ასომექსი – ASOMEX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ასომექსი – ASOMEX  საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ამლოდიპინი/AMLODIPINE

ასომექსი – ASOMEX  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის არხების ბლოკატორი.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 აბ., შეფუთვაში 5 ბლისტერი.
ასომექსი  – 2.5
1 ტაბ.
ამლოდიპინი ………..            2.5 მგ
(S – ამლოდიპინის ბეზილატის სახით)
ასომექსი-5
1 ტაბ.
ამლოდიპინი…………           5 მგ
(S – ამლოდიპინის ბეზილატის სახით)
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, კოლოიდური გაუწყლოებული სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი.


ასომექსი – ASOMEX აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
S(-) ამლოდიპინი მიეკუთვნება ამლოდიპინის წმინდა ფორმას და წარმოადგენს კალციუმის არხების ანტაგონისტს, რომელიც მიეკუთვნება დიჰიდროპირიდინების კლასს. ამლოდიპინის S(-) იზომერს გააჩნია უფრო ძლიერი ფარმაკოლოგიური მოქმედება, ვიდრე R(-) იზომერს. S(-) ამლოდიპინის დიჰიდროპირიდინულ რეცეპტორებთან კავშირი, R(-)იზომერთან შედარებით 1000-ჯერ უფრო ძლიერია. ადამიანში ამლოდიპინის ძირითადი მოქმედება მიმართულია სისხლძარღვების გაფართოებაზე. ამლოდიპინი ამცირებს სისხლძარღვების პერიფერიულ წინაღმდეგობას ისე, რომ არ იწვევს რეფლექსურ ტაქიკარდიას.

ფარმაკოკინეტიკა:
2.5 S(-) ამლოდიპინის უზმოზე ერთჯერადი დოზით მიღებისას, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია(Cmax) შეადგენს 8.30± ნგ/მლ და მიიღწევა 2.73± საათში. ამლოდიპინის ბიოტრანსფორმაცია ხდება ღვიძლში, არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. შეუცვლელი აქტიური ნივთიერების 10% და მეტაბოლიტების 60% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად. ორგანიზმში მოცირკულირე პრეპარატის 93% უკავშირდება პლაზმის ცილებს. UC-ს საშუალო მაჩვენებელი 2.5 მგ S (-) ამლოდიპინის ტაბლეტებისათვის შეადგენს 95.33±14.45 ნგ/სთ/მლ-ს. პლაზმური კლირენსის მაჩვენებელი შეადგენს 140.91±28.06ნგ/სთ/მლ-ს. S (-) ამლოდიპინის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი იმყოფება 14.62-დან 68.88 საათამდე დიაპაზონში.

ჩვენებები:

ჰიპერტენზია;
გ.ი.დ.;
გულის უკმარისობა.

მიღების წესები და დოზირება:
არტერიული ჰიპერტეზიისას ასომექსის ჩვეულებრივი დოზაა 2.5 მგ დღეში ერთხელ. ავადმყოფის კლინიკური რეაქციიდან გამომდინარე დოზის გაზრდა შეიძლება დღეში 5 მგ-მდე. სტაბილური ანგიოსპასტიური სტენოკარდიისას ასომექსის საწყისი დოზაა 2.5 მგ დღეში ერთხელ. ავადმყოფის კლინიკური რეაქციიდან გამომდინარე დოზის გაზრდა შეიძლება დღეში 5 მგ-მდე.
გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, კანის საფარველის ჰიპერემია; მაღალი დოზების გამოყენებისას – არტერიული ჰიპოტენზია, არითმია, ქოშინი;
დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა;
გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღრძილების ჰიპერპლაზია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება;
კანზე გამონაყარი, ქავილი, მულტიფორმული ერითემა.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე;
ორსულობა და ლაქტაცია;
18 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლის და თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში ასომექსის მიღება საჭიროა სიფრთხილით.
ავტოტრანსპორტის და პოტენციურად საშიშ მექანიზმებზე გავლენის თავისებურებები: მომატებული ყურადღების მომთხოვ ქმედებებზე (ავტომობოლის მართვა და ტექნიკასთან მუშაობა), გავლენას არ ახდენს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაცია, ჰიპოტენზია.
მკურნალობა: კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების მხარდამჭერი ღონისძიებების ჩატარება: გულის და ფილტვების ფუნქციების მონიტორინგი; ავადმყოფის ფეხებით ზემოთ პოზაში დაწვენა, მოცირკულირე სითხის და დიურეზის კონტროლი; აუცილებლობისას სიმპტომური თერაპია. კალციუმის არხების ბლოკადისას, შეიძლება კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა; ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ასომექსის სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებთან ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. ასომექსის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ასპირინთან, ასტატინებთან, H2-ბლოკატორებთან, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან, ანტიბიოტიკებთან, არასტრეოიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან აღნიშნული არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

მწარმოებელი: ACTAVIS Emcure, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook