პარკინსონის დაავადების მკურნალობა საზღვარგარეთ

როგორ მკურნალობენ პარკინსონის დაავადებას უცხოეთში და დსთ-ს ქვეყნებში

უცხოელმა სპეციალისტებმა შეძლეს მიეღწიათ მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის პარკინსონის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. დასავლეთ ევროპის, ისრაელის, თურქეთის და აშშ-ის ნევროლოგები და ნეიროქირურგები პარკინსონის დაავდების თერაპიის სხვადასხვა მეთოდებს. მკურნალობის პროტოკოლი დამოკიდებულია პაციენტის ფუნქციონალური დარღვევების სტადიასა და ხარისხზე.

პარკინსონის დაავადების მედიკამენტოზური მკურნალობა

უცხოეთში პარკინსონის დაავადების მედიკამენტოზური მკურნალობა გაცილებით იაფია, ვიდრე ქირურგიული ჩარევა (ზუსტი თანხა დამოკიდებულია ქვეყანასა და კლინიკაზე). მედიკამენტოზური თერაპიის სწორად შერჩეული სქემა ამცირებს იმ სიმპტომების რაოდენობას, რომლებიც მოქმედებენ პაციენტის სიცოცხლის ხარისხზე. პარკინსონის დაავადების ადრეულ სტადიაზე ექიმები ნიშნავენ დოფამინის შემცვლელ პრეპარატებს.

ანტიქოლონერგული საშუალებები, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან ტრემორს და კუნთების რიგიდობას, თუმცა არ გააჩნიათ მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი. ხშირად გამოიყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

პარკინსონის დაავადების ქირურგიული მკურნალობა უცხოეთში

სტერეოტაქსიკური აბლაცია – რადიოქირურგიული მეთოდია, რომლის დროსაც ორთქლის საშუალებით ამუშავებენ თავის ტვინის დაზიანებულ უბანს.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


თავის ტვინის ღრმა სტიმულაცია

თავის ტვინის ღრმა სტიმულაცია – არის უსაფრთხო და ნაკლებადტრავმირებადი ჩარევა ტვინში. ოპერაციისშემდგომი რეაბილიტიაცია სწრაფია – 3-4 დღე, გართულებების განვითარების რისკი – დაბალია. ეს არის პარკინსონის დაავადების ქირურგიული მკურნალობის შედარებით ეფექტური მეთოდი, ოპერაციების 90%-მა პროცენტმა აჩვენა დადებითი შედეგი.

ოპერაცია ტარდება 2 ეტაპად:

  • ადგილობრივი გაუტკივარებით – კომპიუტერით ადრე მონიშნული გზით ნეიროქირურგს შეყავს 2 ელექტროდი ტვინის ღრმა სტიმულაციისთვის.
  • საერთო ნარკოზით – ექიმი გულმკერდის არეში კანქვეშ ამაგრებს ელექტროსტიმულატორს და უერთებს მას ელექტროდებს.

ოპერაციის შემდეგ პაციენტს ურეგულირდება ძილი, აღუდგება საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციები. ამის შემდეგ ექიმი ამცირებს პარკინსონის დაავადების თერაპიისთვის აუცილებელი პრეპარატების დოზებს. თავის ტვინის ღრმა სტიმულაციის მეთოდს გააჩნია ბევრი მკაცრი წინააღმდეგჩვენება და მოითხოვს ოპერაციის წინ დეტალური დიაგნოსტიკის ჩატარებას.

პაციენტი, რომელსაც აქვს პარკინსონის დაავადების ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები, გამოკვლევას იტარებს ნევროლოგთან, ფსიქოლოგთან და ნეიროქირურგთან, ასევე იტარებს შემდეგ დიაგნოსტიკურ კვლევებს: მრტ, კტ, ელექტროენცეფალოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია.

წინააღმდეგჩვენებები:

  • პაციენტის ასაკი 75 წელზე მეტიპარკინსონის დაავადების მკურნალობა საზღვარგარეთ
  • ლევოდოფას პრეპარატზე დადებითი რეაქცია
  • სერიოზული ქრონიკული პათოლოგიების არსებობა
  • მეხსიერების დარღვევა
  • ფსიქიატრიული დაავადებები

ულტრაბგერითი სკალპელი (MRiFUS)

პარკინსონის დაავადების მკურნალობის ინოვაციური ტექნოლოგია უცხოეთში – “ულტრაბგერითი სკალპელი” ან MRiFUS. მრტ-ს კონტროლის ქვეშ ექიმი მოქმედებს თავის ტვინზე ულტრაბგერითი ტალღებით. ოპერაცია არაინვაზიურია – არ მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას. ინიშნება არაკონტროლირებადი ტრემორის აღმოსაფხვრელად.

ღეროვანი უჯრედების გადანერგვა

პარკინსონის დაავადების მკურნალობის ექსპერიმენტალური მეთოდია, რომელიც უკვე წარმატებით გამოიყენება გაფანტული სკლეროზის, ჰემორაგიული ინსულტის თერაპიაში. პაციენტს უკეთებენ ღეროვანი უჯრედების ინიექციებს, რომლებიც ასტიმულირებენ დოფამინის გამოყოფას.


გადასვლა >>  1. კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში 2. ნერვული სისტემის დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..