აციდოლაკი / Acidolac

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აციდოლაკი / Acidolac-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აციდოლაკი / Acidolac-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
სპეციალური სამედიცინო დანიშნულების, საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
პრობიოტიკი+პრებიოტიკი – ახალშობილების, ბავშვების და მოზრდილებისთვის.

აციდოლაკის გამოყენება რეკომენდირებულია ინფექციური დიარეის, ანტიბიოტიკების ფონზე განვითარებული დისბიოზის, ასევე მოგზაურობის დროს კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული ნაწლავური პრობლემების საპროფილაქტიკოდ.


აციდოლაკი / Acidolac აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
lactobacillus rhamnosus GG (LGG)- ლიოფილიზებული კულტურა 4მლდ, ფრუქტოოლიგოსაქარიდები – 2,96გ. 1 საშეში. Mმოცემული კომბინაცია აღადგენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბაქტერიულ ფლორას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ მდგრადობას.

დოზირება
ახალშობილებში და ბავშვებში 3 წლამდე ინიშნება 1 საშე დღეში 1-ჯერ.
ბავშვებში 3 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 1-2 საშე დღეში 1-ჯერ.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7-14 დღეს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის განმეორება 2-3 –ჯერ. ყოველი კურსი ტარდება ბოლო ჩატარებული მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ.
ანტიბიოტიკოთერაპიის დროს აციდოლაკის გამოყენება რეკომენდირებულია ანტიბიოტიკთან კომბინაციაში და მისი მიღება გრძელდება ანტიბიოტიკის მოხსნიდან 2-3 კვირის მანძილზე.
აციდოლაკი წარმოადგენს სპეციალური სამედიცინო დანიშნულების, საკვების ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, მიიღება ექიმთან კონსულტაციის ფონზე.
აციდოლაკი არ შეიცავს ძროხის რძის პროტეინს, ლაქტოზას და გლუტეინს. შესაძლებელია გამოყენებული იქნას მოცემულ კომპონენტებზე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში.

მიღების წესი
1 საშეს შემადგენლობა იხსნება ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში ან ერევა იოგურტს, რძეს, ახალშობილებისთვის – დედის რძეს ან ხელოვნურ საკვებს.
პროდუქტი მიიღება მომზადებისთანავე, კვებამდე ან კვების დროს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: საშე 3გ №10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: Master Pharm Polska, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook