ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო სტატისტიკის მონაცემები მიუთითებენ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების შეუჩერებელ ზრდაზე. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან პაციენტების ყოველწლიური აბსოლუტური ზრდა შეადგენს 1.5%. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პროგნოზირებს ონკოლოგიური დაავადებების დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის ზრდას ორჯერ ოცდამეერთე საუკუნის პირველი ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში: 10-დან 20 მილიონამდე ახალი შემთხვევებისა და 6-დან 12 მილიონამდე დარეგისტრირებულ სიკვდილის შემთხვევებს.

არსებობს ონკოლოგიური დაავადებების რამოდენიმე ტიპი: კიბო (კარცინომა), სარკომა, ლიმფომა და სხვა. სამედიცინო გაგებით კიბო – ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ეპითელური უჯრედებისაგან, ანუ უჯრედებისაგან, რომლებიც ფარავენ მთელს ორგანოებსა და ქსოვილებს. ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები მოზრდილებში 90% შემთხვევაში წარმოადგენენ სწორედაც რომ კიბოს და განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილის 20% სწორედ მათთანაა დაკავშირებული.

კიბოს სამკურნალოდ სამედიცინო ცენტრის შერჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ:

  • კლინიკის სპეციალიზაცია. აარჩიეთ მრავალპროფილური ჰოსპიტალი, სადაც მუშაობენ ექიმების სრულფასოვანი გუნდი, კიბოს ეფექტური მკურნალობისათვის აუცილებელი – კლინიკური და რადიაციული ონკოლოგები, ონკოქირურგები. სადავო საკითხებში პროფესორები ატარებენ კონსილიუმებს, სადაც ამტკიცებენ ან აკორექტირებენ მკურნალობის გეგმას.
  • ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა უცხოეთში
  • აპარატურა. მნიშვნელოვანია, რომ ქირურგები სიმსივნეებს აცილებდნენ მცირედ ტრავმატული მეთოდებით – 2სმ-მდე განაკვეთების საშუალებით ლაპარასკოპის გამოყენებით ან და ვინჩის მუშაობით. ასეთი ჩარევის შემდეგ რეაბილიტაცია ჩაივლის მინიმალური ტკივილის შეგრძნებებით და ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი ტრადიციული ღია ოპერაციის დროს. რადიოთერაპიისათვის კლინიკაში დამონტაჟებული უნდა იყოს ბოლო თაობის აპარატურა, რომლებიც მოახდენენ ზემოქმედებას ახალწარმონაქმნებზე მილიმეტრული სიზუსტით და პრაქტიკულად ზიანს არ მიაყენებენ ჯანსაღ ქსოვილებს.
  • მკურნალობის თანამედროვე მეთოდებთან წვდომა. მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგებს ქონდეთ გამოცდილება იმუნო- და მიზანმიმართული პრეპარატების გამოყენების. წინა ჩატარებული მკურნალობის უეფექტურობის შემთხვევაში, ისინი შეძლებენ თქვენთვის ეფექტური მედიკამენტების მოძიებას. Bookimed შეკრიბა კლინიკები მთელს მსოფლიოში, სადაც თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. საავადმყოფოების რეიტინგი ეფუძნება ჩვენი პაციენტების არცევანის საფუძველს. დატოვეთ მიმართვა საიტზე და თქვენ დაგიკავშირდებათ ექიმი-კოორდინატორი. ის გიპასუხებთ თქვენს შეკითხვებზე მკურნალობის შესახებ, საორიენტაციოდ გამცნობთ პროცედურების ღირებულების შესახებ, ჩაგწერთ კლინკაში.

უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


გადასვლა >> 1. კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში 2. >> ონკოლოგია