გლაუკომის მკურნალობა საზღვარგარეთ

მხედველობის  ორგანოების დაავადებებს შორის გლაუკომა არის ერთ-ერთი საყურადღებო. პათომორფოლოგიური თვალსაზრისით გლაუკომა წარმოადგენს თვალისშიდა წნევის მომატებას. მისი საშიში გართულებაა შეუქცევადი სიბრმავე მხედველობის ნერვის დეგენერაციის შედეგად.

სამწუხაროდ, გლაუკომა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ის ძირითადად გვხვდება 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში, თუმცა შეიძლება დაავადდეს ახალგაზრდებიც (იუვენილური გლაუკომა) და ახალშობილებიც კი (თანდაყოლილი გლაუკომა).

♦ გლაუკომის დიაგნოსტიკა საზღვარგარეთ

გლაუკომის დიაგნოზი დგინდება თვალის შიდა წნევის გაზომვის მონაცემების საფუძველზე. ეს არ არის რთული პროცედურა, ადვილად ტარდება ამბულატორიულ პირობებში.

გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს მხედველობის ორგანოს დაზიანების ხარისხის დიაგნოსტიკას. ამისათვის უცხოეთში გამოიყენება ისეთი ინსტრუმენტული მეთოდები როგორიცაა: ბადურას სისხლძარღვების დოპლეროსკოპია, მრტ, ფოტოსკანირება.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


♦ გლაუკომის მკურნალობა საზღვარგარეთ

გლაუკომის მკურნალობა საზღვარგარეთდღეისათვის საზღვარგარეთ არსებობს გლაუკომის მკურნალობის 3 ძირითადი მიმართულება: მედიკამენტოზური (კონსერვატიული), ლაზერული და ქირურგიული. უცხოეთში გლაუკომის მკურნალობას ტრადიციულად იწყებენი იმ სამკურნალო პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც ამცირებენ თვალის შიდა წნევას. დღეისათვის უცხოეთში შემუშავაბულია და წარმატებით გამოიყენება გლაუკომის მკურნალობის ახალი მეთოდები, გაცილებით ეფექტურები და უსაფრთხოები. მათ მიეკუთვნება ლაზერული ოპერაციები და ქირურგიული ჩარევები.

გლაუკომის ლაზერული მკურნალობა თანამედროვე ოფთალმოლოგიურ განყოფილებებში უმტკივნეულოა, არ არის გახანგრძლივებული და შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულად. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თვალის კაკალი არ საჭიროებს ქირურგიულ ზემოქმედებას. თუმცა, პაციენტების უმრავლესობისათვის ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდია ქირურგიული ოპერაცია.

დღეისათვის მყარადაა დამტკიცებული, რომ რაც უფრო ადრე ტარდება ქირურგიული ჩარევა, მით უფრო სტაბილურად და ხარისხიანად ნარჩუნდება მხედველობა გლაუკომიან პაციენტში. ოპერაცია შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული ღიაკუთხოვანი გლაუკომის ნებისმიერი ფორმის დროს. ასეთი ოპერაციის ხანგრძლივობა წამყვან უცხოურ ოფთალმოლოგიურ კლინიკებში არის 20წთ.

გადასვლა >> 1. კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში 2. ოფთალმოლოგია 3. გლაუკომა


 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..