არიფამი / ARIFAM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

არიფამი / ARIFAM-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ამლოდიპინი, ინდაპამიდი/ amlodipine, indapamide

არიფამი / ARIFAM-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები


არიფამი / ARIFAM აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


1. რა არის არიფამი და რა შემთხვევაში გამოიყენება
არიფამი ინიშნება ჩანაცვლებითი თერაპიის სახით მაღალი არტერიული წნევის მკურნალობისას (ჰიპერტენზია) პაციენტებში, რომლებიც ინდაპამიდს და ამლოდიპინს იღებენ ცალკე ტაბლეტების სახით იმავე დოზებით.
არიფამი შეიცავს ორ მოქმედ ნივთირებას: ინდაპამიდი და ამლოდიპინი.
ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმელებით გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი გამოირჩევა სხვებისგან, რადგან ის იწვევს თირკმელებით შარდის გამოყოფის მხოლოდ უმნიშვნელო გაძლიერებას. ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის არხების მაბლოკირებელს (მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების კლასს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნების გზით, რის შედეგედაც მათში სისხლი ადვილად გადის. ორივე მოქმედი ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას.

2. რა უნდა ვიცოდეთ არიფამის მიღების დაწყებამდე
არიფამი არ უნდა მიიღოთ:
• თუ თქვენ გაქვთ ალერგია ინდაპამიდზე ან ნებისმიერ სხვა სულფანილამიდურ პრეპარატზე (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების კლასი), ამლოდიპინზე ან კალციუმის არხების ნებისმიერ სხვა მაბლოკირებელზე (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების კლასი) ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6). ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ქავილით, კანის გაწითლებით და სუნთქვის გაძნელებით.
• თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),
• თუ აღგენიშნებათ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან   კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული წყვეტს ორგანიზმის სისხლით საკმარისად მომარაგებას),
• თუ გულის შეტევის შედეგად აღგენიშნებათ გულის უკმარისობა,
• თუ აღგენიშნებათ თირკმელების სერიოზული დაავადება,
• თუ აღგენიშნებათ ღვიძლის სერიოზული დაავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაზიანება გამოწვეული ღვიძლის დაავადებით),
• თუ გაქვთ სისხლში კალიუმის დონე დაბალი,
• თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები გამოყენებისას
არიფამის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს თუ ადრე გადატანილი გაქვთ ან ამჟამად აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები:
• ცოტა ხნის წინ გადატანილი გულის შეტევა,
• თუ თქვენ გაწუხებთ გულის უკმარისობა, გულის შეკუმშვათა სიხშირის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება (გულის დაავადება გამოწვეული სისხლძარღვებში სისხლის არასაკმარისი ნაკადით),
• თუ აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
• არტერიული წნევის მკვეთრი მომატება (ჰიპერტენზული კრიზი),
• თქვენ მიეკუთვნებით ხანდაზმული პაციენტების ჯგუფს და გჭირდებათ დოზის მომატება,
• თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს,
• თუ იკვებებით არასრულფასოვნად,
• თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
• თუ აღგენიშნებათ დიაბეტი,
• თუ აღგენიშნებათ პოდაგრა,
• თუ უნდა ჩაიტაროთ ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციის ტესტი,
• თუ აღგენიშნებათ სინათლეზე მგრძნობელობის რეაქციები.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმის და კალიუმის დაბალი დონის ან კალციუმის მაღალი დონის გამოსავლენად.
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე მდგომარეობა შეიძლება თქვენ გეხებოდეთ, თუ გაგიჩნდათ კითხვები და ეჭვები ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები და მოზარდები
არიფამი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში და მოზარდებში.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და არიფამი
თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან უნდა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ არ უნდა მიიღოთ არიფამი:
• ლითიუმთან ერთად: (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების მკურნალობისთვის, როგორიც არის მანია, ბიპოლარული დარღვევა და რეკურენტული დეპრესია) სისხლში ლითიუმის დონის გაზრდის რისკის გამო,
• დანტროლენთან ერთად (ინფუზია, გამოყენებული სხეულის ტემპერატურის მწვავე დარღვევებისას)
თუ იღებთ რომელიმე ქვემოჩამოთვლილ პრეპარატს აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო იყოს განსაკუთრებული სიფრთხილე:
• სხვა სამკურნალო საშუალებები მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ,
• გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები (მაგ., ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი),
• პრეპარატები ფსიქიკური დარაღვევების სამკურნალოდ, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ნეიროლეპსიური საშუალებები),
• ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, მდგომარეობის, რომელიც იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში),
• ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან),
• სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, საინექციო გამოყენების ერითრომიცინი (ანტიბიოტიკები, გამოყენებული ინფექციების სამკურნალოდ),
ვინკამინი ი/ვ (გამოიყენება კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ კლინიკური გამოვლინებებით, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით ხანდაზმულ პაციენტებში),
• ჰალოფანტრინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი, გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
• პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
• მიზოლასტინი (გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ როგორიც არის თივის ცხელება),
• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ტკივილის მოსახსნელად (მაგ., იბუპროფენი) ან ასპირინის მაღალი დოზები,
• ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),
• პერორალური კორტიკოსტეროიდები, გამოენებული სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ, მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,
• პრეპარატები ფუტკარას ბაზაზე (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
• მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები
• ბაკლოფენი (კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ, რომლებიც ვითარდება ისეთი დაავადებებისას, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი),
• კალიუმის დამზოგველი დიურეზულები (ამილორიდი, სპირინოლაქტონი, ტრიამტერინი),
მეტფორმინი (დიაბეტის სამკურნალოდ),
• იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები (გამოიეყენება გამოკვლევის ჩატარებისას რენტგენის სხივებით),
• კალციუმის ტაბლეტები ან კალციუმის სხვა დანამატები
• ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი ან სხვა პრეპარატები, რომლებიც განკუთვნილია იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ, აუტოიმუნური დაავადებების, მძიმე რევმატული ან დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ,
• ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ამფოტერიცინ B (ინექცია) (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი),
• რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ეგრედწოდებული პროტეაზას ინჰიბიტორები, გამოყენებული აივ-ის სამკურნალოდ),
• რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები),
• ჰყპერიცუმ პერფორატუმ (კრაზანა),
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები),
• სიმვასტატინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის და     ცხიმების დონის დაქვეითებისთვის (ტრიგლიცერიდები) სისხლში,
ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ).

არიფამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ არიფამს არ უნდა მიიღონ გრეიფრუტი ან გრეიფფრუტის წვენი, რადგან მისმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მოქმედი ნივთიერების – ამლოდიპინის დონის მომატება, რამაც შეიძლება განაპირობოს არიფამის ჰიპოტენზური ეფექტის არაპროგნოზირებადი მომატება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აგრეთვე გაქვთ ორსულობაზე ეჭვი ან გეგმავთ ორსულობას ამ პრეპარტის მიღებამდე გაიარეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
მოცემული პრეპარტი ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ იგეგმება ორსულობა ან დგინდება ორსულობის ფაქტი, რაც შეიძლება ადრე უნდა განხორციელდეს ალტერნატულ თერაპიაზე გადასვლა.
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ არიფამი არ უნდა მიიღოთ. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ამას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს აცნობეთ ექიმს.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არიფამმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ტაბლეტის მიღების შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, აღგენიშნებათ თავბრუსხვევა დაღლილობა ან თავის ტკივილი არ დაჯდეთ საჭესთან, არ მართოთ მექანიზმები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მოცემულ შემთხვევაში უნდა მოერიდოთ ავტომობილის მართვას და მომატებული ყურადღების მომთხოვნ სხვა ქმედებებს.
არიფამი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ აღგენიშნებათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

3. როგორ გამოიყენება არიფამი
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარტის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით.
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის დაყოლებით.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი არიფამი
ძალიან დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დაქვეითებული, სახიფათოდ დაბალი წნევაც. შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე ან დაკარგოთ გონება. შეიძლება გაგინვითარდეთ გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და შარდის მოცულობის შეცვლა. წნევის მნიშვნელოვანმა დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. კანი შეიძლება გახდეს ცივი და ნოტიო, თქვენ შეიძლება გონება დაკარგოთ. თუ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის არიფამი დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ დაგავიწყდათ არიფამის მიღება
არ ინერვიულოთ. თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა. შემდეგი დოზა მიიღეთ საჭირო დროს. არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.

თუ წყვეტთ არიფამის მიღებას
რადგან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, პრეპარატის მიღების შეწყვეგტამდე მიმართეთ თქვეს ექიმს. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოცემული მედიკამენტის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:
• უეცარად განვითარებული მსტვენავი სუნთქვა, მკერდში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (არაგავრცელებული გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 100-დან  არაუმეტეს 1 პაციენტში)
• ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)
• Eენის და ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში)
• კანის სერიოზული რეაქციები, მოცულობითი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელი სხეულის კანის გაწითლების, ბუშტუკების წარმოქმნის, კანის აქერცვლის და შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)
• გულის შეტევა, ანომალური გულისცემა (ძალაინ იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)
• სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა (პოლიმორფული  ტაქიკარდია), (სიხშირე უცნობია),
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილები მუცელში და ზურგში, ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში).
აღწერილია შემდეგი გავრცელებული გვერდითი ეფექტები. თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომები ან ისინი გრძელდება კვირაზე დიდხანს, უნდა მიმართოთ ექიმს.
გავრცელებული გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში.
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში),
• გულისცემის გახშირება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ჰიპერემია
• მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება (გულისრევა),
• კოჭ-წვივის სახსრის შეშუპება (შეშუპება), დაღლილობა,
• სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე,
• კანის გამონაყარი.
სხვა გვერდითი ეფექტების აღწერას მოიცავს ქვემოთ მოცემული სია. თუ აღნიშნული გვერდითი ეფექტები იღებს სერიოზულ სახეს ან აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში
• ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა,
• ტრემორი, გემოვნების ცვლილება, გონების დაკარგვა,
• კიდურების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა,
• მხედველობის დარღვევები, მხედველობის გაორება, ყურებში შუილი,
• დაბალი არტერიული წნევა,
• ცემინება/სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი),
• დეფეკაციის რითმის ცვლილება, დიარეა, ყაბზობა, საკვების გადამუშავების დარღვევა, პირის სიმშრალე, ღებინება,
• თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის ცვლილება,
• შარდის გამოყოფის დარღვევა, ღამით მოშარდვის ხშირი სურვილი, ხშირი შარდვა,
• ერექციის მიღწევის შეუძლებლობა; დისკომფორტის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში ან მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება,
• სისუსტე, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა,
• ტკივილი სახსრებსა და კიდურებში, კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი,
• სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის შემცირება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში
• ცნობიერების დაბინდვა,
• თავბრუსხვევის შეგრძნება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში.
• სისხლში უჯრედული ელემენტების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოცირტების რაოდენობის შემცირება რაც იწვევს მსუბუქ სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენას), ლეიკოპენია (ლეკოციტების რაოდენობის შემცირება რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის აუხსნელი მომატება, ყელის ტკივილი ან სხვა გრიპის მსგავსი სიმპტომები – ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება),
• სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია),
• სისხლში კალციუმის დონის მომატება,
• ნერვული დარღვევები, რომელიც იწვევს სისუსტეს, ჩხვლეტას და დაბუჟებას,
• ხველა,
• ღრძილების შეშუპება,
• მუცლის შებერილობა (გასტრიტი),
• ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი დიაგნოსტიკური ტესტის შედეგზე; ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შესძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება (ტვინის დაზიანება გამოწვეული ღვიძლის დაავადებით),
• თირკმლის დაავადებები,
• კუნთების მომატებული დაჭიმულობა,
• სისხლძარღვების ანთება, ხშირად ახლავს კანის გამონაყარი,
• სინათლისადმი მგრძნობელობა,
• დარღვევები, რომელიც მოიცავს რიგიდობას, ტრემორს ან/და მოძრაობის დარღვევებს.
უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
• შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები; ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი თქვენი მდგომარეობის შემოწმების მიზნით. შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების შემდეგი ცვლილებები:
– სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და არტერიული წნევის დაქვეითება.
– შარდმჟავას დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრა (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების სახსრებში),
– სისხლში გლუკოზის დონის მომატება, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში,
• ანომალიები ეკგ-ზე,
• ახლომხედველობა (მიოპია),
• არამკაფიო მხედველობა,
• მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი) თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
შეტყობინება გვერდით ეფექტებზე
თუ აღნიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.
გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით გვეხმარებით პრეპარატზე მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

5. როგორ ინახება არიფამი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს და კონტურულ-უჯრედულნ შეფუთვაზე ან კონტეინერზე. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არა უმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე.
წამლები არ გადააგდოთ კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა განადგურდეს წამლები, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს არიფამი
• მოქმედი ნივთიერება – ინდაპამიდი და ამლოდიპინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 1.5მგ ინდაპამიდს და 6,935მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5მგ ამლოდიპინს. ერთი ტაბლეტი შეიცავს 1,5მგ ინდაპამიდს და 13.87მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10მგ ამლოდიპინს.
• სხვა ინგრედიენტები:
• არიფამი 1,5მგ/5მგ და 1,5მგ/10მგ ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E464), მაგნიუმის სტეარატი (E572), პოვიდონი (E1201), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, დიკალციუმის დიჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი,
• არიფამი 1,5მგ/5მგ აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E572), ტიტანის ორჟანგი (E171).
• არიფამი 1,5მგ/10მგ აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E572), ტიტანის ორჟანგი (E171).
როგორ გამოიყურება არიფამი და შეფუთვის შემადგენლობა
არიფამი 1,5მგ/5მგ – მოდიფიცირებული გამოთავისუფლების, აპკიანი გარსით დაფარული, თეთრი, მრგვალი, ტაბლეტები, დიამეტრი 9მმ, გრავირებით   ერთ მხარეს.
არიფამი 1,5მგ/10მგ – მოდიფიცირებული გამოთავისუფლების, აპკიანი გარსით დაფარული, ვარდისფერი, მრგვალი, ტაბლეტები, დიამეტრი 9მმ, გრავირებით   ერთ მხარეს.
ტაბლეტები გამოდის კონტურულ-უჯრედული შეფუთვებში, 15, 30, 60, 90 ტაბლეტი და კონტეინერებში, 100 და 500 ტაბლეტი. ყველა ტიპის შეფუთვა შეიძლება გაყიდვაში არ იყოს.

გამოშვების ფორმა: 1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი კომპანია: Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook