ბებიტი / BEBIT

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბებიტი / BEBIT-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): იბუპროფენი/ibuprofen

ბებიტი / BEBIT-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული


ბებიტი / BEBIT აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქკოდი: M01AE01.

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: იბუპროფენი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის სუსპენზია არომატული სუნითა და ტკბილი გემოთი;

შემადგენლობა:         
სუსპენზიის 5 მლ შეიცავს:
იბუპროფენს – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მალტიტოლის სიროფი, გლიცერინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის საქარინი, პოლისორბატი 80, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ფორთოხლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბებიტი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას. ახდენს ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების გზით პროსტაგლანდინების (ტკივილის და ანთების მედიატორების) ბიოსინთეზის დათრგუნვით.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: პერორალური მიღების შემდეგ იბუპროფენის 80% აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1-2 სთ-ში
განაწილება: სისხლის პლაზმის ცილებთან (ძირითადად ალბუმინებთან) კავშირი შეადგენს 90-99%-ს. განაწილების მოცულობა (Vდ) შეადგენს 0.11-0.18 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი: იბუპროფენი განიცდის ბიოტრანსფორმაციას, ძირითადად, ღვიძლში.
გამოყოფა: ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს. გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ იბუპროფენი მთლიანად გამოიყოფა 24 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენება:
ბებიტი გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
როგორც სიცხის დამწევი საშუალება:
•    მწვავე რესპირატორული დაავადებები;
•    გრიპი;
•    ბავშვთა ინფექციები;
•    აცრის შემდგომი რეაქციები;
•    სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება.
როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი ან ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის:
•    თავის ტკივილი;
•    კბილის ტკივილი;
•    შაკიკი;
•    ნევრალგიები;
•    ყურისა და ყელის ტკივილი;
•    ტკივილი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმების დროს (მათ შორის დაჭიმულობები).

მიღების წესი და დოზირება:
ბებიტი სპეციალურად განკუთვნილია ბავშვებისათვის.
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
სუსპენზია მიღების წინ შეანჯღრიეთ!
სუსპენზიის ზუსტი დოზირებისათვის გამოიყენეთ საზომი ხუფი.
ბავშვებისათვის დოზირება დგინდება ბავშვის ასაკის და სხეულის მასის მიხედვით.
ცხელებისა და ტკივილის სინდრომის დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 5-10 მგ/კგ სხეულის მასაზე 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ სხეულის მასაზე.

ბავშვის ასაკი დოზირების რეჟიმი მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
3-6 თვე
(ბავშვის წონა 5 კგ-ზე მეტი)
50 მგ (2.5 მლ) 3-ჯერ
24 სთ-ის განმავლობაში
150 მგ
6-12 თვე
(ბავშვის საშუალო წონა 6-10 კგ)
50 მგ (2.5 მლ) 3-4-ჯერ
24 სთ-ის განმავლობაში
200 მგ
1-3 წელი
(ბავშვის საშუალო წონა 10-15 კგ)
100 მგ (5 მლ) 3-ჯერ
24 სთ-ის განმავლობაში
300 მგ
4-6 წელი
(ბავშვის საშუალო წონა 15-20 კგ)
150 მგ (7.5 მლ) 3-ჯერ
24 სთ-ის განმავლობაში
450 მგ
7-9 წელი
(ბავშვის საშუალო წონა 21-29 კგ)
200 მგ (10 მლ) 3-ჯერ
24 სთ-ის განმავლობაში
600 მგ
10-12 წელი
(ბავშვის საშუალო წონა 30-40 კგ)
300 მგ (15 მლ) 3-ჯერ
24 სთ-ის განმავლობაში
900 მგ

მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6-8 სთ-ს.
მითითებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
იმუნიზაციის შემდგომი ცხელების დროს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით 50 მგ (2.5 მლ); 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში, 6 სთ-ის შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის განმეორებითი მიღება იმავე დოზით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ-ს (5 მლ-ს).
როგორც სიცხის დამწევი საშუალება პრეპარატი გამოიყენება არაუმეტეს 3 დღისა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი – არაუმეტეს 5 დღისა.
3-6 თვის ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 სთ-ს.
ცხელების შენარჩუნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნება, მაგრამ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლინება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, დიარეა, ყაბზობა, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მატება; შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სისხლდენები;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქული ასთმის გამწვავება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი, ცხელება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი);
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, ფსიქომოტორული აგზნება, უძილობა, დეპრესია, დეზორიენტაცია; შუილი ყურებში; იშვიათად – მხედველობის დარღვევები (ტოქსიკური ამბლიოპია);
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება;
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ცისტიტი.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
•    მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, ასევე პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
•    ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, რინიტი, რომლებიც პროვოცირებულია აცეტილსალიცილის მჟავას (სალიცილატების) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით;
•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწლავების ანთებითი დაავადებები;
•    დადასტურებული ჰიპოკალემია;
•    სისხლის დაავადებები (ჰიპოკოაგულაცია, ლეიკოპენია, ჰემოფილია);
•    ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევები;
•    სმენის დაქვეითება;
•    ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
•    ბავშვთა ასაკი 3 თვემდე.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ანტიკოაგულანტების და ბებიტის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერება.
პრეპარატი ამცირებს დიურეტიკების და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტურობას.
ერთდროული გამოყენებისას ბებიტი ზრდის დიგოქსინის, ფენიტოინის, მეტოტრექსატის, ლითიუმის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
ბებიტი აძლიერებს მინერალოკორტიკოსტეროიდების და გლუკოკორტიკოსტეროიდების გვერდით ეფექტებს.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუ, შუილი ყურებში, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მხოლოდ მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში), გააქტივებული ნახშირი, ტუტე სასმელის მიღება, ფორსირებული დიურეზი, აუცილებლობის შემთხვევაში – სიმპტომური მკურნალობა.

განსაკუთრებული მითითებები:
კლინიკურ პრაქტიკაში იბუპროფენის გამოყენებისას გამოვლენილი იქნა ტოქსიკური ამბლიოპიის სპორადიული შემთხვევები, ამიტომ პრეპარატის მიღების პერიოდში მხედველობის დარღვევების განვითარებისას საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
ბებიტის გამოყენება შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში, რადგან პრეპარატი არ შეიცავს შაქარს. არ შეიცავს საღებავებს.
ბავშვის მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

შეფუთვა:
100 მლ სუსპენზია ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში საზომი ხუფით, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30º C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზია ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: სუსპენზია პერორალური მიღებისათვის, 100 მგ/5 მლ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:  გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook