კარბოგაზი / Carbogas

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები

მცენარეული ნახშირი, კამა, ანგელოზა, ჭინჭარი და ლაქტობაქტერიები მცენარეული ნახშირი:
გააქტივებული მცენარეული ნახშირი (ქოქოსის ქერქის) არის ნივთიერება, რომელიც ხასიათდება მაღალი ფორიანობით, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მის შიგნით არსებული ტოქსიური ნივთიერებების შთანთქმა და შენარჩუნება.

კამა და ანგელოზა:
არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას და ხელს უწყობს გაზების გამოდევნას (აღმოფხვრას).

ჭინჭარი:
ახორციელებს ორგანიზმის გამწმენდ ქმედებას და ხელს უწყობს სითხის გამოდევნას.
Bacillus coagulans-ლაქტებიობაქტერი:
ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის ბალანსს.
დღიური დოზის შემცველი მცენარეული ინგრედიენტები:
450 მგ-იანი 4 ტაბლეტი:
მცენრეული ნახშირი 0,60 გრ.
კამის ექსტრაქტები 0,18 გრ.
ანგელოზას ექსტრაქტები 0,18 გრ.
ჭინჭრის ექსტრაქტი 0,18 გრ.
ლაქტობაქტერიები (რძის ფერმენტები) (B. coagulans) 1 მილიარდი

ჩვენებები:
• მეტეორიზმი (ამცირებს აირების დაგროვებას ნაწლავებში)
• აქვეითებს კუჭის მომატებულ მჟავიანობას
• გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციური დაავადებების დროს კომპლექსურ
თერაპიაში (ტოქსიკოინფექცია, სალმონელოზი, დიზენტერია, არაინფექციური დიარეა)
• დისბაქტერიოზი
• კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციები
• ალიმენტარული ინტოქსიკაცია
• ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში მყოფ მოსახლეობისთვის
• მავნე წარმოების მუშაკებისათვის პრევენციის მიზნით
• ინტოქსიკაცია ალკოლოიდებით, მძიმე მეტალებით, გლიკოზიდებით, ფსიქოაქტიური
სამკურნალო საშუალებებით, ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი
• ატოპიური დერმატიტი და აკნე
• ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის ფონზე ინტოქსიკაცია
• ნაწლავებში აირების შემცირების მიზნით რენტგენოლოგიური ან ენდოსკოპიური გამოკვლევის წინ

მიღების წესი: ინიშნება 3 წლიდან-1-2 ტაბლეტი დღეში ჭამამდე ან ჭამის დროს.
12 წლიდან და მოზრდილებში- 4-8 ტაბლეტი დღეში ჭამამდე ან ჭამის დროს.
გაფრთხილება: შეინახეთ 3 წლის ასაკს ქვემოთ მყოფი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილზე. არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას. შეინახეთ გრილ და მშრალადგილზე სინათლისა და სითბოსგან მოშორებით.

გამოშვების ფორმა: 450 მგ-იან N50 ტაბლეტი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SELLA, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook