ატარალგინი – ATARALGIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი, კოფეინი, გუაიფენეზინი

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული პრაპარატი; ანილიდები; ანალგეტიკი და სიცხის დამწევი

თვისებები:  პარაცეტამოლი არის ფენაცეტინის მეტაბოლიტი, ანალგეზიური ფარმაკოლოგიური მოქმედებით, თუმცა გვერდითი მოვლენები ნაკლებად აქვს გამოხატული.
უპირველეს ყოვლისა ახდენს მიოანალგეზიურ მოქმედებას.
გუაიფენეზინი არის ანქსიოლიტიკი, რომელიც ამაღლებს პარაცეტამოლის თერაპიულ მოქმედებას ერთდროულად აქვეითებს მის ტოქსიურობას. ატარალგინში მცირეა მისი შემცველობა და რეკომენდირებულ დოზებში ის მცირედ ახდენს გავლენას სიფხიზლეზე.
კოფეინი სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედების გამო ასუსტებს თავის ტკივილს, უპირატესად სისხლძარღვოვანი წარმოშობისას.
ატარალგინის ანალგეზიური მოქმედება ვლინდება მიღებიდან პირველ საათებში და ნარჩუნდება 4 საათს.

ჩვენებები:
თავის ტკივილი, ხერხემლიდან მომდინარე ტკივილი, სახსრების ზომიერი ტკივილი.

დოზირება:
დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ ინიშნება 1–2 ტაბლეტი დღეში, აუცილებლობისას – 3–6 ტაბლეტი დღეში რამდენიმე მიღებაზე.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს.

უკუჩვენებები:
აბსოლუტური – მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ; ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადება; შედარებითი – myasthenia gravis.

სიფრთხილის ზომები:
ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდირებული პრეპარატის ხანგრძლივად მიღება. პრეპარატის მიღების დროს საჭიროა თავშეკავება ყველა სახის პოტენციურად საშიში მოქმედებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს.

ორსულობა და ლაქტაცია:
თუ დედა ლაქტაციის პერიოდში ხანგრძლივი დროის მანძილზე ღბულობდა პარაცეტამოლს, ის ხვდება დედის რძეში და ბავშვში იწვევს მეტჰემოგლობინემიას;
კოფეინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს.

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში 1–2% შემთხვევაში აღინიშნება უმადობა, ღებინება. ალერგიისკენ მიდრეკილ პირებში შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ბრონქოსპაზმი.
იშვიათ შემთხვევაში სისხლის მიმოქცევაში დარღვევები ვლინდება (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია), უფრო ხშირად იმ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციისას, რომლებიც იწვევენ სისხლის პათოლოგიურ ცვლილებას. სუსტი მეტჰემოგლობინემია.
ჭარბი დოზირებისას იქმნება სერიოზული საშიშროება თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანებისა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
– პარაცეტამოლი მაღლა სწევს აცეტილსალიცილის მჟავის შრატისმიერ დონეს, ახანგრძლივებს ქლორამფენიკოლის ბიოლოგიურ ნახევარპერიოდს, აძლიერებს დიკუმარინული ჯგუფის პრეპარატების მოქმედებას.
– გუაიფენეზინი ახდენს ალკოჰოლის, ტრანკვილიზატორების და საერთო მოქმედების ანესთეტიკების დამთრგუნველი ეფექტის პოტენცირებას ცნს–ზე.
– კოფეინი ასუსტებს ნეიროლეპტიკური პრეპარატების ანტიფსიქოტურ მოქმედებას;
კომბინაციაში სალიცილთან, კორტიკოიდთან ან არასტეროიდულ ანტირევმატულ საშუალებებთან კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკი მატულობს.

ჭარბი დოზირება:
ატარალგინის ჭარბი დოზირებისას პარაცეტამოლის შემცველობის გამო არაუგვიანეს 10 საათისა შეყვანილი უნდა იქნას ბრონქოლიზინი ან ვენაში ან წვეთოვანი ინფუზიის სახით 5% გლუკოზასთან საერთო დოზით 300მგ/კგ დღეში, შიგნით (ან ზონდით) – 70–140მგ/კგ 3–ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა:   ტაბლეტები შეფუთვაში 20 ც.

მწარმოებელი: LECHIVA, ჩეხეთი

გაფრთხილება

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..