აციკოლი / ACIKOOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აციკოლი / ACIKOOL-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):ომეპრაზოლი, ნატრიუმის ბიკარბონატი/ omeprazole, sodium bicarbonate

აციკოლი / ACIKOOL-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალება
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ომეპრაზოლი B.P………………………………….20 მგ
ნატრიუმის ბიკარბონატი B.P………………..1680 მგ
არააქტიური ნივთიერებები:
ქსილიტოლი B.P………………………………4186 მგ
ქსანტანის ფისი B.P………………………………12 მგ
საკრალოზი B.P……………………………………30 მგ
სილიკონის კოლოიდური დიოქსიდი B.P.……..2 მგ
ფორთოზლის არომატი………………………….35 მგ
პიტნის არომატი……………………………………..20 მგ
ვანილის  არომატი………………………………………..15 მგ


აციკოლი / ACIKOOL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგია
ჩვერნებები
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
აციკოლი (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) ნაჩვენებია აქტიური
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მოკლევადიანი მკურნალობისათვის. პაციენტთა
უმეტესობა იკურნება ოთხ კვირაში. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს
დამატებითი 4-კვირიანი მკურნალობა.
კუჭის წყლული
აციკოლი (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) ნაჩვენებია აქტიური მსუბუქი კუჭის  წყლულის მოკლევადიანი (4-8 კვირა) მკურნალობისათვის.

გასტროეზოფაგური რეფლუქსის (GERD) მკურნალობა
სიმპტომატური GERD
აციკოლი (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) ნაჩვენებია გულძმარვისა და GERD-თან დაკავშირებულისხვა სიმპტომების მკურნალობისათვის.
ეროზიული ეზოფაგიტისი
აციკოლი (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) ნაჩვენებია ეროზიული
ეზოფაგიტისის მოკლევადიანი (4-8კვირა) მკურნალობისათვის, რომლის
დიაგნოზი დასმული იქნა ენდოსკოპით.
აციკოლის (ომეპრაზოლისა და ნატრიუმის ბიკარბონატი) ეფექტურობა დადგენილი არ არის იმ პაციენტებში, რომლებიც 8 კვირაზე მეტი ხნის
განმავლობაში იყენებდნენ ამ პრეპარატს.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს 8 კვირის განმავლობაში არ აღენიშნება
გამოჯანსაღება, მაშინ სასარგებნლოა, დაენიშნოს დამატებითი 4-კვირიანი
მკურნალობა. ეროზიული ეზოფაგიტისის ან GERD სიმპტომების (მაგ.გულძმარვის)
განმეორების შემთხვევაში, შეიძლება განხილული იქნას აციკოლის 4-8 კვირიანი
დამატებითი კურსის დანიშვნა.
აციკოლი (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) 40მგ/1680მგ ორალური
სუსპენზიისათვის ნაჩვენებია ზედა კუჭ-ნაწლავური სისხლდენის რისკის
შემცირებისათვის  კრიტიკულ პაციენტებში.
დოზა და მიღების წესი:
აციკოლი (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) ხელმისაწვდომია როგორც
კაფსულების, ისე ფხვნილის სახით ორალური სუსპენზიისათვის, 20მგ და 40მგ
ომეპრაზოლი მოზრდილებისათვის. თითოეული ჩვენების მიმართ, გამოყენების
მითითებები მოცემულია ცხრილ 1-ში.
ეტიკეტებზე მითითებული ყველა რეკომენდირებულიდოზა ემყარება ომეპრაზოლს.
იმის გათვალისწინებით, რომ როგორც 20მგ ისე 40მგ ორალური სუსპენზიის
პაკეტები შეიცავს ნატრიუმის ბიკარბონატის ერთსა და იმავე ოდენობას (1680მგ),
აციკოლის (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) ორი ცალი 20-გრამიანი
პაკეტი არ არის ერთი ცალი 40-გრამიანი პაკეტის ექვივალენტური.
ამიტომ, აციკოლის (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) ორი ცალი 20
გრამიანი პაკეტი არ შეიძლება შეიცვალოს აციკოლის(ომეპრაზოლი და ნატრიუმის
ბიკარბონატი) ერთი ცალი 40-გრამიანი პაკეტით.
იმის გავალისწინებით, რომ 20მგ და 40მგ კაფსულები შეიცავს ერთი და იმავე
რაოდენობის ნატრიუმის ბიკარბონატს (1100 მგ), აციკოლის (ომეპრაზოლი და
ნატრიუმის ბიკარბონატი) ორი ცალი 20-გრამიანი კაფსულა არ არის ერთი ცალი
40-გრამიანი კაფსულის ექვივალენტური. ამიტომ, აციკოლის (ომეპრაზოლი
და ნატრიუმის ბიკარბონატი) ორი ცალი 20-გრამიანი კაფსულა არ შეიძლება
შეიცვალოს აციკოლის (ომეპრაზოლიდა ნატრიუმის ბიკარბონატი) ერთი ცალი 40-გრამიანი კაფსულით.
აციკოლი (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) პაციენტს უნდა მიეცეს
უზმოზე, საუზმემდე სულ მცირე ერთისაათით ადრე.
პაცოენტებს, რომლებიც მუდმივად იკვებებიან ნოზოგასტრული (NG) / ოროგასტრიული (OG) ტუბების მეშვეობით, ენტერალური კვება უნდა შეუჩერდეთ
აციკოლის მიღებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე და მისი მიღებიდან 1საათის
შემდეგ.
უკუჩვენებები, გვერდითი ეფექტები და სიფრთხილის ზომები:
უკუჩვენებები:
აციკოლი (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) უკუნაჩვენებია
პაციენტებისათვის, რომლებსაც დადასტურებულად აქვთ მაღალი მგრძნობელობა
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები
შეიძლება მოიცავდეს ანაფილაქსიას, ანაფილაქსიურ შოკს, ანგიოედემას,
ბრონქოსპაზმებს, შუალედურ ნეფრიტს, ჭინჭრის ციებას.
გვერდითი ეფექტები:
აციკოლმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და ტკივილი მუცლის არეში.
რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენისას ან მდგომარეობის გაუარესების
შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ ექიმმა დაგინიშნათ აციკოლი (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი)
გახსოვდეთ, ექიმმა შეაფასა დადაადგინა, რომ პრეპარატის გამოყენების
სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი.
პაციენტების უმეტესობას, რომელთაც მიიღეს აციკოლი სერიოზული
გვერდითი ეფექტები არ გამოვლენიათ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შეგაწუხებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი
არასასურელი და სერიოზული გვერდითი ეფექტი: ხელის/ფეხის შეშუპება, სწრაფი
მატება წონაში.
ნატრიუმის ბიკარბონატთან ერთად კალციუმის დიდი დოზით მიღებამ საკვებით,
სხვა წამლებით ან დანამატებით მიღებული კალციუმის სახით მხოლოდ იშვიათ
შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულება ე.წ. რძე-ტუტის
სინდრომის სახით. ამიტომ აციკოლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია
ექიმთან ან ფარმაცევტისაგან იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება
თქვენთვის კალციუმის შემცველი პროდუქტების მიღება ამ მედიკამეტთან  ერთად.
ასევე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ შემდეგი სერიოზული
გვერდითი ეფექტი: თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი/სპაზმები, გონებრივი/
განწყობის ცვლილებები (გაფანტულობა, გაღიზიანება, მეხსიერების პრობლემები),
პირღებინება, სისუსტე, ცვლილებები შარდის რაოდენობაში. აციკოლი იშვიათად
იწვევს ძალზე სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს. მაგრამ, რომელიმე სერიოზული ალერგიული რეაქციების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: გამონაყარი, ქავილი/
შეშუპება (სახეზე, ენაზე, ყელში), ძლიერი თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება.
ეს არ გახლავთ შესაძლო გვერდითი ეფექტების სრული ჩამონათვალი. რომელიმე
სხვა გვერდითი ეფექტების წარმოშობისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილს ზომები:
აციკოლის (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან
ფარმაცევტს, თუკი გაქვთ რაიმე სახის ალერგიული რეაქციები ამ პრეპარატის, ან
მსგავსი წამლების (მაგალითად ლანზოპრაზოლის, პანტოპრაზოლის) მიმართ, ან
სხვა ალერგიული რეაქციები. ეს პრეპარატი შეიძლება შეიცავდეს არააქტიურ
ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები ან სხვა
პრობლემები. აცნობეთ მათ შესახებ ექიმს უფრო დაწვრილებით.
აციკოლის (ომეპრაზოლი და ნატრიუმის ბიკარბონატი) მიღებამდე, აცნობეთ თქვენს
ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი სამედიცინო ისტორია. განსაკუთრებით ისტორია
თქვენი მდგომარეობის გაუარესების შესახებ ამ მედიკამენტის შემცველი
ნატრიუმის გამო (როგორიცაა ბერტერის სინდრომი, თირკმლის უკმარისობა)
ღვიძლის დაავადება(ციროზი), კალციუმის ან კალიუმის დაბალი შემცველობა
სისხლში, მეტაბოლური დარღვევა (მჟავა-ფუძის ბალანსის პრობლემები).
აციკოლი შეიცავს მარილს (ნატრიუმი), ამიტომ მის მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან
ფარმაცევტს, ხომ არ ხართ უმარილო (მარილის მცირე დოზის) დიეტაზე.
ზოგიერთი სიმპტომები შეიძლება რეალურად იყოს ჯანმრთელობის უფრო მძიმე მდგომარეობის მანიშნებელი. ამიტომ, დაუყოვნელივ აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ
გულძმარვა მსუბუქ თავის ტკივილთან ან თავბრუსხვევასთან ერთად, ტკივილი
გულის არეში ან მხრებში (კერძოდ – სუნთქვის გაძნელება, ოფლიანობა,
თავბრუსხვევა; ტკივილი, რომელიც ვრცელდება მკლავებზე, მაჯებზე, კისერზე,
მხრებზე, სწრაფი დაკლება წონაში).
ამას გარდა, აციკოლით თვითმკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, ხომ არ გქონიათ ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გართულებების ნიშნები: პრობლემა/
ტკივილი საკვების მიღებისას, სისხლნარევი ღებინება, პირღებინება, რომელიც
ყავის ნარჩენს ჰგავს, სისხლიანი/შავი განავალი, გულძმარვა სამ თვეზე მეტ ხანს,
ხშირი ტკივილები გულის არეში, ხშირი ხვრინვა, (გულძმარვასთან ერთად),
გულისრევა/პირღებინება, მუცლის ტკივილი.
პროტონული ტუმბოს ინიჰიბიტორებმა (როგორიცაა ომეპრაზოლი) შეიძლება
გაზარდოს ძვლების მოტეხილობების რისკი, განსაკუთრებით – ამ წამლის ხანგრძლივი და დიდი
დოზებით გამოყენებისას  და ხანდაზმულ პაციენტებში. მიიღეთ კონსულტაცია
ექიმის ან ფარმაცევტისაგან, შეიძლება თუ არა ამ პრობლემების თავიდან აცილება
მაგალითად – კალციუმის (კალციუმის ციტრატი) და D ვიტამინის დანამატების
მიღების გზით.
მკურნალობის დაწყებამდე, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს, თუ რომელ
პროდუქტებს ღებულობთ (მათ შორის რეცეპტით გასაცემი, რეცეპტის გარეშე
გასაცემი, სამკურნალო მცენარეული პროდუქტები).
ორსულობის პერიოდში, ეს წამალი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ აუცილებელი
საჭიროებისას. ამ დროს, რისკები და სარგებელი უნდა განსაზღვროს ექიმმა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
წამლები, რომელთა მიმართ კუჭის  PH-ფაქტორმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა
იქონიოს ბიოშეღწევადობაზე:
კუჭის წვენის სეკრეციის ინჰიბიციის გამო თეორიულად შესაძლებელია, რომ
ომეპრაზოლმა დააბრკოლოს იმ წამლების შეწოვა, რომელთა გასტრალური PH მათი
ბიოშეღწევადობის უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს
(მაგალითად კეტოკონაზოლი, ამპიცილინის ეთერები, რკინის მარილები).
კლინიკური ეფექტურობის კვლევებში ომეპრაზოლთან ერთად გამოყენებული იყო
ანტიმჟავები, წამლები, რომლებიც მეტაბოლიზდება P450 (CYP) ციტოქრომით.
ომეპრაზოლს შეუძლია გაახანგრძლივოს დიაზეპამის, ვარფარინისა და ფენიტოინის ელიმინაცია, ანუ ისეთი წამლებისა, რომლებიც დაჟანგვის გზით
მეტაბოლიზდებიან ღვიძლში.
არსებობს მონაცემები, რომ INR და პროტრომბინის დრო გაიზარდა იმ პაციენტებში,
რომლებიც ღებულობდნენ პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებს, მათ შორის –
ომეპრაზოლს ვარფარინთან კომბინაციაში. INR და პროტრომბინის დროის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო
სისხლდენა და ლეტალური შედეგიც კი.
პაციენტებს, რომლებიც პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით და ვარფარინით
მკურნალობენ, შეიძლება დასჭირდეთ მონიტორინგი INR და პროტრომბინის
დროის გაზრდაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელ პირებში თეოფილინისა ან პროპრანოლოლთან
ერთად ამ წამლის მიღებისას რაიმე სახის ურთიერთქმედება არ გამოვლენილა,
კლინიკური კვლევები გვიჩვენებს, რომ ასეთი ურთიერთქმედებები ვლინდება სხვა
წამლებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან P-450 ციტოქრომის სისტემის მეშვეობით
(მაგალითად, ციკლოსპორინი, დისულფირამი და ბენზოდიაზეპინები). საჭიროა
პაციენტების მონიტორინგი, რათა განისაზღვროს დოზის რეგულირების
აუცილებლობა, როდესაც პაციენტს აციკოლი (ომეპრაზოლი და ნატრიუმის
ბიკარბონატი) ეძლევა ამ წამლებთან კომბინაციაში.
ომეპრაზოლისა და ვოროკონაზოლის (CYP2C19-სა და CYP3A4-ის კომბინირებული
ინჰიბიტორი) ერთდროული მიღება იწვევს ომეპრაზოლის ექსპოზიციის ორჯერ და
მეტად გაზრდას. ჩვეულებრივ, ომეპრაზოლის დოზის რეგულირების საჭიროება არ
დგას.  როდესაც ვორიკონაზოლი (400მგ 12 საათში ერთხელ პირველ დღეს და
შემდეგ 200მგ 6 დღის განმავლობაში) ომეპრაზოლთან (40მგ დღეში ერთხელ, შვიდი დღის განმავლობაში) ერთად ეძლეოდა ჯანმრთელ პაციენტებს, იგი მნიშვნელოვნად,
საშუალოდ 2-ჯერ (90% CI: 1.8, 2.6) და 4-ჯერ(90% CI: 3.3, 4.4)
ზრდიდა ომეპრაზოლის Cmax და AUCO-24-ის მყარ მდგომარეობას იმასთან
შედარებით, როდესაც პაციენტებს ოპეპრაზოლი ეძლეოდა ვორიკონაზოლის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია
ადეკვატური და კარგად-გაკონტროლებული კვლევები ორსული ქალებისათვის
ომეპრაზოლის მიცემის შესახებ არ ჩატარებულა.
ორსულობის პერიოდში ომეპრაზოლის გამოყენების შესახებ მიღებული ცნობების
უდიდესი ნაწილი ადასტურებს მის ექსპოზიციას პირველ ტრიმერსტრში, ხოლო
გამოყენების ხანგრძლივობა იშვიათადაა განსაზღვრული. გამოქვეყნებული
მონაცემების ექსპერტული განხილვა, რომელიც ჩატარდა TERIS-ის – ტერატოგენური
საინფორმაციო სისტემის მეშვეობით ასკვნის, რომ სავარაუდოდ ამ წამლის
თერაპიული დოზები ორსულობის პერიოდში არ წარმოშობს მნივნელოვან
ტერატოგენულ რისკს (ამ მონაცემთა რაოდენობა და ხარისხი შეფასდა
დადებითად).
ჩატარებულია სამი ეპიდემიოლოგიური კვლევა, რომლებითაც ერთმანეთთან
იქნა შედარებული ახალშობილთა კონგენიტალური დარღვევების სიხშირე.
კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ ის ახალშობილთა დედები, რომლებიც
ორსულობის პერიოდში ღებულობდნენ ომეპრაზოლს და რომლებსაც
გამოუვლინდათ H-2 რეცეპტორის ანტაგონისტები.
შვედეთის სახელმწიფოს ახალშობილთა სამედიცინო რეესტრის მიერ
ჩატარებული მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კოჰორტული კვლევით, რომელიც
დაახლოებით 99% ორსულ ქალებსმოიცავდა, გამოვლინდა 955 ახალშობილი
(824 პირველ ტრიმესტრის განმავლობაში, 39 პირველიტრიმესტრის დასრულებისას
და 131 პირველი სემესტრის შემდეგ), რომელთა დედები იყენებდნენ ომეპრაზოლს
ორსულობისას. ნაყოფის მიმართ ომეპრაზოლი არ იყო დაკავშირებული ფუნქციური დარღვევების მომატებულ რისკთან (0.82, 95% CI 0,50 – 1,34), მცირე წონასთან
დაბადებისას, ან აპგარის ინდექსთან (Apgar score). ვენტიკულალური სეპტალური
დეფექტების მქონე ახალშობილთა რიცხვი და ნაყოფის სიკვდილიანობის რიცხვი
სავარაუდო ნორმალურზე დაბალი იყო. ავტორის დასკვნით, ორივე ეს დეფექტი
შეიძლება შემთხვევითი ყოფილიყო.
მეძუძური დედები
ომეპრაზოლის შემცველობის კონცენტრაციები გაზომილი იქნა დედის რძეში 20მგ ომეპრაზოლის
ორალური მიღების შემდეგ. ომეპრაზოლის კონცენტრაციის პიკი დედის რძეში
7%-ით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მისიკონცენტრაცია შრატში. კონცენტრაცია უნდა
შეესაბამებოდეს 0,004მლ ომეპრაზოლს 200მლ რძეში.
ომეპრაზოლი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. არსებობს პოტენციური რისკი
იმისა, რომ ომეპრაზოლმა შეიძლება სერიოზული უარყოფითი რეაქციები
გამოიწვიოს ახალშობილებში, რომლებიც დედის რძით იკვებებიან. ასევე არსებობს
სიმსივნური დაავადებების წარმოშობის რისკი, როგორც ეს დადგინდა
ექსპერიმენტული ვირთხების კარცეროგენური კვლევებით.
ამიტომ მეძუძური დედებისათვის ომეპრაზოლის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება
მიღებული უნდა იქნას იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აუცილებელია
დედისათვის ომეპრაზოლით მკურნალობა. მეძუძურ დედებს ასევე სიფრთხილის
ზომების დაცვით უნდა მიეცეს ნატრიუმის ბიკარბონატი.
ჭარბი დოზა
ჩატარებულია კვლევები იმის შესახებ, თუ რა შედეგებს იწვევს ადამიანის
ორგანიზმისათვის ომეპრაზოლის ჭარბი დოზით მიღება. ამ წამლის ჭარბი დოზა
მერყეობს 2400მგ-მდე ფარგლებში (რეკომენდირებული კლინიკური დოზის 120
ჯერადი ოდენობა).
ჭარბი დოზის შედეგების გამოვლინებები ცვალებადია და მოიცავს კონფუზიას,
ძილიანობას, მხედველობის დაქვეითებას, ტაქიკარდიას, გულისრევას, პირღებინებას,ოფლიანობას, აგზნებას, თავის ტკივილს, პირის სიმშრალეს, სხვა უარყოფით
ეფექტებს. მათი სიმპტომები გარდამავალია და კვლევების თანახმად, სერიოზულ
კლინიკურ გართულებებში არ გადადის, როდესაც ომეპრაზოლი გამოიყენება
ცალკე და არა სხვა წამლებთან კომბინაციაში. ომეპრაზოლის ჭარბი დოზის მიმართ
რაიმე სახის ანტიდოტი არ არსებობს. ომეპრაზოლი ძლიერად უკავშირდება ცილებს და ამდენად, არ არის დიალიზებადი. ჭარბი დოზის შემთხვევაში, მკურნალობა
უნდა იყოს სიმპტომატური და მხარდამჭერი.
რაც შეეხება ჭარბი დოზის კონტროლს, შეძლებისდაგვარად უნდა იქნას თავიდან
აცილებული მისი განმეორებადობა.
ამ პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში დაუკავშირდით  ინტოქსიკაციის მართვის ადგილობრივ ცენტრს.

ომეპრაზოლის  ერთჯერადი 350, 1339 და 1200მგ/კგ დოზები ლეტალური შედეგის
მქონე აღმოჩნდა თაგვების, ვირთხების, ძაღლებისათვის. მათ გამოუვლინდათ
მოდუნება, ფტოსისი, კანკალი, კონვულსიები, სხეულის ტემპერატურის ვარდნა,
სუნთქვის შენელება და ჰაერის უკმარისობა.
ამას გარდა, ნატრიუმის ბიკარბონატის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს
ჰიპოკალცემია, ჰიპოკალემია, ჰიპერნატრიემია და კრუნჩხვები.
შენახვა:
აციკოლი ინახება გრილ, მშრალ, ბნელ ადგილზე, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გამოშვების ფორმა: (20 მგ+1680 მგ)/6 გ 6 გ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელად პაკეტი №15

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: უმედიკა ლაბორატორიზ პვტ.,ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook