აქვალორი / AQualor

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქვალორი / AQualor-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):ზღვის წყალი/ sea water

აქვალორი / AQualor-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მარილის იზოტონური შემცველობის ზღვის წყლით:  NaCI 9გ/ლ
1. აქვალორი ბეიბი 15 მლ წვეთები, სპრეი 125 მლ
2. აქვალორ სოფტი სპრეი 125 მლ
3. აქვალორ ნორმი სპრეი 125 მლ
მარილის ჰიპერტონული შემცველობის ზღვის წყლით: NaCI 21გ/ლ
1. აქვალორ ფორტე სპრეი 125 მლ
2. აქვალორ ექსტრა ფორტე სპრეი 125 მლ
აქვალორში შენარჩუნებულია ზღვის წყლის ყველა აქტიური ნივთიერება და მიკროელემენტი: K, Mg, Na, Ca, Cl, Se, I, Zn, Cu, Fe


აქვალორი / AQualor აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


თვისებები:
– გამორეცხავს ცხვირის ღრუდან ვირუსებს ბაქტერიებსა და ალერგენებს.
– ამცირებს ცხვირ-ხახის ლორწოვანის ანთებას, და ხელს უწყობს სუნთქვის აღდგენას
– ახდენს ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელ მოქმედებას
– აძლიერბს ადგილობრივ იმუნიტეტს
– აძლიერებს მოციმციმე ეპითელიუმის ბარიერულ ფუნქციას, და ხელს უწყობს ლორწოვანი ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას
– ამცირებს ცხვირ- ხახის მიდამოში ჩატარებული ოპერაციის შემდგომი გართულებების განვითარების რისკს
– ზრდის სამკურნალწამლო საშუალებების (დეკონგესტანდები, ანტიბიოტიკები, ალერგიის საწინააღმდეგო)
თერაპიულ ეფექტურობას

ჩვენებები:
ცხვირის ღრუს, ცხვი ხახისა და ცხვირი დანამატი ღრუების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
– მწვავე და ქრონიკული რინიტები
– მწვავე და ქრონიკული სინუსიტები
– მწვავე და ქრონიკული ადენოიდიტი
– ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი
– სუბატროფიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე)
– მწვავე რესპირატორული დაავადებებისა და გრიპის კომპლექსური მკურნალობა
– ცხვირ ხახისა და ცხვირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენა
– გრიპის ეპიდსეზონის განმავლობაში პროფილაქტიკური ღონისძიებები
– ოპერაციის შემდგომი პერიოდი
1. აქვალორი ბეიბი 15 მლ წვეთები, სპრეი 125 მლ ბავშვებისთვის სიცოცხლის პირველივე დღეებიდან,
გამოფრქვევა – რბილი შხაპი. შესასხურებელი დაცულია სპეციალური რგოლით რომელიც გამორიცხავს
ბავშვის ცხვირის ღრუს ტრავმირების შესაძლებლობას
2. აქვალორ სოფტი სპრეი 125 მლ დიდებისა და პატარებისათვის 6 თვიდან. გამოფრქვევა – შხაპი.
3. აქვალორ ნორმი სპრეი 125 მლ დიდებისა და პატარებისათვის 6 თვიდან. გამოფრქვევა – შხაპი. ინტენსიური
გამორეცხვა ნაკადით.
4. აქვალორ ფორტე სპრეი 125 მლ ბავშვებისათვის 2 წლის ზემოთ და მოზრდილთათვის. გამოფრქვევა შხაპი.
რეკომენდებული ცხვირის ძლიერი გაჭედილობის დროს
5. აქვალორ ექსტრა ფორტე სპრეი 125 მლ დამატებით შეიცავს Aloe Vera-ს და გვირილას ექსტრაქტს,

რომლებიც აძლიერებენ ზღვის წყლის ანტისეპტიკურ, ანთებისსაწინააღმდეგო და აღმდგენ თვისებებს.
გამოფრქვევა ნაკადი
ორსულობა და ლაქტაცია არ წარმოადგენს აქვალორის გამოყენების უკუჩვენებას.
გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის

გამოშვების ფორმა: ნაზალური სპრეი 125 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Laboratoires Chemineau, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook