ბებინოსი – BABYNOS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბებინოსი – BABYNOS-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუცლის შებერილობის საწინააღმდეგო საშუალება; სპაზმოლიზური საშუალება.


ბებინოსი – BABYNOS აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები შიგნით მისაღებად, ბავშვებისათვის, მუქ ფლაკონში, 30 მლ. 1გ (=24 წვეთს) შეიცავს ცერეცოს თესლების (320 მგ), გვირილას ყვავილების (200მგ) და კორიანდრის თესლების (200მგ) თხევად ექსტრაქტს.

ჩვენებები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმი და მეტეორიზმი (მათ შორის, ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებული) ჩვილ ბავშვებში, ასევე მცირე და სასკოლო ასაკის ბავშვებში. ხსნის და ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის სპაზმისა და ტკივილის განვითარებას, რაც დაკავშირებულია მეტეორიზმთან. ეფექტი განპირობებულია კორიანდრის, ცერეცოს თესლებსა და გვირილის ყვავილებში არსებული ეთეროვანი ზეთებით, აზულენით, ანტემისის მჟავით, გლიკოზიდებით, ტერპენებით.

დოზირება:
ინიშნება დასალევად. წყალში გაუზავებლად ან მცირე რაოდენობით ფაფასთან ან სითხესთან ერთად. ჩვილ ბავშვებში – 3-6 წვეთი 3-ჯერ დღეში, 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 6-10 წვეთი 3-ჯერ დღეში, სასკოლო ასაკის ბავშვებში – 10-15 წვეთი 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა (მათ შორის სორბიტის აუტანლობა).

გვერდითი ეფექტები: კანისა და რესპირაციულ-ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები: მიღების წინ ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, 2-20ºС ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: DENTINOX, გერმანია.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook