ანტილიპიდი-USA / AntiLipid-USA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანტილიპიდი-USA / AntiLipid-USA-ის საერთაშორისო  დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ანტილიპიდი-USA / AntiLipid-USA-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლიპიდური ცვლის დარღვევების დროს კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში გამოსაყენებელი საშუალებები


ანტილიპიდი-USA / AntiLipid-USA აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:

ლათინური დასახელება ქართული დასახელება მგ
Policosanol (sugar cane extract) პოლიკოზანოლი (შაქრის ლერწმის ექსტრაქტი) 10
Plant Sterol Complex (40% beta-sitosterol) მცენარეული სტეროლები (40% ბეტა-სიტოსტეროლი) 400
Niacin ნიაცინი (B3 ვიტამინი, ნიკოტინის მჟავა) 50
Guggul Extract (Commiphora mukul) (Standardized for 2,5% guggulsterones)(resin) გუგგლის ექტრაქტი (კომიფორა მუკული) (მინ. 2,5% გუგგლსტერონები) 100
Cayenne Pepper Powder (40000 HU/G) (fruit) კაიენური წიწაკის ფხვნილი 50
Garlic Bulb Powder ნივრის ბოლქვის ფხვნილი 50

სხვა კომპონენტები: ბრინჯის ფქვილი (Rice flour), მცენარეული ცელულოზა (Vegetable cellulose), მცენარეული მაგნიუმის სტეარატი (Vegetable magnesium stearate)

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტილიპიდი-USA –ს შემადგენლობაში შემავალი ანტილიპიდური და ანტიქოლესტერინული კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს მის კომპლექსურ, მრავალმხრივ მოქმედებას:

პოლიკოზანოლი არის შაქრის ლერწმისგან მიღებული ნივთიერება, რომელიც თითქმის 50%-ით აქვეითებს ფერმენტ HMG Co A რედუქტაზას წარმოქმნას, რომელიც გარდაქმნის 3 ჰიდროქსი 3 მეთილ გლუტარილ კოენზიმ A-ს მევალონის მჟავად. მევალონის მჟავა კი წარმოადგენს ქოლესტერინის წინამორბედს (ქოლესტერინის სინთეზის ადრეული ეტაპი), შესაბამისად ამცირებს ღვიძლში ქოლესტერინის წარმოქმნას. პოლიკოზანოლი, ჰეპატოციტებში ლიპაზას გააქტიურების გზით, ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) დაშლას, აძლიერებს მათ დაჟანგვას, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის მომატებით ავლენს ვაზოპროტექტორულ მოქმედებას. პოლიკოზანოლი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას პროსტაგლანდინების სინთეზზე ზემოქმედებით (ამცირებს თრომბოქსან A2-ის დონეს და ზრდის პროსტაციკლინის დონეს შრატში), შესაბამისად აქვეითებს თრომბის წარმოქმნის რისკს.
პოლიკოზანოლის მიღება 10-20 მგ დღეში ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს 17-21%-ით, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (LDL) დონეს 21-29%-ით და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს – 8-15%-ით.
კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაციით პოლიკოზანოლი წარმოადგენს კლასიკური ანტილიპიდური საშუალებების – სტატინების მცენარეულ ალტერნატივას.

მცენარეული სტეროლები (40% ბეტა-სიტოსტეროლი) – თრგუნავენ ნაწლავებიდან ქოლესტეროლის აბსორბციას, ამცირებენ საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს სისხლში 7-14 %-ით გვერდითი მოვლენების გარეშე. ბეტა-სიტოსტეროლი ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს შრატში 10-20%-ით.
ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის (ADA) მონაცემებით, მცენარეული სტეროლები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის შემცირებით, ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს.
FDA დაამტკიცა მცენარეული სტეროლების ანტიქოლესტერინული მოქმედება და მიანიჭა მათ სტატუსი “health claim”.
FDA ბეტა სიტოსტეროლის მწარმოებლებს აძლევს უფლებას განაცხადონ, რომ ბეტა სიტოსტეროლი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა) – ამცირებს შრატში – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს 10-25%-ით, ტრიგლიცერიდებს 25-30%-ით, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს 15-35 %-ით.

გუგგლის ექტრაქტი (კომიფორა მუკული) (მინ. 2,5% გუგგლსტერონები) – არის ნაღვლის მჟავების FXღ რეცეპტორების ანტაგონისტური ლიგანდი, რომელთა ბლოკირებით და ფერმენტ HMG Co A რედუქტაზას ინჰიბირებით, თრგუნავს ღვიძლში ქოლესტეროლის სინთეზს. ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაშლას, მათი რეცეპტორების აქტივობის გაზრდით. ამცირებს ცხიმებისა და ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებიდან. გააჩნია ფიბრინოლიზური აქტივობა, ამცირებს თრომბოციტების ადჰეზიურობას. ლიპიდების პეროქსიდაციაზე პასუხისმგებელი ფერმენტების ინჰიბირებით, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. თირეოიდული ჰორმონის წარმოქმნის სტიმულაციით, ავლენს ძლიერ თერმოგენულ ეფექტს, რაც აძლიერებს მეტაბოლიზმს და ზრდის ორგანიზმის მიერ ნახშირწყლებისა და ცხიმების წვას.
კლინიკური კვლევების მიმოხილვები აჩვენებს, რომ გუგგლის ექსტრაქტი ამცირებს ქოლესტერინის დონეს 14-27%-ით, ტრიგლიცერიდების დონეს – 22-30%-ით, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს 12,5%-ით, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს 16%-ით. ამცირებს ოქსიდანტუს სტრესს 33,3%-ით. ამასთანავე პაციენტთა 26%-ს აღენიშნება ეკგ-ს ნორმალიზება, 59%-ს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

კაიენური წიწაკის ფხვნილი – ძირითადი მოქმედი ნივთიერება – კაპსაცინი. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა ლიპიდების დონის გაუმჯობესებისათვის. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს თღPV1 რეცეპტორის აქტივაციის გზით, აინჰიბირებს ადიპოგენეზს პრეადიპოციტში და ადიპოციტში, რითაც თრგუნავს ცხიმების წარმოქმნას, ზრდის მათ დაჟანგვას. ამცირებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, ავლენს ფიბრინოლიზურ მოქმედებას და ხელს უშლის თრომბის ფორმირებას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. კაიენური წიწაკის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი – რუტინი იცავს სისხლძარღვის კედლებს დაზიანებისაგან.
კვლევები ადასტურებს კაპსაცინის ჭარბი წონის საწინააღმდეგო ეფექტს.

ნივრის ბოლქვის ფხვნილი – კვლევების მეტაანალიზმა აჩვენა ნივრის დადებითი გავლენა გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს, განსაკუთრებით ლიპიდური დონის რეგულაციაზე – აინჰიბირებს ქოლესტეროლის სინთეზს ღვიძლში და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ოქსიდაციას. ზრდის ფიბრინოლიზურ აქტიურობას და თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. ავლენს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას (ამცირებს სისხლის წნევას 7-8%-ით).

ანტილიპიდი-USA კომბინირებული მოქმედებით ხელს უშლის ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებისა და სისხლძარღვების თრომბოზის განვითარებას.

ჩვენებები:
ანტილიპიდი-USA გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს:
– IIა და IIბ ტიპის პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის დროს
– დისლიპიდემია, კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია
– ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
– გულ-სისხლძარღვთა დარღვევების (ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, თრომბოზი, ათეროსკლეროზი) პროფილაქტიკა
– მეტაბოლური სინდრომი
– შაქრიანი დიაბეტის ტიპი II-ს დამხმარე თერაპია
– რევასკულარიზაციის პროცედურების შემდეგ გართულებების პროფილაქტიკისთვის (კორონარული არტერიების შუნტირება, კანში ტრანსლუმინალური ანგიოპლასტიკა)
– სტატინების აუტანლობა (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია, მიოპათია, რაბდომიოლიზი, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები)
– ჭარბი წონა

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
ანტილიპიდი-USA მიიღება 1 კაფსულა ჭამის შემდეგ 1-2-ჯერ დღეში (საჭიროების გათვალისწინებით)
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და განსაზღვრავს ექიმი.

გვერდითი მოვლენები:
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ერთეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს დისპეფსიური სიმპტომები (მეტეორიზმი, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა)

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ანტილიპიდი-USA –ს შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (ინიშნება ექიმის კონსულტაციით რისკისა და სარგებლის შეფასებით) 18 წლამდე ასაკი (საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო)

განსაკუთრებული მითითებები:
იმის გამო, რომ პოლიკოზანოლი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ანტილიპიდი-USA სიფრთხილით გამოიყენება ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინი) და ანტიაგრეგანტებთან (ასპირინი, კლოპიდოგრელი, პრაზუგრელი)
ეზეტიმიბმა და პრავასტატინმა შესაძლოა შეამციროს ბეტა-სიტოსტეროლის ეფექრუტობა.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
არ ვლინდება

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: Norax Supplements, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook