ანტიფლუ – ANTIFLU

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანტიფლუ – ANTIFLU-ის საერთაშორისო დასახელება: აცეტამინოფენი, ფლორფენირამინი, ფენილეფრინი/
ACETAMINOPHENUM; PHENYLEPHRINE; CHLORPHENIRAMINE

ანტიფლუ – ANTIFLU-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გაციების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი კომბინირებული პრეპარატი.


ანტიფლუ – ANTIFLU აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 12 ტაბ., შეფუთვაში 1, 3 და 9 ბლისტერი.
1 ტაბ.
აცეტამინოფენი………………………..      325 მგ
ფლორფენირამინის მალეატი………..       2 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი…         5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, კროსკარმელოზური ნატრიუმი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი, მინერალური ზეთი, DD&C ყვითელი Ν10 ლაქი.
ხსნადი ფხვნილი პაკეტებში: შეფუთვაში 5 ც.
1 პაკ.
აცეტამინოფენი………………………….       650 მგ
ქლორფენირამინის მალეატი………….       4 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი….          10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ასკორბინის მჟავა, შაქარი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, არომატიზატორი ლიმონის გემოთი, სამფუძიანი ნატრიუმის ციტრატი, სახამებელი, ტიტანის დიოქსიდი, ტრიკალციუმის ფოსფატი, საღებავები: D&C ყვითელი Ν10, FD&C ყვითელი Ν6.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აცეტამინოფენს (პარაცეტამოლი) აქვს ანალგეტიკური, სიცხის დამწევი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილს.
ქლორფენირამინის მალეატი ხსნის ცხვირის, ცხვირ-ხახის და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ამცირებს თვალის ქავილს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – სიმპატომიმეტიკი – იწვევს ზედა სასუნთქი გზების სისხლძარღვების შევიწროებას, ამცირებს ცხვირ-ხახის ლორწოვანის შეშუპებას, ჰიპერემიასა და სურდოს, რინიტებისა და ნაზოფარინგიტების დროს.

ჩვენებები:
ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომების (ჰიპერთერმია, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო) და გრიპის დროს.

მიღების წესები და დოზირება:
ტაბლეტები
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით ინიშნება 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ ყოველ 4 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 8 ტაბლეტისა დღე-ღამეში.
ერთჯერადი დოზები ბავშვებისათვის დამოკიდებულია სხეულის წონასა (10-15 მგ აცეტამინოფენი 1 კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით) და ბავშვის ასაკზე. საორიენტაციოდ შეადგენს: 6-12 წლამდე ბავშვებისთვის 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში.
მიღებებს შორის ინტერვალი არაუმცირეს 6 საათისა.

ხსნადი ფხვნილი
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: 1 პაკეტი 4-ჯერ დღეში. პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ჭიქა (175 მლ) ცხელ წყალში.
აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ ყოველ 4 სათში ერთხელ, მაგრამ არ აუმეტეს 4-ჯერ მიღებისა 24 საათის განმავლობაში. შესაძლებელია შაქრის ან თაფლის დამატება გემოვნებით.

გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, ალკოჰოლთან ერთად პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედება.
ცნსის მხრივ: ძილიანობა, ძილის დარღვევა, მომატებული აგზნებადობა (განსაკუთრებით ბავშვებში).
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, კვინკეს შეშუპება.
სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია.

უკუჩვენებები:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, სისხლის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე პათოლოგიები, არტერიული ჰიპერტენზია, სისხლძარღვთა სპაზმისადმი მიდრეკილება, გლაუკომა, შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, ფილტვების ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის ხანგრძლივობა – არა უმეტეს 3 დღე. სათანადო თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის, რომელიც 3 დღის მკურნალობის ფონზე მაინც შენარჩუნებულია, ასევე ახალი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, სავარაუდოა უფრო სერიოზული დაავადების არსებობა, რის გამოც სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ პოტენციურად საშიშ საქმიანობებს, სტარანსპორტო საშუალების მართვას და მუშაობას მექანიზმებთან. არ არის რეკომენდული ალკოჰოლის მიღება.

ჭარბი დოზირება:
შესაძლოა გამოვლინდეს აგზნებადობა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა. მკურნალობა სიმპტომურია. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ სამედიცინო დახმარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული მიღება საძილე, ფსიქოტროპულ და ალკოჰოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად. ალკოჰოლთან და ბარბიტურატებთან კომბინაციაში აცეტამინოფენის ჰეპატო-ნეფროტოქსიკურობა ძლიერდება. საძილე და სედატიურ საშუალებებთან, ნეიროლეპტიკებთან, ტრანკვილიზატორებთან, ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას არსებითად ძლიერდება ქლორფენირამინის მალეატის დამთრგუნველი ზემოქმედება ცნს-ზე. აცეტამინოფენი ანელებს ანტიბიოტიკების გამოყოფას ორგანიზმიდან. ტეტრაციკლინებთან კომბინაციაში იზრდება ანემიისა და მეთჰემოგლობინემიის განვითარების რისკი.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ამცირებს რეზერპინისა და ოქტადინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook