კარდიო ლაიფი / cardio life

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:

წითელი საფუარიანი ბრინჯი 460 მგ
მონაკოლინი 11,5 მგ

წითელი ბრინჯს
ადარებენ ბუნებრივ სტატინებს.  კვლევებით დადასტურებულია, რომ წითელი ბრინჯი არეგულირებს სისხლში ლიპიდების დონეს (25-40%), ახდენს გულ სისხლძარღვთა და ცერებრო ვასკულარული დაავადებების პრევენციას. ამავე დროს სტატინებისაგან განსხვავებით არ აზიანებს ღვიძლს!!!
მონაკოლინი
-monacolin K არის ჰიპოლიპიდემიური აგენტი, რომელიც თრგუნავს ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზს.

ჩვენება: გულის დაავადებები:  სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი ქოლესტერინი სისხლში, ჰიპერტრიგლიცერიდემია, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაღალი შემცველობა სისხლში და სისხლის სიბლანტის მომატება, თრომბოზი, ინსულტი და სხვა გართულებები (ჰემიპლეგია). დემენცია, პარკინსონის დაავადება დასაწყისში, თავის ტვინის ატროფია, დიაბეტის და სხვა გართულებები.  ანამნეზში ხშირი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი და ქოშინი, სიმსუქნე.

უკუჩვენება: 15 წლამდე ასაკი. ორსულობა, ლაქტაცია.

მიღების წესი და დოზირება:  მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2400 მგ. საპროფილაქტიკოდ მიიღება 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში. სამკურნალოდ 2 კაფსულა 3 ჯერ დღეში.  აუცილებელია სისხლში ქოლესტერინის კონტროლი.

გამოშვების ფორმა:
კაფსულა N30
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი:
Life on Healthcare, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook