ბეტაჰისტინი – BETAHISTINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს. მოქმედებს ჰისტამინის მსგავსად, ძირითადად ჰისტამინურ H1-რეცეპტორებზე. იგი იწვევს პრეკაპილარების გაფართოებას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ყურის ლაბირინთში, არეგულირებს ენდოლიმფის წნევას ლაბირინთსა და ლოკოკინაში, რითაც ხელს უწყობს კლინიკურ გაუმჯობესებას, სხვადასხვა გენეზის თავბრუსხვევის სიხშირესა და ინტენსივობას, ყურებში შუილს, აუმჯობესებს სმენას მისი დაქვეითების დროს, ზრდის ბრონქებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი მუსკულატურის ტონუსს. შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერება.

ჩვენებები
მენიერის დაავადება;
სინდრომები, რომელთათვისაც დამახასიათებელია თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენის პროგრესირებადი დაქვეითება.

დოზირების რეჟიმი
ერთჯერადი დოზა 8-16 მგ, დღეში 3-ჯერ. მკურნალობა ტარდება ხანგრძლივად.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა, გამონაყარი კანზე.

უკუჩვენებები
* ფეოქრომოციტომა;
* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
* ბრონქული ასთმა.

განსაკუთრებული მითითებები
კლინიკური ეფექტი ვლინდება რამდენიმე თვის მკურნალობის შემდეგ დისპეფსიური მოვლენების განვითარებისას, სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ.

არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა ორსულობის დროს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭირია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გაფრთხილება