აქტივამენტი / Activamente

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქტივამენტი / Activamente-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აქტივამენტი / Activamente-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები
ციტიკოლინი Cognizin-ი – 250მგ
• ვიტამინი B6(100% – საკვები ღირებულება) – 1,4მგ
• ვიტამინი B12(100% – საკვები ღირებულება) – 2,5მგ

ციტიკოლინი კოგნიზინი:
• ეხმარება თავის ტვინს ელექტრონული იმპულსების წარმოქმნაში, ზრუნავს ნეირონების ჯანმრთელობაზე და იცავს მას თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.
• მონაწილეობს უჯრედის მემბრანის სინთეზსა და დაცვაში.
• წარმოადგენს პრეკურსორს ფოსფოლიპიდების სინთეზისთვის, მათ შორის ფოსფატიდილქოლინის(ლეციტინი).
• უზრუნველყოფს აცეტილქოლინის დონის ზრდას. აცეტილქოლინი არეგულირებს მეხსიერებას და შემეცნებით ფუნქციებს.
• უზრუნველყოფს ნეირონებს შორის ურთიერთკავშირს. ვიტამინი B6 – არის წყალში ხსნადი ვიტამინი, იგი ორგანიზმში არ სინთეზირდება და მონაწილეობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში და არეგულირებს ჰორმონულ აქტივობას. ვიტამინი B12 – წყალში ხსნადი ვიტამინია და მასაც ორგანიზმი მხოლოდ ეგზოგენურად იღებს, იგი აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის, ასევე ჰორმონების და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისთვის. ის საჭიროა ნერვული სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის, ასევე ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავებისთვის.
ცალკე უნდა აღინიშნოს რომ B6 და B12 ვიტამინების მნიშვნელობა გადაღლილობის სინდრომის და შფოთვის მოხსნაში.

მთავარ კომპონენტს შეადგენს ციტიკოლინი KOGNIZIN და მისი წარმოება დაპატენტებულია კომპანია KYOWA HAKKO BIO CO, LTD-ს მიერ და გარანტირებულია იაპონური უმაღლესი ხარისხით(გავლილი აქვს კლინიკური კვლევები)აქტვიმენტი ერთადერთი კვებითი დანამატია, რომლის შემადგნელობაშიც ციტიკოლინი თხევადი ფორმით არის(მისაღებად ადვილი ფორმა და სასიამოვნო კოლას გემოთი)


აქტივამენტი / Activamente აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები:
• იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;
• იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;
• ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
• კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენრაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

უკუჩვენებები:
ინდივიდუალური აუტანლობა და ბავშვთა ასაკი,ორსულობა და ლაქტაცია.

მიღების ფორმა: 1-2 საშეტი დღეში (კოლას გემო).
არ შეიცავს გლუტეინს, ლაქტოზას და შაქარს.

შეინახეთ მშრალ, გრილ მზისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: საშეტი #14

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Galenicum Special Ingredients, ესპანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook