აპდილ-H – APDYL-H

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აპდილ-H – APDYL-H-ის კლინკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველების საწინააღმდეგო მცენარეული სიროფი

აპდილ-H – APDYL-H-ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
10 მლ სიროფის შემადგენლობაში შედის შემდეგი მცენარეების წყლიანი ექსტრაქტები:
Adhatoda vasika…………………  150მგ;
Glycyrrhiza glabra……………….   75მგ;
Piper longum…………………….   10მგ;
Alpinia galanga…………………… 100მგ.
არომატიზებული ფუძე კონსერვანტებთან ერთად.


აპდილ-H – APDYL-H აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
აპდილ – H მცენარეული ამოსახველებელი პრეპარატია. იგი ამცირებს ყელის ტკივილს, ანთებით პროცესს და ალერგიას.
Adhatoda vasika-ს ფოთლების ექსტრაქტი სუნთქვის სისტემის მასტიმულირებელი და ბრონქოლიზური მოქმედებით ხასიათდება.
Glycyrrhiza glabra-ს ფესვების ექსტრაქტი ხასიათდება დამარბილებელი, ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ის ამცირებს ლორწოს სიბლანტეს და ხელს უწყობს მის გამოყოფას.
Piper longum-ს ნაყოფს ახასიათებს ანტიბიოტიკების მსგავსი მოქმედება. ის გამოიყენება ბრონქული ასთმის შეტევების კუპირებისთვის. ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება.
Alpinia galanga გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება.

ჩვენება:
ხველება და პათოლოგიური სქელი ლორწოს წარმოქმნის და მისი გამოყოფის დარღვევით მიმდინარე სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში -1/2-1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.
მოზრდილებში- 1-2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას 8-150C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: 100 მლ ფლაკონი

აფთიაქიდან გაცემის პირობები გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: Ajanta Pharma Limited, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook