კანეფრონი H – CANEPHRON H

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

შემადგენლობა:
1 დრაჟე შეიცავს:
ასისთავა 18 მგ;
ცისკარას ფესვები 18 მგ;
როზმარინის ფოთლები 18მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატი, ჟელატინი, გლუკოზას სიროფი, სტეარფინის მჯავა, პოლივიდონი, სორბიტი, საქაროზა, რიბოფლავინი, მაგნიუმის სტარატი.

წყალსპირტოვანი ექსტრაქტი:
100გრ შეიცავს:
ასისთავა 0,6გრ
ცისკარას ფესვები 0,6 გრ
როზმარინის ფოთლები 0,6 გრ
გაწმენდილი წყალი 71,9 გრ
ეთანოლის შემცველობა 16,0-19,5%.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური, ანტისეპტიური და დიურეტული მოქმედების. აუმჯობესებს თირკმელების მიერ აზოტის გამოყოფის ფუნქციას.

ჩვენება:
ცისტიტი, პიელონეფრლონეფრიტი (მათ შორის ორსულობის დროს, ექიმის რეკომენდაციით), გლომერულონეფრიტი, ნეფროუროლითიაზი (პროფილაქტიკა).

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, კუჭის წყლულოვანი დაავადება.
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების დროს.

გვერდით მოვლენები: ალერგიული რექციები.

სიფრთხილის ზომები:
პრეპარტის გამოყნება დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებებში. და გათვალისწინებული უნდა იყოს რომ ერთი დრაჟე შეიცავს 0,04 პურის ერთეულს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას.

დოზირების რეჟიმი:
დრაჟე: 2-2 დრაჟე 3-ჯერ დღეში.
წვეთები:
მოზრდილები: 50წვეთი 3-ჯერ დღეში;
სასკოლო ასაკის ბავშვები: 25 წვეთი 3-ჯერ დღეში;
სკოლამდელი ასაკის ბავშვები: 15 წვეთი;
ჩვილები: 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პრეპარტის მიღება უნდა გაგრძელდეს 4-6 კვირის მანძილზე.

პრეპარატის მიღების გზა: პერორალური. დრაჟე მიიღება დაუღეჭავად მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. ხსნარი იხსნება მცირე რაოდენობის წყალში. ბავშვებში შესაძლებელია ნებისმიერ ხსნართან ერთად მიღება პრეპარატის მწარე გემოს შესარბილებლად.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი.

პრეპარატის ფორმა: 20 დრაჟე ბლისტერში, 3,4 ბლისტერი შეფუთვაში.
ხსნარი – 50მლ და 100მლ ფლაკონები.

მწარმოებელი ქვეყანა და ფირმა: Bionorica, გერმანია.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook