ბიოსტაბილი – BIOSTABYL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა:
ლიოფილიზირებული ლაქტოფერმენტების 4 ჯგუფი;
სპორირებული ლაქტოფერმენტების 2 ჯგუფი;
ლაქტოფერინი;
ინულინი (პრობიოტიკური ბოჭკო);
B ჯგუფის ვიტამინიები;
ფოსფატური ბუფერი;
მეტოცელი.


ბიოსტაბილი – BIOSTABYL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლაქტოფერმენტები – ნაწლავური მიკროფლორის ძირითადი კომპონენტები, აუცილებელია ამ სისტემაში ნებისმიერი დისბალანსის დროს ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის.
ანტიბიოტიკოთერაპია, მალნუტრიცია, განსხვავებულ კლიმატურ ზონაში მოგზაურობა, სტრესი, გაციება, ნაწლავებში ბაქტერიული ფლორის წონასწორობის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზებია და შედეგად ვითარდება ნაწლავთა პერისტალტიკის დარღვევა, მუცლის კუნთების დეფანსი, მეტეორიზმი, მალაბსორბცია, კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება.

ლაქტოფერინი დედის რძეში არსებული რკინაშემაკავშირებელი ცილაა, რომელიც თრგუნავს ბაქტერიების მიერ რკინის ათვისებას და ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიოზმების, მაგალითად გრამუარყოფითი ბაქტერიების გამრავლებას, რადგან მათი ზრდა–განვითარებისათვის აუცილებელია  რკინა. ლაქტოფერმენტებს კი მეტაბოლიზმისათვის რკინა არ ესაჭიროება და იქმნება ხელსაყრელი პირობები ნორმალური მიკროფლორის წონასწორობის შენარჩუნებისათვის. ლაქტოფერინი ნაწლავებიდან რკინის იონებთან კომპლექსის სახით შეიწოვება და აუმჯობესებს ამ მნიშვნელოვანი ელემენტის შეწოვას.
ინულინი – პრობიოტიკური ბოჭკო, წარმოადგენს საკვებ ნიადაგს ნორმალური მიკროფლორისათვის და უზრუნველყოფს ლაქტოფერმენტებით ნაწლავების სწრაფ კოლონიზაციას (ნაწლავის ფლორის მეგობარი ბაქტერიები).

B ჯგუფის ვიტამინები უჯრედების ფიზიოლოგიური განვითარებისათვის საჭირო ფერმენტების აუცილებელი ბიოლოგიური კატალიზატორებია.
B ჯგუფის ვიტამინების სინთეზი მიმდინარეობს ნაწლავებში. მიკროფლორის დისბალანსის შემთხვევაში ვიტამინების პროდუქცია მცირდება და აუცილებელია დეფიციტის აღმოფხვრა.

ფოსფატური ბუფერი იცავს პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ ბაქტერიებს კუჭის ბარიერის გადალახვის დროს. მეტოცელი კუჭის წვენთან კონტაქტის შემდეგ გარდაიქმნება გელად და შემოფარგლავს ლაქტოფერმენტებს, იცავს მათ მარილმჟავას აგრესიული ზემოქმედებისაგან. მეტოცელი უზრუნველყოფს ნაწლავებში ბაქტერიების აქტიური სახით მიწოდებას.

მიღების წესი და დოზირება:
2 კაფსულა ერთხელ დღეში მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: კაფსულა № 20

გაცემის წესი: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: BIOSAN Bollate (Milan), იტალია.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook