ამპისულცილინი – AMPISULCILLIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ამპისულცილინი – AMPISULCILLIN-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ამპიცილინი+სულბაქტამი/
AMPISULCILLIN

ამპისულცილინი – AMPISULCILLIN-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკი; ნახევრადსინთზური პენიცილინი + ß-ლაქტამაზას ინჰიბიტორი
გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:
ფლაკონში 1,5 გ. შეფუთვაში 10 ც.
1 ფლ.
ამპიცილინის ნატრიუმის მარილი          1000 მგ
სულბაქტამის ნატრიუმის მარილი         500მგ


ამპისულცილინი – AMPISULCILLIN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამპისულცილინი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. იგი მოქმედებს ბაქტერიციდულად, როგორც გრამდადებით: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, ასევე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე: Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Proteus spp.,
ფარმაკოკინეტიკა:
კუნთებში შეყვანის შემდეგ პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება 30-60 წუთის შემდეგ. ხოლო მისი ინტრავენური გამოყენებისას ხანმოკლე დროში შეყვანის შემდეგ. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს. მისი 75%-80% გამოიყოფა უცვლელად შარდის მეშვეობით.

ჩვენებები:
სინუსიტი, ეპიგლოსიტი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ემპიემა;
პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
პიელონეფრიტი, პროსტატიტი, ენდომეტრიტი, ადნექსიტი;
კანის, ძვლების, სახსრების, რბილი ქსოვილებისი ინფექციები;
მენინგიტი;
ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში, აგრეთვე ინტრავენურად ინფექციების და ინფუზიების სახით.
მოზრდილებში ინიშნება – 1.5 გ ან 3 გ    6-8 საათში ერთხელ.
მაქსიმალური დოზა – 12 გ                         გაყოფილი 3-4 მიღებაზე.
ბავშვებში – 150 მგ/კგ                            6-8 საათში ერთხელ.

დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 12 საათში ერთხელ.
ხსნარის მოსამზადებლად იყენებენ საინექციო წყალს ან 0.5%-1% ლიდოკაინის ხსნარს.
პრეპარატის 750 მგ-ს ემატება 1.6 მლ; 1.5 მგ-ს – 3.2 მლ; 3 მგ-ს – 6.4 მლ გამხსნელი. მიღებული ხსნარი გამოიყენება მომზადებიდან 1 საათის განმავლობაში, რომელიც შეჰყავთ ღრმად კუნთებში.
ინტრავენური შეყვანისათვის პრეპარატს ხსნიან საინექციო წყალში, ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში და იცდიან გამჭვირვალე ხსნარის მიღებამდე ჰაერის ბუშტუკების წარმოქმნის გარეშე.
ინტრავენური შეყვანისათვის 750 მგ-ს უმატებენ 5 მლ გამხსნელს; 1.5 გ-ს – 10 მლ გამხსნელს; ხოლო 3 გ-ს – 20 მლ გამხსნელს; შეყვანა წარმოებს ნელა 5-10 წუთის განმავლობაში.
ინტრავენური ინფუზიისთვის – ფლაკონის შიგთავსს ემატება 5-10 მლ გამხსნელი და შემდეგ პრეპარატის 750 მგ იხსნება 25 მლ გამხსნელში;
1.5 გ – 50 მლ გამხსნელში, ხოლო
3 გ – 100 მლ გამხსნელში.   ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 15-30 წუთს.

გვერდითი მოვლენები:
ტკივილი ადგილობრივად კუნთებში ინექციისას და ინტრავენური შეყვანისას.
სისტემური რეაქციები: დიარეა, გამონაყარი.
იშვიათად – დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, თავის ტკივილი ღებინება, კანდიდოზი, მეტეორიზმი, სახის შეშუპება, ყელის სიმშრალე, დიზურია, სისხლდენა ცხვირიდან.
ლაბორატორიული ანალიზის მხრივ ცვლილებები:  – სისხლის შრატში ალბუმინების, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ერითროციტების, ლეიკოციტების, ბაზოფილების, ეოზინოფილების მაჩვენებლების შემცირება; კრეატინინის დონის მომატება; ერითროციტების და ჰიალინური ცილინდრების გაჩენა შარდში.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
თირკმელების უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:
საჭიროა სიფრთხილე ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგია პენიცილინების მიმართ.
არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის დანიშვნა ავადმყოფებში ინფექციური მონონუკლეოზით და ლეიკემიით, ვინაიდან შეიძლება გაძლიერდეს პაპულოზური გამონაყარი.
ჭარბი დოზირება:
აღინიშნება კრუნჩხვები.
თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ ავადმყოფებში პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა მისი მიღების შეწყვეტა და სათანადო მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფიზიკოქიმიური შეუთავსებლობის გამო პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში სხვა პრეპარატის ხსნარებთან ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: BALKANPHARMA, ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook