ანტი-ანგინი – ANTI-ANGIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანტი-ანგინი – ANTI-ANGIN-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქლორჰექსიდინი, ტეტრაკაინი, ასკორბინის მჟავა/Chlorhexidine, Tetracaine, Ascorbic acid

ანტი-ანგინი – ANTI-ANGIN-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება+ადგილობრივი ანესთეტიკი


ანტი-ანგინი – ANTI-ANGIN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


წამლის ფორმა:
პასტილები, პასტილები (შაქრით), პასტილები (თაფლით), საწუწნი ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, ახდენს ანტისეპტიურ და ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას: ამუხრუჭებს ტკივილის რეცეპტორების აგზნებას.
ქლორჰექსიდინი ახდენს სწრაფ და გამოხატულ ბაქტერიციდულ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, ასევე ფუნგიციდურ მოქმედებას.
ტეტრაკაინი – ადგილობრივი ანესთეზიური საშუალება, ეფექტი დგება მიღებიდან 1-2 წუთის შემდეგ.
ასკორბინის მჟავა ამაღლებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.

ჩვენებები:
პროფილაქტიკა და მკურნალობა:
პირის ღრუსა და პირხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (გინგივიტი, სტომატიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ანგინის დასაწყისი სტადია, პარადონტოზი, კბილის ექსტრაქციისა და ტონზილექტომიის შემდგომი მდგომარეობა).

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი (5 წლამდე – ფორმულა ანტი-ანგინი, 6 წლამდე – დრილი).
* ორსულობა I ტრიმესტრი.
* სიფრთხილით: ორსულობა II – III ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები.

მიღების წესი და დოზირება:
ადგილობრივად (ტაბლეტები, პასტილები გააჩერეთ პირში სრულ გადნობამდე).
ფორმულა ანტიანგინი: მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – დღეში  6 პასტილი ან ტაბლეტი 2 სთ-იანი ინტერვალით;
5-10 წლის ბავშვები – დღეში 3 პასტილი ან ტაბლეტი 4 სთ-იანი ინტერვალით.
დრილი: 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 1 პასტილი 4-ჯერ დღეში ყოველ 2 სთ – ში, 6-15 წლის ბავშვები – თითო პასტილი 2-3-ჯერ დღეში 4 სთ-იანი ინტერვალით.

განსაკუთრებული მითითებები:
5 დღეზე მეტი ხნით პრეპარატის მიღება არასასურველია პირის ღრუსა და ხახის ნორმალური მიკროფლორის შესაძლო დარღვევის გამო. პრეპარატის მიღების შემდეგ არ არის რეკომენდებული საჭმლის, სასმელის მიღება, კბილების გაწმენდა 1-2 სთ-ის მანძილზე.
შეიძლება გავლენა მოახდინოს ანტიდოპინგური კონტროლის შედეგზე.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დრილის 1 პასტილი შეიცავს 8 კკალ -ს.

ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული რამდენიმე ადგილობრივი ანესთეტიკის მიღება.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook