ანტი-რეფლუქსი / Anti-Reflux-B

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანტი-რეფლუქსი / Anti-Reflux-Bის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ანტი-რეფლუქსი / Anti-Reflux-B-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები


ანტი-რეფლუქსი / Anti-Reflux-B აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები:
ადიუვანტური თერაპია,გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) სიმპტომების შემსუბუქებისთვის.

შემადგენლობა:
ალოე ვერას ფოთლების გელი,  ნივთიერება ანტრაქინონის
მოქმედი ნივთიერებები: აცემანანის, გლუკომანანის, ალოინის მსგავსი ანთრაქინონ გლიკოზიდის, ალოე-ემოდინის და ბარბალოინის შემცველი პოლისაქარიდები.

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმები
ალოეს ვერას გელი შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებებს ჭრილობების შეხორცებისთვის,  სითბოსთან დაკავშირებული დაზიანების მკურნალობისთვის, დამწვრობის და ანთების შემსუბუქებისათვის.  ალოე ვერას თერაპიულ გამოყენებებს შორის არის მისი გამოყენება, როგორც გასტროზეზოფაგური დაავადების (GERD) სამკურნალო საშუალება. აცემანანი, რომელიც არის ალოე ვერას გელის მთავარი შემადგენელი, აქვს იმუნომასტიმულირებელი თვისებები.
ალოე ვერა არის პოპულარული სამკურნალო საშუალება, კუჭ-ნაწლავის ფართო სპექტრის დარღვევების სამკურნალოდ.  ალოე ვერამ გამოამჟღავნა GI ფუნქციის სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესება, მათ შორის, ჯანმრთელ ადამიანებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის PH-ის.
კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ალოე ვერა ამცირებს  ლეიკოციტების ადჰეზიას და TNF-α -ს დონეს, იწვევს ინტერლეიკენ-10 ის ზრდას, და ასე, აჩქარებს კუჭის წყლულის შეხორცებას. როგორც აღმოჩნდა, ალოე ვერას წყლულის საწინააღმდეგო თვისებები აქვს მისი ანთებისსაწინააღმდეგო, ციტოპროტექტორული, საანესთეზიო და ლორწოს მასტიმულირებელი თვისებების გამო.
კვლევების შედეგების შესაბამისად, ალოე ვერას აქვს კარგი პოტენცია მჟავისა და პეპსინის სეკრეციის შემცირების, და იმის გამო, რომ ეს ორი ფაქტორი ასრულებს მთავარ როლს საყლაპავის დაზიანებაში, ამ მცენარეს აქვს ეფექტი GERD ის მკურნალობაში. მეორე მხრივ, ამ მცენარემ, მრავალ კვლევაში აჩვენა ანთებისსაწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები, და თუ GERD-ს თან ახლავს დაზიანება და ანთება, ამ შემთხვევაში, ალოე ვერას ექნება სასურველი ეფექტები.
ალოე ვერას გელის მოქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის ცნობილი.

დოზირება და მიღების წესი:
1-2 ჩაისკოვზი (5-10 მლ) საუზმემდე და ძილის წინ.

უკუჩვენებები და გაფრთხილებები
• ალოე ვერაზე მომატებული მგრძნობელობა
• ორსულობა და ვინც გეგმავს ორსულობას
არ არის ინფორმაცია ალოე ვერას გელის ლაქტაციის პერიოდში გამოყენებაზე.

გვერდითი მოვლენები
ზოგადად, ალოე ვერას გელის ორალური გამოყენება კარგი ამტანობით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, ალოე ვერას გელის ჩაყლაპვისა  და ადგილობრივი გამოყენების დროს დაფიქსირდა დერმატიტები.
in vivo კვლევის შემთხვევაში, ალოე ვერას გელის მიღების გამო, დაფიქსირდა შრატში თიროიდული პროტეინების(T3, T4)  დონის შემცირება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმება არ გამოვლენილა

ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება
ორსულობის  პერიოდში არ მიიღება. არ არის ინფორმაცია ალოე ვერას გელის ლაქტაციის პერიოდში გამოყენებაზე.

დამატებითი შენიშვნები
• გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ
• სხვა მედიკამენტების მსგავსად ანტი-რეფლუქსის სიროფი შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.
• შარდის ფერის შეცვლა მოყავისფრო-ყვითლად ან წითლად არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი და შეიძლება იყოს ანტრაქინონის მეტაბოლიტების გამო,  რომლებიც შეიძლება მოხვდნენ ექსტაქციისას.
• შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

გამოშვების ფორმა: სიროფი 120მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook