კამპტო – CAMPTO

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: ირინოტეკანი/IRINOTECAN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ალკალოიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ
1 მლ 1 ფლ.
ირინოტეკანი………….     20 მგ 40 მგ
საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 5 მლ
1 მლ 1 ფლ.
ირინოტეკანი…………….  20 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მცენარეული წარმოშობის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ახდენს იმუნოდეპრესიულ მოქმედებას. სპეციფიური ინჰიბიტორია დნმ–ტოპოიზომერაზა I, არღვევს დნმ–ის რეპლიკაციას. ციტოსტატიკური აქტიობა დამოკიდებულია დროზე და სპეციფიურია S ფაზისთვის.

ჩვენებები:
ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზირებული კოლორექტალური სიმსივნე (როცა 5–ფტორურაცილი უეფექტოა).
მიღების წესი და დოზირება:
ვენაში წვეთოვნად 30–90წთ–ის მანძილზე 3 კვირაში 1–ჯერ.   საშუალო დოზა – 350მგ/კვ.მ. პრეპარატის საჭირო მოცულობას ხსნიან 250მლ 0.9% NaCl–ის ან 5%–იან დექსტროზას ხსნარში და კარგად ურევენ. თუ პირველი ინფუზიის შემდეგ ვითარდება უსიმპტომო ნეიტროპენია (ნეიტროფილების რიცხვი –500მკლ–ზე ნაკლები), ნეიტროპენია ცხელებასთან და ინფექციურ გართულებასთან ერთად (ნეიტროფილების რიცხვი – 1 ათასი/მკლ), მძიმე დიარეა, მაშინ დოზას ამცირებენ 300მგ/კვ. მ–მდე,
მითითებული გართულებების განმეორებით განვითარების შემდეგ –  250მგ/კვ. მ–მდე. მკურნალობას არ აგრძელებენ მანამ, სანამ პერიფერიულ სისხლში ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს 1.5 ათას/მკლ.
პაციენტებში, ანამნეზში მძიმე ასიმპტომური ნეიტროპენიით (500/მკლ–ზე ნაკლები), ცხელება ან ინფექცია დაკავშირებული ნეიტროპენიასთან, აუცილებელი დოზის შემცირება.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე დათრგუნვა (ნეიტროპენია – 1.5 ათასი/მკლ– ზე ნაკლები, თრომბოციტოპენია), ჰიპერბილირუბინემია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ქრონიკული ენტერიტი, ნაწლავური გაუვალობა.
სიფრთხილით:
ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დარღვევა (მათ შორის, მიმდინარე სხივური ან ქიმიოთერაპიის ფონზე), მწვავე ინფექციური დაავადება ვირუსული, სოკოვანი ან ბაქტერიული ბუნების (მათ შორის, ჩუტყვავილა შემომსალტველი ლიქენი), ღვიძლის უკამრისობა, სხივური თერაპია (ანამნეზში მუცლის ღრუს ან მენჯის მიდამოში); ლეიკოციტოზი;
პაციენტები, რომელთანაც კარნოვსკის ინდექსი შეადგენს 50%, მატულობს დიარეის განვითარების რისკი;
ფილტვების დაავადება, სუნთქვის უკმარისობა;
ასაკი (ხანშიშესული), ბავშვთა ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი).

გვერდითი მოვლენები:
სისხლის მიმოქცევის ორგანოების მხრივ: შექცევადი ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ღებინება, გულისრევა, იშვიათად – სტომატიტი, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა.
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი.
ქოლინერგული სინდრომი: ადრეული დიარეა, ტკივილი მუცელში, კონიუნქტივიტი, რინიტი, არტერიული წნევის დაქვეითება, ოფლიანობა, შემცივნება, თავბრუსხვევა, აკომოდაციის სპაზმი, ცრემლდენა, ჰიპერსალივაცია (შეყვანისას ან შეყვანიდან პირველი 24 საათის მანძილზე).
სხვა: ქოშინი, კუნთების უნებლიე კუმშვა, კრუნჩხვა, პარესთზია, ასთენია, ალოპეცია, ცხელება (ინფექციისა და მძიმე ნეიტროპენიის გარეშე).
ადგილობრივი რეაქციები: რეაქცია შეყვანის ადგილზე. თხიერი განავლის გაჩენისთანავე ინიშნება დიდი რაოდენობით ელექტროლიტების შემცველი სითხის მიღება. ანტიდიარეული მკურნალობა ლოპერამიდით – 2 მგ ყოველ 2 საათში და უკანასკნელი თხიერი განავლიდან 12 სთ–ის მანძილზე. მაგრამ არა უმეტეს 48 საათისა.
მძიმე დიარეის განვითარებისას (თხიერი განავლის 6 ეპიზოდზე მეტი დღეში, ნაწლავის კოლიკა, ტენეზმები ღებინებასთან ერთად, ცხელება) მკურნალობა წარმოებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
დიარეისას (6 ეპიზოდზე ნაკლები თხიერი განავალი დღეში) პროფილაქტიკის მიზნით ნიშნავენ ფართო სპექტრის პერორალურ ანტიბიოტიკებს.
მწვავე ქოლინერგული სინდრომის განვითარებისას კანქვეშ შეყავთ 0.25მგ ატროპინის სულფატი. ანამნეზში ქოლინერგული სინდრომის არსებობისას რეკომენდებულია საპროფილაქტიკოდ ატროპინის მიღება.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობა ტარდება სპეციალიზებულ საავადმყოფოში, რომელსაც სხვადსხვა პროფილის განყოფილებები აქვს, კვალიფიციური ონკოლოგის მეთვალყურეობით.
თერაპიას წყვეტენ დაავადების პროგრესირებისთანავე.
ავადმყოფებში ჰიპერბილირუბინემიით აღინიშნება მძიმე და ფებრილური ნეიტროპენიის რისკის განვითერება.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა და კაცებმა მკაცრად უნდა დაიცვან კონტრაცეფციის წესები როგორც მკურნალობის დროს, ისე მკურნალობის შეწყვეტიდან 3 თვის მანძილზე. დიარეა, განვითარებული ციტოსტატიკების ფონზე, ვითარდება პრეპარატის შეყვანიდან 24 სთ–ის შემდეგ 5 დღის მანძილზე.
მკურნალობის დროს პერიფერიული სისხლის ყოველკვირეული კონტროლია საჭირო.
პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ფლაკონის გახსნისთანავე. გამხსნელის შერევის შემდეგ პრეპარატი სტაბილური რჩება 12 სთ–ის მანძილზე 15–250C ტემპერატურაზე ან 24 სთ 2–80C ტემპერატურაზე.
მკურნალობისას სიფრთხილეა საჭირო ავტომანქანის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
ურთიერთქმედება:
სამკურნალო საშუალებები, რომელიც თრგუნავს სისხლწარმოქმნას, აძლიერებენ ლეიკოპენიისა და თრომბოციტიპენიის განვითარების რისკს. სხივური თერაპია აღრმავებს მიელოდეპრესიის ხარისხს. გლუკოკორტიკოსტეროიდები ამაღლებენ ლიმფოციტოპენიის და ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკს (განსაკუთრებით ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით ან გლუკოზის აუტანლობით).
დიურეტიკებს შეუძლიათ დიარეის და ღებინების შემდეგ განვითარებული დეჰიდრატაციის გაღრმავება.
იმუნოდეპრესანტები (მათ შორის, აზატიოპრინი, ქლორამბუკოლი, გლიკოკორტიკოსტეროიდები, ციკლოფოსფამიდი, ციკლოსპორინი, მერკაპტოპურინი, მურომონაბ–CD3) ინფექციური გართულებების განვითარების რისკს ზრდიან.
პრეპარატის გამოყენებისას ცოცხალ ან ინაქტივირებული ვირუსის ვაქცინასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს ვაქცინის ვირუსის რეპლიკაცია (ვაქცინის გვერდითი ეფექტის გაძლიერება) და დაქვეითდეს ანტისხეულების გამომუშავება (აუცილებელია იმუნიზაციაზე უარი პრეპარატის მიღებიდან 3–12 თვის მანძილზე).

მწარმოებელი:
RHONE-POULENC RORER

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook