავლენა მანქანა დანადგარებთან მუშაობის დროს: არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება:
გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

გამოშვების ფორმა: კამელინფლუ 10 მლ. მინის ფლაკონში, მოხუფული თავსახურით და ტუმბოთი, უჟანგავი ფოლადის ბურთულით და პოლიპროპილენის შემაფრქვევლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: კამელინი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook