აუროთიომალატის ნატრიუმი – SODIUM AUROTHIOMALATE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. იგი წარმოადგენს ოქროს პრეპარატს და მიეკუთვნება ბაზისურ საშუალებათა ჯგუფს (რომელიც იწვევს რემისიას). იგი ეფექტურია იუვენილური ართრიტის და ფსორიაზული ართრიტის დროს.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი დაკავშირებულია ქრონიკულ ანთებით პროცესზე კომპლექსური ანთების საწინააღმდეგო და იმუნომამოდულირებელი ზემოქმედებით, რაც იწვევს ლიმფოციტების და მაკროფაგების ფუნქციის ცვლილებას ანთების მედიატორების სინთეზის დათრგუნვას და რიგი ფერმენტების ინჰიბირებას, რომლებსაც შესწევთ უნარი გამოიწვიონ შემაერთებელი ქსოვილის დესტრუქცია. პრეპარატს ახასიათებს სამკურნალო ეფექტის ნელი განვითარება.

ჩვენებები
რევმატოიდული ართრიტი, იუვენულირი რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთებში.
მოზრდილებში პრეპარატით მკურნალობა იწყება საცდელი დოზების გამოყენებით. საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს, ერთი კვირის შემდეგ, კარგი ამტანობისას შეჰყავთ 20-25 მგ, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, თუ არ განვითარდა გვერდითი მოვლენები, გადადიან სტანდარტული დოზის ყოველკვირეულ შეყვანაზე, რომელიც შეადგენს 50 მგ-ს.
მნიშვნელოვანი სამკურნალო ეფექტის მიღწევისას (რემისია ან მდგომარეობა, რომელიც უახლოვდება რემისიას) პრეპარატის გამოყენება გრძელდება იგივე დოზით განუსაზღვრელი დროის განმავლობაში, იგივე ინტერვალებით ან მათი გახანგრძლივებით 2-3 კვირამდე.
გამოხატული სამკურნალო ეფექტის არ არსებობისას 5-6 თვიანი მკურნალობის შემდეგ შესაძლოა სტანდარტული დოზის მომატება 100 მგ-მდე; თუ პრეპარატის ამ დოზით მკურნალობის 6-8 კვირის შემდეგ გამოხატული სამკურნალო ეფექტი არ აღინიშნება, საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
ბავშვებში პრეპარატი შეყავთ ერთხელ კვირაში სტანდარტული დოზით 1 მგ/კგ სხეულის წონაზე წინასწარი საცდელი დოზების კარგი ტოლერანტობის პირობებში, რაც შეადგენს პირველი კვირის განმავლობაში სტანდარტული დოზის 1/10-ს, მეორე კვირას – სტანდარტული დოზის 1/5-ს. მნიშვნელოვანი სამკურნალო ეფექტის მიღწევისას (რემისია ან მდგომარეობა, რომელიც უახლოვდება რემისიას) პრეპარატის შეყვანა გრძელდება იგივე დოზით განუსაზღვრელი დროის განმავლობაში, იგივე ინტერვალებით ან მათი გახანგრძლივებით 2-3 კვირამდე. თუ პრეპარატის ამ დოზით მკურნალობის 6-8 კვირის შემდეგ გამოხატული სამკურნალო ეფექტი არ აღინიშნება, საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

გვერდითი მოვლენები
სხვადასხვა ხასიათის დერმატოლოგიური რეაქციები, კანის რუხი ფერი, ნეფროპათია, ჰემატოლოგიური დარღვევები (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია აპლასტური ანემია, ეოზინოფილია), ფილტვების დაავადებები (ინტერსტიციული პნევმონიტი, ბრონქიოლიტი), სტომატიტი, წყლულოვან-ნეკროზული ენტეროკოლიტი; თავბრუსხვევა, გულისრევა, სახის ჰიპერემია, ხანდახან არტერიული ჰიპოტენზია (ინექციის შემდეგ), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, ნევრიტი, ენცეფალიტი, ციება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ლოკალური რეაქციები ინექციის ადგილას.

უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა ოქროს პრეპარატების მიმართ;
* ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
* ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვა;
* წყლულოვანი კოლიტი;
* ორსულობის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატით მკურნალობის დაწყების წინ საჭიროა ღვიძლის, თირკმელების ფუნქციის, პერიფერიული სისხლის სურათის, შარდის ანალიზის გამოკვლევა.
♦ ყოველი ინექციის წინ მკურნალობის მთელ პერიოდში აუცილებელია შარდში ცილის, პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების, ერითროციტების, თრომბოციტების კონცენტრაციის, ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი.
♦ უშუალოდ პრეპარატის ინექციის შემდეგ რეკომენდებულია ავადმყოფი იმყოფებოდეს მწოლიარე მდგომარეობაში 10 წუთის განმავლობაში.
♦ პროგრესირებადი პროტეინუიიის, გამოხატული ანემიის, ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის, დერმატიტის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ენტეროკოლიტის და სხვა მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა, არსებობს მონაცემები გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებების გამოყენების შესახებ გამოხატული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში.
♦ მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარებისას რეკომენდებულია უნითიოლის, დიმერკაპროლის ან N-აცეტილცისტეინის პარენტერული გამოყენება ორგანიზმიდან ოქროს ელიმინაციის დაჩქარების მიზნით.
♦ პრეპარატის გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში დგება საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
♦ არ არის რეკომენდებული მისი პრეპარატებთან კომბინირება, რომლებიც იწვევენ ჰემატოლოგიურ დარღვევებს.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook