ატუსანი / Atussan

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ატუსანი / Atussan-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბუტამირატი/butamirate

ატუსანი / Atussan-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო საშუალებები


ატუსანი / Atussan აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
სიროფი
1მლ სიროფი  შეიცავს  1,5 მგ ბუტამირატის ციტრატს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი,არაკრისტალიზებადი თხევადი სორბიტოლი, გლიცეროლი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის თხევადი არომატიზატორი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, გასუფთავებული წყალი.

თერაპიული მოქმედება
ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენება
ნებისმიერი წარმოშობის ხველის სიმპტომური მკურნალობა

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბუტამირატის ციტრატი არის ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც არ მიეკუთვნება ოპიუმის ალკალოიდებს. პრეპარატი ამცირებს სასუნთქი გზების წინააღმდეგობას, რაც დასტურდება სპირომეტრიის მაჩვენებლების გაუმჯობესებით. პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1,5 საათში, ნახევარდაშლის პერიოდი 6 საათი. არ ახასიათებს კუმულაცია.

მიღების წესი და დოზირება:
3-6 წლამდე  – 5მლ  3-ჯერ დღეში
6-12 წლამდე  – 10მლ  3-ჯერ დღეში
12 წლის ზემოთ   – 15მლ  3-ჯერ დღეში
პრეპარატი მიიღება ჭამის წინ.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის მიღება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენებები: 
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი  კომპონენტების მიმართ.

მითითებები და სიფრთხილის ზომები
ატუსანის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონცულტასიითვის:
– თუ გაქვთ სუნთქვის მხრივ სერიოზული პრობლემები (არარეგულარული სუნთქვა, ზრდადი დისპნოე, კანის ნაცრისფერ-ლურჯი შეფერილობა, ქოშინი).
– თუ ხველა გაგრძელდა 7 დღეზე მეტ ხანს, ექიმი დაადგენს ხველის მიზეზს.
უნდა მოერიდოთ იმ ამოსახველებელი საშუალებების თანმხლებ გამოყენებას, რომლებიც ზრდიან სეკრეციას ბრონქებში, სუნთქვის ორგანოებში სეკრეტის შეკავების თავიდან აცილების მიზნით.

გვერდითი მოქმედება:
ძილიანობა, გულისრევა, ფაღარათი, ჭინჭრის ციება. გვერდითი მოვლენების სიხშირე არ აღემატება 1%-ს და ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან შეწყვეტის შემდეგ.

შენახვის წესი:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 °C  ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 1,5მგ/მლ 150მლ სიროფი ფლაკონი №1 საზომი ხუფით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Polfarmex, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook