ანგიოფლუქსი / Angioflux

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანგიოფლუქსი / Angioflux-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სულოდექსიდი/sulodexide

ანგიოფლუქსი / Angioflux-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები, პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები


ანგიოფლუქსი / Angioflux აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
სულოდექსიდი……. 250 სე
დამხმარე ნივთიერებები: მიგლიოლი 812, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კრისტალური კვარცი.
საინექციო ხსნარი:

ამპულაში 2 მლ, # 10

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტითრომბული და ჰიპოლიპიდემიური საშუალება, ჰეპარინოიდი. ანგიოფლუქსს გააჩნია ანტიკოაგულაციური, ანტიაგრეგაციული, ფიბრინოლიზური და ანგიოპროტექტული მოქმედება. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, შედედების აქტივირებულ X ფაქტორს, ზრდის პროსტაციკლინის სინთეზს და სეკრეციას, აქვეითებს სისხლის პლაზმაში ფიბრინოგენის შემცველობას. ანგიოფლუქსი ზრდის ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის დონეს და აქვეითებს ქსოვილოვანი პლაზმინოგენის ინჰიბიტორის შემცველობას სისხლში. ანგიოფლუქსის ჰიპოლიპიდემიური ეფექტი განპირობებულია ლოპოპროტეინლიპაზას აქტივობის მომატებით და ათეროგენული ლიპოპროტეიდების კატაბოლიზმის დაჩქარებით. ანგიოფლუქსი თრგუნავს სისხლძარღვთა კედლის გლუვკუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციას, ხელს უწყობს სისხლძარღვის ენდოთელიუმის სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას, ახდენს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას სისხლში პრეპარატი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 60 წუთში. 90% აბსორბირდება სისხლძარღვების ენდოთელიუმის მიერ (სადაც პრეპარატის კონცენტრაცია 20-30 ჯერ აღემატება სხვა ორგანოების ქსოვილებში მის კონცენტრაციას).  მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. ანგიოფლუქსი გამოიყოფა თირკმელებით; ინტრავენურად შეყვანილი დოზის 50% გამოიყოფა 24 სთ-ში, 67% გამოიყოფა 48 სთ-ში;

ჩვენებები
ქრონიკული ვენური წყლული, ფლებოპათია, ღრმა ვენების თრომბოზი.
პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზი თრომბის წარმოქმნის რისკით.
ანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტის დროს: მიკროანგიოპათია (ნეფროპათია, რეტინოპათია, ნეიროპათია) და მაკროანგიოპათია (დიაბეტური ტერფი, ენცეფალოპათია, კარდიოპათია).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მეორადი პროფილაქტიკის მიზნით).

მიღების წესი და დოზები
1 კაფსულა 2-ჯერ დღეში კვებათა შორის ინტერვალში. მკურნალობა იწყება ანგიოფლუქსის ინექციით 15-20 დღე, გრძელდება ანგიოფლუქსის კაფსულებით 30-40 დღე.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს მეორადი პროფილაქტიკის მიზნით ანგიოფლუქსი მიიღება მწვავე ინფარქტის 7-10 დღიდან 1ამპულა 1-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 12 თვის განმავლობაში;
ანგიოფლუქსით მკურნალობის სრული კურსი მეორდება მინიმუმ 2-ჯერ წელიწადში.
ექიმის გადაწყვეტილებით მედიკამენტის დოზა და ჯერადობა შეიძლება შეიცვალოს

გვერდითი მოვლენები
იშვიათად ვითარდება გასტრო-ინტესტინალური დარღვევები, ღებინება და ეპიგასტრალგია

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
– ვინაიდან ანგიოფლუქსის მოლეკულური ფორმულა ჰეპარინის მსგავსია, პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ჰეპარინის და ჰეპარინოიდების მიმართ.
– ჰემორაგიული დიათეზი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებსა და ახალშობილებში, პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, ექიმის

განსაკუთრებული მითითებები
ჭარბი დოზირება:
ვითარდება სისხლდენა. მკურნალობა: 1% პროტამინის სულფატი (3 მლ ი/ვ).
სიფრთხილის ზომები
ანგიოფლუქსის გამოყენებისას აუცილებელია კოაგულოგრამის რეგულარული კონტროლი.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ანგიოფლუქსი აძლიერებს ჰეპარინისა და სხვა ანტიკოაგულანტების ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

გამოშვების ფორმა: 250 ლ.ე. რბილი კაფსულა №50

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: AESCULAPIUS Farmaceutici S.r.l. იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook