ბაკლოფენი – BACLOFEN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბაკლოფენი – BACLOFEN-ის  ფარმაკოლოგიური თვისებები
ბაკლოფენი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტს, რომელიც გამაამინოერბომჟავას (გაემ B) რეცეპტორების მიმართ ხასიათდება აგონისტური მოქმედებით. იგი თრგუნავს მონო- და პოლისინაფსურ რეფლექსებს ამგზნები ამინომჟავების – გლუტამატის და ასპარტატის მოქმედების შემცირების შედეგად და არ ცვლის ნერვ-კუნთოვან სინაფსში იმპულსების გადაცემის სიჩქარეს. აგრეთვე გააჩნია ანალგეზიური ეფექტი.


ბაკლოფენი – BACLOFEN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები
ჩონჩხის კუნთების სპასტიური მდგომარეობა გაფანტული სკლეროზის დროს;
სპასტიური მდგომარეობა ზურგის ტვინის ინფექციური, დეგენერაციული და ტრავმული დაზიანებების შემთხვევაში;
ბავშვთა ცერებრული დამბლა.

დოზირების რეჟიმი
ბაკლოფენით მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დოზით 5 მგ 3-ჯერ დღეში. ყოველ მეოთხე დღეს დოზა იზრდება 5 მგ-ით 3-ჯერ დღეში სასურველი ეფექტის მიღწევამდე.
საშუალო დღეღამური დოზა შეადგენს 30-75 მგ-ს, შესაძლოა მისი გაზრდა 100-120 მგ-მდე. პაციენტებს, რომლებსაც მის მიმართ გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა, იგი ენიშნებათ საწყისი დოზით 5-10 მგ, რომლის შემდგომი გაზრდა წარმოებს თანდათან, მაქსიმალურად 100-120 მგ-მდე დღეში.
თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია დღეღამური დოზა 5 მგ.
10 წლამდე ასაკის ბავშვებში დღეღამური დოზა შეადგენს 0.75-2 მგ/კგ-ზე, ხოლო 10 წელზე მეტი ასაკის შემთხვევაში – 2.5 მგ/კგ-ზე 4-ჯერ დღეში. დოზა დგინდება ინდივიდუალურად.
პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა 1-2
წლის ბავშვებში შეადგენს 10-20 მგ დღეში, ხოლო 2-10 წლის ბავშვებში – 30-60 მგ დღეში.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ბაკლოფენის მიმართ.

გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, გულისრევა, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, ჰიპოტენზია, აპათია, ადვილად დაღლა, სუნთქვის დათრგუნვა. იშვიათად: ეიფორია, დეპრესია, ჰალუცინაციები, ტრემორი, ნისტაგმი.
გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვითარდება მკურნალობის დაწყებისას და დოზის სწრაფი ზრდის შედეგად.

განსაკუთრებული მითითებები
♦ ბაკლოფენის ინდივიდუალური დოზის შერჩევა რეკომენდებულია სტაციონარის პირობებში.
♦ გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირებისას. ბაკლოფენის მოხსნა წარმოებს თანდათან, 1-2 კვირის განმავლობაში.
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების, ფსიქოზური მდგომარეობების, შიზოფრენიის, ღვიძლის და თირკმლების დაავადებების დროს და ხანდაზმულებში.
♦ ეპილეფსიით დაავადებულებში ბაკლოფენით მკურნალობა წარმოებს კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
♦ ღვიძლის დაავადების და შაქრიანი დიაბეტის დროს საჭიროა პერიოდულად სისხლში ტრანსამინაზების აქტივობის და შაქრის რაოდენობის განსაზღვრა.
♦ არ არის მიზანშეწონილი ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა ბაკლოფენით მკურნალობის პერიოდში.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– ბაკლოფენი აძლიერებს ცნს-ზე მოქმედი პრეპარატების, ჰიპოტენზიური საშუალებების და ალკოჰოლის მოქმედებას.
– ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან მისი ერთდროული დანიშვნის დროს კუნთების ტონუსი ძლიერ ქვეითდება.
– ლევოდოპასთან და კარბიდოპასთან ერთად ბაკლოფენის გამოყენებისას აღინიშნება აგზნება, ჰალუცინაციები და ცნობიერების დაბინდვა.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook