საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკურნალობა უცხოეთში

თანამედროვე მსოფლიოში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები იკავებს ერთ-ერთ პირველ ადგილს, როგორც ყველაზე გავრცელებული. ყველაზე უფრო პროგრესიული და უფრო ეფექტური მკურნალობის მეთოდები საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული უცხოურ ორთოპედიაში გამოიყენებენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა აშშ, ისრაელი, გერმანია, შვეიცარია, აზიის ქვეყნებიდან ყურადღებას იმსახურებს ორთოპედია სინგაპურში, იაპონიაში, ორთოპედია სამხრეთ კორეაში ან ტაილანდში.

უცხოური ორთოპედიის ძირითად უპირატესობებს, როგორც წესი, წარმოადგენს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ თითოეულ პაციენტთან ინდვიდუალურ მიდგომას, უზრუნველყოფენ ზუსტ დიაგნოსტიკას და მკურნალობის სწორი კურსის განსაზღვრას, უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები ორთოპედიაში და თანამედროვე აღჭურვილობაუცხოურ ორთოპედიულ ცენტრებში, საშუალებას იძლევა საუკეტესო შედეგის მიღწევის.

ორთოპედიული პაციენტების რეაბილიტაციის პერიოდში სრულფასოვანი კომპლექსური პროცედურების გამოყენება, უზრუნველყოფს მკურნალობის მაქსიმალურ ეფექტს. დამატებითი უპირატესობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის საზღვარგარეთ მკურნალობაში, რა თქმა უნდა არის, კომფორტული პირობები ორთოპედიულ კლინიკებში საზღვარგარეთ და სამედიცინო პერსონალის კეთილ განწყობა და პროფესიონალიზმი.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


საზღვარგარეთ ორთოპედიის ძირითადი მიმართულებები:

  • სახსრების, კუნთების, მყესების დიაგნოსტიკა კომპიუტერული ტომოგრაფიის(CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის(MRI), ულტრაბგერითი კველვის, ასევე რენტგენოგრაფიის გამოყენებით;
  • სახსრების ენდოპროტეზირება საზღვარგარეთ(მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხრის);
  • ართროსკოპული ოპერაციები საზღვარგარეთ(მუხლის, კოჭ-წვივისა და მხრის სახსრები);
  • ტერფის ქირურგია საზღვარგარეთ(მათ შორის ტერფის ვაგუსური დეფორმაციის ქირურგიული კორექცია);
  • ოპერაციები ხრტილებზე, მათ შორის ქონდროციტების ხრტილოვანი ქსოვილის შეცვლა საზღვარგარეთ;
  • მენისკის იმპლანტაცია საზღვარგარეთ;
  • მოტეხილობების თერაპიული მკურნალობა საზღვარგარეთ;
  • წინა და უკანა ჯვარედინი მყესების რეკონსტრუქცია საზღვარგარეთ;
  • ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის ჩატარება საზღვარგარეთ;
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდის მართვა და სრული რეაბილიტაცია ტრავმის, მოტეხილობისა და ქირურგიული ჩარევის შემდგომ.

ორთოპედიული დაავადებების მკურნალობის ქირურგიული პრაქტიკის პარალელურად, საზღვარგარეთ აქტიურად ვითარდება და გამოიყენება მკურნალობის თერაპევტიული მეთოდები, კონკრეტულად კი: ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა, ორთოკინის თერაპია, ფიზიოთერაპიული მეთოდები(ლაზერით მკურნალობა, მიკროტალღოვანი თერაპია, შოკის ტალღური თერაპია), ანუალური თერაპიის ყველა ტიპები, აკუპუნქტურა. ორთოკინის თერაპიის არსი მდგომარეობს აუტოლიზური ინჰიბიტორების(ნივთიერებები, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში იმყოფებიან და ხელს უშლიან ტკივილის შეგრძნებების განვითარებას სახსრებში და ხელს უშლიან ართროზის განვითარებას) ინექციურ შეყვანაში. აღნიშნული თერაპია ფაქტიურად უმტკივნეულოა. თავდაპირველად სრულდება სისხლის აღება. შემდგომ სპეციალური პროცედურის საშუალებით, სისხლის მონოციტები სტიმულირდება ართროზის ინგიბიტორების მომატებული წარმოებისათვის. აღნიშნული პროცესი გრძელდება დაახლოებით დღე და ღამე, რის შემდეგაც დამუშავებული სისხლი შეყავთ დაავადებულ სახსარში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მკურნალობა ტარდება უშუალოდ ანთებისა და ტკივილის არეში. ამგვარი მკურნალობა ხელს უწყობს ხანგრძლივ რემისისას და ტკივილის სინდრომის მნიშვნელოვან შემცირებას. ორთოკინის თერაპია ჩვეულებრივ პაციენტების მიერ გადაიტანება დამაკმაყოფილებლად, ამასთან არ იწვევს გვერდით ეფექტებს.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკურნალობა უცხოეთშიმეორე წარმატებული თერაპევტული მეთოდი – სისხლის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა. ღეროვან უჯრედებს შესწევთ მაღალი უნარი ნებისმიერ ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნან, რაც საშუალებას იძლევა გამოიყენოს საკუთარი შემცვლელი. უჯრედების აღება ხდება ადამიანის ძვლის ტვინიდან ნარკოზის გამოყენებით მენჯის ძვლის პუნქციის საშუალებით. მკურნალობის მეთოდი ძვლის ტვინის კონცენტრატის უჯრედების გამოყენებით გამოიყენება ძვლის ნეკროზის დროს(მაგალითად ბარძაყის ძვლის თავის ნეკროზის მკურნალობის დროს), ხრტილოვანი ქსოვილისა და სახსრების დისტროფიისას, ფსევდოართროზის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანებებისა და ტრავმების დროს.

ცალკე აღსანიშნავია საზღვარგარეთ ბავშვთა ორთოპედია, რომელშიც ასევე გამოიყენება როგორც ქირურგიული, ასევე კონსერვატიული მკურნალობის მეთოდები.

თუ თქვენ გაინტერესებთ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მკურნალობა და დიაგნოსტიკა საზღვარგარეთის სპეციალიზირებულ კლინიკებში, შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი მოთხოვნა მოკლე ფორმის შევსებით: >>> კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში


>> საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

Share this...Share on Facebook
Facebook