ანგინოლი / Anginol

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანგინოლი / Anginol-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალოე/aloe

ანგინოლი / Anginol-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: ბიოსტიმულირებული ალოეს ფოთლები (Folia Aloes arborescentis) – 1გ/მლ; დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, მეთილპარაბენი, 96% ეთანოლი, გამოხდილი წყალი;
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ფერმენტებს, ვიტამინებს, ანტრაგლიკოზიდ ალოინს, თავისუფალ ანტრაქინონებს ემოდინს და ქრიზოფანოლს, ბიოგენურ სტიმულატორებს, პოლისაქარიდებს, მიკროელემენტებს.


ანგინოლი / Anginol აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები
,,ანგინოლ”-ს ახასიათებს ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება. ბიოგენური სტიმულატორების შემცველობის გამო იცავს ორგანიზმს გაციებისგან, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებებისადმი.
ემოდინი დოზაზე დამოკიდებულებით აინჰიბირებს Helicobacter pylori – ს ზრდას N- არილამინ აცეტილტრანსფერაზას აქტივობის შემცირების გზით. დადგენილია, რომ ემოდინი ახდენს პირდაპირ ვიროციდულ მოქმედებას Herpes simplex – ის, Varicella zoster – ის და გრიპის ვირუსებზე.
ალოეს შემადგენლობაში შემავალი პოლისაქარიდები მიკროელემენტებთან -თუთიასთან, სელენთან, სპილენძთან კომპლექსში განსაზღვრავენ პრეპარატის იმუნომოდულატორულ მოქმედებას.

ჩვენებები
• გაციება;
• ანგინა (ტონზილიტი);
• ლარინგიტი;
• ფარინგიტი;
• სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
• ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება ინფექციური დაავადებების მიმართ;

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად საკვების მიღებამდე. შეიძლება სიროფის წყალში განზავებული სახით მიღება.
მოზრდილებში: 15მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 10მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 8 წლიდან 12 წლამდე: 5მლ სიროფი 3-ჯერ დღეში (სასურველია კუნსულტაციის გავლა ექიმთან).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 3–დან 7 დღემდე ჩვენების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
შეიძლება ადგილი ჰქონდეს დისპეფსიას, გულძმარვას, ტკივილებს მუცლის არეში, დიარეას, მენჯის ღრუს ორგანოებთან სისხლის გაძლიერებულ მიდინებას, მენსტრუალური სისხლდენის გაძლიერებას, საშვილოსნოს ტონუსის მომატებას ორსულობის პერიოდში მიღების შემთხვევაში, ალერგიულ რეაქციებს.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
• ჰემორაგიული სისხლდენა, მეტრორაგია (მუცლის ღრუს ორგანოებში სისხლის მიდინების გაძლიერების გამო);
• ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი, აპენდიციტი, კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი, მუცლის ტკივილი;
• შაქრიანი დიაბეტი;
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

ორსულობა და ლაქტაცია
,,ანგინოლი”-ს სიროფი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:,,ანგინოლ’’-მა სპირტის შემცველობის გამო შეიძლება გავლენა მოახდინოს ყურადღების კონცენტრირებაზე ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს.
სიფრთხილე: პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ეთანოლის შემცველობის გამო სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში!
პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის კალიუმით გაღარიბება და გააძლიეროს საგულე გლიკო¬ზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას იზრდება ორგანიზმში კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი. პრეპარატი ახდენს საფაღარათო საშუალებების მოქმედების პოტენცირებას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 100მლ ფლაკონი # 1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook