აქვადეტრიმ პლუსი / Aquadetrim Plus

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქვადეტრიმ პლუსი / Aquadetrim Plus-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): retinol palmitate, colecalciferol

აქვადეტრიმ პლუსი / Aquadetrim Plusვ  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები


აქვადეტრიმ პლუსი / Aquadetrim Plus აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1 მლ ხსნარი (დაახლოებით 34 წვეთი) შეიცავს:
Retinoli palmitas (ვიტამინი A) 20 000 სე
Cholecalciferolum (ვიტამინი D) 10 000 სე
დამხმარე ნივთიერებები:
პოლისორბიტ 80 (Tween 80), ბენზილის სპირტი (0015გ), გლიცერინი, პროპილენგლიკოლი (0,1გ), ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ანისულის არომატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინ A-და და D3-ის კომბინაცია აჩქარებს ნაწვლავში ვიტამინ D3-ის შეწოვის პროცესს. ზემოთ აღნიშნული ვიტამინები მოქმედებნ სინერგულად – აძლიერებენ მათ მოქმედებას. ვიტამინი A აადვილებს ვიტამინ D3-ის შეწოვას და აჩქარებს მის მოქმედებას. ვიტამინ A-ს არასაკმარისმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ D3-ით გამოწვეული ჰიპერდოზირების სიმპტომები.
ზემოთ აღნიშნული ვიტამინების კომბინაცია საშუალებას იძლევა დამატებით შევამციროთ რომელიმე ვიტამინის ჰიპერდოზირების მიღების შედეგად გამოწვეული მეტაბოლური დარღვევების ალბათობა.
ვიტამინი D3 ლიზოსომურ მემბრანას იცავს ვიტამინ A-თი გამოწვეული დაზიანებებისგან, რაც ხელს უშლის ჰიდროლიზური ენიზმების გამოთავისუფლებას, რომელიც ვლინდება ლიზოსომური მემბრანის დაზიანებისა და გამტარობის უნარის ცვლილების შემდეგ.
ვიტამინი A დიდ როლს ასრულებს პიგმენტ როდოფსინის სინთეზის პროცესში, რომელიც უზრუნველყოფს სიბნელეში მხედველობის ადაპტაციას. იგი ასევე ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციების მიმართ. ვიტამინი A აუცილებელია ეპითელური უჯრედებისა და ლორწოვანი გარსის უჯრედების რეგენერაციის პროცესისთვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის სტრუქტურის განვითარებისა და ზრდის პროცესში, აგრეთვე ხრტილის ზრდაში. ჩონჩხის სწორად ფორმირების პროცესისთვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის სტრუქტურის განვითარებისა და ზრდის პროცესში, აგრეთვე, ხრტილის ზრდაში. ჩონჩხის სწორად ფორმირების პროცესისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ რეტიონიოს მჟავას მეტაბოლიტებს, როლებიც ორგანიზმში წარმოიქმნებიან რეტინოლიდან. ვიტამინი A აუცილებელია ახალგაზრდა ორგანიზმის ზრდის სწორი მიმდინარეობისთვის.
ვიტამინი D3 წარმოადგენს ვიტამინ D-ს ბუნებრივ ფორმას. იგი წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს, რომელიც მოქმედებს ნაწლავზე, თირკმელებზე და ძვლის სისტემაზე. ვიტამინი D3 აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების სწორი ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავიდან კალციუმისა და ფოსფატების აბსორბაციაში, აგრეთვე მინერალური მარილების ტრანსპორტსა და ძვლების კალციფიკაციის პროცესში. იგი მონაწილებს იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებაში. ორგანიზმში ვიტამინ D3-ს ნაკლებობამ ბავშვის სწრაფად ზრდის პროცესში შესაძლებელია გამოიწვიოს რაქიტი, ხოლო მოზრდილებში ოსტეომალაცია.
ვიტამინი D3 პერორალურად გამოყენების შემდეგ დეპონირდება ქსოვილებსა და ორგანოებში, საიდანაც თანდათანობით გამოთავისუფლდება. ვიტამინ D3-ს აბსორბცია წარმოებს პასიური დიფუზიის გზით წვრილ ნაწლავში. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან აბსორბციის შემდეგ იგი განიცდის ჰიდროქსილირებას ღვიძლსა და თირკმელებში, რაც იწვევს ვიტამინ D3-ს აქტიური ფორმის – კალციტრიოლის წარმოქმნას, რომელიც ტრანსპორტირდება სისხლის შრატის სპეციფიური სატრანსპორტო ცილების მეშვეობით სამიზნე უჯრედებში (ნაწლავები, ძვლები, თირკმელები). მისი ნახევარდაშლის პერიოდი სისხლში შეადგენს რამოდენიმე დღეს და თირკმლის ფუნქციის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება გახანგრძლივდეს.
ვიტამინი A აბსორბციის შემდეგ განიცდის ჰიდროლიზს და რეტინოლის ფორმით გროვდება ენტეროციტებში, საიდანაც ესტერიფიკაციის შემდეგ გადადის ლიმფურ და სისხლმიმოქცევის სისტემაში. ვიტამინი A გროვდება ღვიძლში. ვიტამინ A და D-ს მატარებლებს წარმოადგენენ ცილები, ძირითადად ალბუმინები. ვიტამინები A და D3 აღწევენ პლაცენტრურ ბარიერსა და დედის რძეში.
ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფიან შარდითა და ფეკალიებით.
ვიტამინები A და D3-ს წყალხსნარები უკეთესად შეიწოვებიან ნაწლავში ზეთოვან ხსნარებთან შედარებით.

ჩვენებები
რაქიტის პროფილაქტიკისთვის: სიცოცხლის პირველ თვეებში – 4 თვის ასაკის ჩვილებში (როდესაც ბავშვს გააჩნია ვიტამინ A-ს საკმარისი რაოდენობით გარანტირებული მიღება) შესაძლებელია ვიტამინ D3-ს (წყალხსნარის ფორმით) გამოყენება ვიტამინ A-ს დამატების გარეშე. ფიზიკური განუვითარებლობის პროფილაქტიკა ჩვილ ბავშვებსა და მოზარდებში, ვიტამინ A-სა და D3-ის დეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკა.
კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადება (მაგალითად ფსორიაზÁ, იხტიოზი, დერმატოზები).

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, კოვზის საშუალებით.
შენიშვნა: პრეპარატის 1 წვეთი შეიცავს დაახლოებით 580 სე ვიტამინ A-სა და 290 სე ვიტამინ D3-ს. ზუსტი დოზის მისაღებად ბოთლი უნდა დავიჭიროთ 45o კუთხით.
დოზა დგინდება ინდივიდუალურად.
თუკი დოზა ექიმის მიერ არ არის დადგენილი, მაშინ რეკომენდებულია ქვემოთ მოყვანილი დოზა პროფილაქტიკის მიზნით:
– 4 კვირიდან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში – 2 წვეთი დღე-ღამეში;
– 12 თვის ასაკის ზევით ბავშვებში – 3 წვეთი დღე-ღამეში;
– მოზრდილებში – 3 წვეთი 2-ჯერ დღე-ღამეში;
ჰიპერდოზირება:
პრეპარატის ჰიპერ დოზით გამოყენებისას (ჰიპერვიტამინოზი) შესაძლებელია შემდეგ სიმპტომების განვითარება: სისუსტე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მოუსვენრობა, წყურვილი, პირის სიმშრალე, პოლიურია, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, ფაღარათი, ნაწლავის ჭვალი, ეპიდერმისის აქერცლვა, კანზე გამონაყარი, სახსრებისა და ძვლების ტკივილი. ხშირი სიმპტომებია:
თავის ტკივილი, დეპრესია, ფსიქოზური დარღვევები, ატაქსია, სტუპორი და სხეულის წონის დაკლება. ვითარდება აგრეთვე, თირკმლის ფუნქციის დარღვევა ალბუმინურიით, ერითროციტურიით და პოლიურიით, საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტონიით. შესაძლებელია განვითარდეს თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შარდ-კენჭოვანი დაავადება და ქსოვილების კალციფიკაცია, თმის ცვენა. იშვიათად ვითარდება ქლესტატური სიყვითლე.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ჩვეულებრივად კარგად გადაიტანება რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას. ვიტამინ A-სა და D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობისას და პრეპარატის მაღალი დოზით ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია მოწამლვის განვითარებაც, რომელსაც ეწოდება A-სა და D-ს ჰიპერვიტამინოზი. ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები მოიცავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევებს (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა), მადის დაქვეითებას, პირის სიმშრალეს, პოლიურიას, თავბრუსხვევას, თავის, ძვლისა და სახსრების ტკივილს. შარდსა და/ან სისხლში შესაძლებელია კალციუმის კონცენტრაციის მომატება, შარდკენჭოვანი დაავადება და ქსოვილების კალციფიკაცია, თმის ცვენა. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

უკუჩვენება
პრეპარატისა და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, A და D-ს ჰიპერვიტამინოზი, თირკმლის უკმარისობა, პრეპარატის შეწოვის დაქვეითება.
ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა სადღეღამისო დოზის საგულდაგულოდ შერჩევა, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპერდოზირების სიმპტომები.
პრეპარატისა და ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
4 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან, მოსალოდნელია, მასში შემავალი ბენზილის სპირტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმის ინფორმირება ორსულობისა ან მასზე ეჭვის არსებობისას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ვიტამინ A-ს დღე-ღამეში 4000 სე დოზის (პრეპარატის 6 წვეთი) გადაჭარბება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებისას თავიდან უნდა ავიცილოთ ჰიპერდოზირება.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ნეფროლითიაზით შეპყრობილ პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენებისას დიდი რაოდენობით ვიტამინ A-თი მდიდარი საკვების მიღება არ არის რეკომენდებული (მაგალითად, ღვიძლი).
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე მოქმედება:
არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიეპილეფსიური საშუალებები, რიფამპიცინი, ნეომიცინი, ქოლესტირამინი, თხევადი პარაფინი – აქვეითებენ ვიტამინ A-სა და D3-ის რეზორბციას. პრეპარატისა და თიაზიდის ჯგუფის საშუალებების კომბინაცია ზრდის ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს. პრეპარატისა და საგულე გლიკოზიდების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მათი ტოქსიური მოქმედების გაძლიერება. ვიტამინ A-ს მაღალი დოზით გამოყენებისას, შესაძლებელია პერორალური ანტითრომბოზული საშუალებების მოქმედების გაძლიერება. ეტრეტინატი ზრდის პრეპარატის მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ინახება ცივ ადგილას, (5-15°C ტემპერატურაზე), სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 20000სე+10000სე/მლ წყალხსნარი 10მლ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: პოლფარმა, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook