ანტისოლი / ANTISOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანტისოლი / ANTISOL-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ანტისოლი / ANTISOL-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები, რეპელენტები


ანტისოლი / ANTISOL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები:
ანტისოლი გამოიყენება მოზრდილებსა და 1 თვის ასაკიდაან ბავშვებში მწერების
(კოღო, ბუზი, კრაზანა, ფუტკარი, ბზიკი, ტკიპა, ქინქლა) ნაკბენებისაგან თავის  დასაცავად სხეულის ღია ადგილებში გარეგანად წასასმელად.
ანტისოლი წარმოადგენს უსაფრთხო  და არატოქსიურ რეპელენტს, რომლის გამოყენება დასაშვებია ერთი თვის ასაკიდან. ანტისოლის შემადგენლობაში შედის რეპელენტი IR 3535, (3-ამინოპროპიონის მჟავას ეთილის ეთერი) ა.შ.შ. გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ
რეგისტრირებულია, როგორც ეფექტური და უსაფრთხო რეპელენტი, რომელიც აკმაყოფილებს მათ სტანდარტებს ასევე შეიცავს ლავანდის, ლიმონის და ვანილის ეთეროვანი ზეთებს,  ლავანდის ყვავილი შეიცავს 1,2-2,3% ეთერზეთებს (ლინალინ აცეტატი40-50%, ლინალოოლი30-40%, ცინეოლი 10%, კამფორა 2-3%, ბორნეოლი 3-4%) ანტისოლს გააჩნია: ინსეკტიციდური   ანთების საწინაღმდეგო,  ანტიმიკრობული,  შემახორცებელი,  ტკივილგამაყუჩებელი მადეზორირებელი მოქმედება ანტისოლის გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის, მათ შორის მგრძნობიარე კანის შემთხვევაში.
ანტისოლის აეროზოლის გამოყენება მოსახერხებელია დიდ ფართზე და მასიური დაკბენის საფრთხის დროს. ანტისოლი დაიტანება სხეულის ტანსაცმლისგან დაუფარავ ნაწილებზე, მათ შორის სახეზე 1-2 ჯერ დღეში ან 3-4 ჯერ დღეში მაქსიმალური დაცვისთვის.

მიღების წესი და დოზირება:
ანტისოლი დაიტანება სხეულის ღია ნაწილებზე შეზელვის გარეშე: სახეზე, ხელებზე, კისერზე, ქვედა კიდურებზე. მწერებისაგან დაცვის ხანგრძლივობა შეადგენს 2 სთ-ზე მეტ ხანს. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურას იმეორებენ.

სიფრთხილე:
ანტისოლის გამოყენება დღეღამეში 4-ჯერ უფრო მეტად (ბავშვებისათვის 2-ჯერ უფრო მეტად) დაუშვებელია. პრეპარატის თვალისა და კანის დაზიანებულ უბანზე დატანება დაუშვებელია. ანტისოლის თვალში მოხვედრისას რეკომენდირებულია მისი წყლით გასუფთავება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება საკვები პროდუქტებისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: სპრეი 70 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: გემი, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook